668043 Records found
593541.
Eclipse | CHAPTER 13
იმ წლებში მექსიკაში ადამიანად ყოფნას ნამდვილად არავის ვუსურვებდი.
Of course, it was not a good time to be human in Mexico, either.
593542.
Eclipse | CHAPTER 13
ჟრუანტელმა დამიარა.
I shuddered.
593543.
Eclipse | CHAPTER 13
– როცა მოკლულების რაოდენობამ ეპიდემიურ ზღვარს მიაღწია – სხვათა შორის, თქვენი ისტორიკოსები მოსახლეობის კლებას მაღალ სიკვდილიანობას მიაწერენ – დაპირისპირებაში, ბოლოს და ბოლოს, ვოლტურები ჩაერივნენ.
- When the body count reached epidemic proportions — in fact, your histories blame a disease for the population slump — the Volturi finally stepped in.
593544.
Eclipse | CHAPTER 13
ისინი საკუთარ მცველებთან და მეომრებთან ერთად ჩამოვიდნენ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში ყველა ახალშექმნილ ვამპირს დაუწყეს დევნა.
The entire guard came together and sought out every newborn in the bottom half of North America.
593545.
Eclipse | CHAPTER 13
ბენიტო პუებლაში იყო გამაგრებული და ახალ არმიას ქმნიდა, რათა მთავარ ჯილდოს, მეხიკოს დაჰპატრონებოდა, მაგრამ ვერ მოასწრო.
Benito was entrenched in Puebla, building his army as quickly as he could in order to take on the prize — Mexico City.
593546.
Eclipse | CHAPTER 13
ვოლტურებმა მისით დაიწყეს და მერე დანარჩენებიც ზედ მიაყოლეს.
The Volturi started with him, and then moved on to the rest.
593547.
Eclipse | CHAPTER 13
ყველა, ვისაც ახალშექმნილებთან ერთად გადააწყდნენ, მყისვე გაანადგურეს, ხოლო ვინაიდან მექსიკაში ყველა ბენიტოსგან თავდაცვას ცდილობდა, იქაურობა ვამპირებისგან დროებით სრულებით დაცარიელდა.
Anyone who was found with the newborns was executed immediately, and, since everyone was trying to protect themselves from Benito, Mexico was emptied of vampires for a time.
593548.
Eclipse | CHAPTER 13
ვოლტურები თითქმის ერთ წელიწადს მოუნდნენ გაწმენდას.
The Volturi were cleaning house for almost a year.
593549.
Eclipse | CHAPTER 13
ეს ჩვენი ისტორიის კიდევ ერთი ცნობილი ფურცელია, რომელიც არავის დაავიწყდება, თუმცა, იმდროინდელი ამბების მოწმე ბევრი არ გადარჩენილა.
This was another chapter of our history that will always be remembered, though there were very few witnesses left to speak of what it was like.
593550.
Eclipse | CHAPTER 13
მე ერთ-ერთ თვითმხილველს შევხვედრივარ, ვინც ვოლტურების კულიაკანში სტუმრობას შორიდან ადევნებდა თვალს.
I spoke to someone once who had, from a distance, watched what happened when they visited Culiacán.
593551.
Eclipse | CHAPTER 13
ჯასპერს გააცახცახა.
Jasper shuddered.
593552.
Eclipse | CHAPTER 13
ადრე არასდროს მინახავს ასეთი შეშინებული, ეს პირველი შემთხვევა იყო.
I realized that I had never before seen him either afraid or horrified, this was a first.
593553.
Eclipse | CHAPTER 13
დანარჩენმა სამყარომ საღ აზრს მოუხმო.
The rest of the world stayed sane.
593554.
Eclipse | CHAPTER 13
დღევანდელ ცხოვრების წესს ვოლტურებს უნდა ვუმადლოდეთ.
We owe the Volturi for our present way of life.
593555.
Eclipse | CHAPTER 13
ვოლტურების იტალიაში დაბრუნების შემდეგ გადარჩენილებმა კი კვლავ გაინაწილეს სამხრეთი.
But when the Volturi went back to Italy, the survivors were quick to stake their claims in the South.
593556.
Eclipse | CHAPTER 13
მალე კლანებმა ისევ დავა დაიწყეს.
It didn’t take long before covens began to dispute again.
593557.
Eclipse | CHAPTER 13
სისხლი იყო ასაღები.
There was a lot of bad blood.
593558.
Eclipse | CHAPTER 13
ზოგი ცდუნებას აჰყვა და ისევ ახალშექმნილების გამოყენება დაიწყო.
The idea of newborns was already there, and some were not able to resist.
593559.
Eclipse | CHAPTER 13
თუმცა, ვოლტურები ყველას ახსოვდა, ამიტომ სამხრეთული კლანები უფრო ფრთხილობდნენ.
However, the Volturi had not been forgotten, and the southern covens were more careful this time.
593560.
Eclipse | CHAPTER 13
ახალშექმნილებს ყურადღებით არჩევდნენ და უკეთ წვრთნიდნენ, მათ საჭიროებისამებრ იყენებდნენ, რათა ადამიანები არაფერში დაეჭვებულიყვნენ.
The newborns were selected from the human pool with more care, and given more training, they were used circumspectly, and the humans remained, for the most part, oblivious.