668043 Records found
595181.
Eclipse | CHAPTER 19
– ო, ეს მეც ვიცი, – თქვა ედუარდმა, – დამიჯერე, ამქვეყნად ბევრი უცნაურობა მინახავს, მაგრამ აღბეჭდვაზე გასაოცარი არაფერია, – გაკვირვებით გაიქნია თავი.
“Oh, I know,” he said. “The imprinting compulsion is one of the strangest things I’ve ever witnessed in my life, and I’ve seen some strange things.” He shook his head wonderingly.
595182.
Eclipse | CHAPTER 19
– სემისა და ემილის კავშირის აღწერა შეუძლებელია.
The way Sam is tied to his Emily is impossible to describe.
595183.
Eclipse | CHAPTER 19
სემს შანსი არ ჰქონია.
Sam really had no choice.
595184.
Eclipse | CHAPTER 19
ეს „ზაფხულის ღამის სიზმარს“ მაგონებს, როცა ფერიების სასიყვარულო შელოცვებმა სრული ქაოსი გამოიწვია...
It reminds me of A Midsummer Night’s Dream with all the chaos caused by the fairies’ love spells...
595185.
Eclipse | CHAPTER 19
– საბრალო ლეა, – გავიმეორე ისევ, – „გაბოროტებულში“ რას გულისხმობ?
“Poor Leah,” I said again. “But what do you mean, malicious?”
595186.
Eclipse | CHAPTER 19
– ყოველთვის ისეთ ამბებზე ფიქრობს, რის გახსენებაც არავის უნდა, – ამიხსნა, – მაგალითად, ემბრიზე.
“She’s constantly bringing up things they’d rather not think of,” he explained. “For example, Embry.”
595187.
Eclipse | CHAPTER 19
– ემბრი რაღა შუაშია? – გაკვირვებულმა წამოვიძახე.
“What’s with Embry?” I asked, surprised.
595188.
Eclipse | CHAPTER 19
– დედამისი აქ ჩვიდმეტი წლის წინ მაკაჰების რეზერვაციიდან გადმოსახლდა. იმ დროს ორსულად იყო.
His mother moved down from the Makah reservation seventeen years ago, when she was pregnant with him.
595189.
Eclipse | CHAPTER 19
ის ქვილიუტი არ არის.
She’s not Quileute.
595190.
Eclipse | CHAPTER 19
– ამ შემთხვევაში მისი მამობის უმთავრესი კანდიდატები ქვილი ატეარა უფროსი, ჯოშუა ული ან ბილი ბლექი ხდებიან. იმ დროს კი ყველა მათგანი დაქორწინებული იყო.
“So the prime candidates for his father are Quil Ateara Sr., Joshua Uley, or Billy Black, all of them married at that point, of course.”
595191.
Eclipse | CHAPTER 19
ედუარდი მართალი იყო, ეს ნამდვილად საპნის ოპერას ჰგავდა.
Edward was right — this was exactly like a soap opera.
595192.
Eclipse | CHAPTER 19
– ახლა სემი, ქვილი და ჯეიკობი საგონებელში არიან, არავინ იცის, რომლის ნახევარძმაა ემბრი.
Now Sam, Jacob, and Quil all wonder which of them has a half-brother.
595193.
Eclipse | CHAPTER 19
ყველას სურს, რომ სემისა იყოს, რადგან სემისთვის მამამისს ნამდვილი მამობა არასდროს გაუწევია.
They’d all like to think it’s Sam, since his father was never much of a father.
595194.
Eclipse | CHAPTER 19
ჯეიკობს კი ბილისთვის ეს არასოდეს უკითხავს.
Jacob’s never been able to ask Billy about that.
595195.
Eclipse | CHAPTER 19
ამდენი რამის გაგება ერთ ღამეში როგორ მოასწარი?
How did you get so much in one night?
595196.
Eclipse | CHAPTER 19
– ხროვის აზროვნება გამაოგნებელია.
The pack mind is mesmerizing.
595197.
Eclipse | CHAPTER 19
ყველა ერთდროულად ფიქრობს და ამასთან, ცალ-ცალკე.
All thinking together and then separately at the same time.
595198.
Eclipse | CHAPTER 19
წასაკითხი კი იმდენია!
There’s so much to read!
595199.
Eclipse | CHAPTER 19
ედუარდი ისე გულდაწყვეტილი ლაპარაკობდა, თითქოს საინტერესო წიგნის ბოლო არ წააკითხესო.
He sounded faintly regretful, like someone who’d had to put down a good book just before the climax.
595200.
Eclipse | CHAPTER 19
გამეცინა. – ხროვა მართლაც საოცარია, – დავეთანხმე, – თითქმის ისეთივე საოცარი, როგორიც შენ ხარ, როცა ჩემი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას ცდილობ.
I laughed. “The pack is fascinating,” I agreed. “Almost as fascinating as you are when you’re trying to distract me.”