მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199981.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ზაკერმენი დღეში სამჯერ ძღომაზე გაჭმევს და საკვების მახით დაჭერა რაში გჭირდება? უილბურმა ამოიხვნეშა.
Zuckerman supplies you with three big meals a day. Why should you worry about trapping food? Wilbur sighed.
199982.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– ჭკუითა და საზრიანობით შენთან სად მოვალ, შარლოტ! უბრალოდ, თავის მოწონება მინდოდა. ახია ჩემზე!
"You're ever so much cleverer and brighter than I am, Charlotte. I guess I was just trying to show off. Serves me right."
199983.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ტემპლტონმა კვანძი გახსნა და თოკი შინ წაიღო, შარ ლოტი ისევ საქსოვს მიუბრუნდა.
Templeton untied his string and took it back to his home. Charlotte returned to her weaving.
199984.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– მაგაზე არ იდარდო, უილბურ, – უთხრა გოჭს, – აბლაბუდის მოქსოვა ბევრს არ შეუძლია.
"You needn't feel too badly, Wilbur," she said. "Not many creatures can spin webs.
199985.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ადამიანებიც კი ვერ ახერხებენ ჩვენსავით კარგად, თუმცა ჰგონიათ, ძალიანაც კარგად გამოგვდისო. იმათ ხომ ყველაფრის ცდა უყვართ.
Even men aren't as good at it as spiders, although they think they're pretty good, and they'll try anything.
199986.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
კუინსბოროს ხიდი თუ გაგიგონია? უილბურმა თავი გააქნია.
Did you ever hear of the Queensborough Bridge? Wilbur shook his head.
199987.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– ეგეც ქსელია?
"Is it a web?"
199988.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– გარკვეულწილად, – უპასუხა შარლოტმა, – და იცი, რამდენ ხანს აშენებდნენ ადამიანები?
"Sort of," replied Charlotte. But do you know how long it took men to build it?
199989.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
მთელ რვა წელიწადს!
Eight whole years.
199990.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ღმერთო დიდებულო! ამდენი ლოდინი რომ დამჭირვებოდა, შიმშილით მოვკვდებოდი.
My goodness, I would have starved to death waiting that long.
199991.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
მე ქსელის მოსაქსოვად ერთი საღამოც მყოფნის.
I can make a web in a single evening.
199992.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– მერედა, კუინსბოროს ხიდში რას იჭერენ ადამიანები? ხოჭოებს? – იკითხა უილბურმა.
"What do people catch in the Queensborough Bridge -bugs?" asked Wilbur.
199993.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– არა, – უპასუხა შარლოტმა, – არაფერსაც არ იჭერენ: უბრალოდ, მთელი დღე ხიდზე გადი-გამოდიან და ჰგონიათ, მეორე მხარეს ყოფნა ჯობსო.
"No," said Charlotte. They don't catch anything. They just keep trotting back and fonh across the bridge thinking there is something better on the other side.
199994.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
აი, სულ ზემოთ თავდაყირა რომ დაეკიდონ და წყნარად მოიცადონ, იქნებ რამე კარგსაც გამოჰკრან ხელი.
If they'd hang head-down at the top of the thing and wait quietly, maybe something good would come along.
199995.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
მაგრამ არა: ადამიანები სულ დარბიან და დარბიან.
But no--with men it's rush, rush, rush, every minute.
199996.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
კიდევ კარგი, ბინადარი ობობა ვარ.
I'm glad I'm a sedentary spider.
199997.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– „ბინადარი“ რას ნიშნავს?
What does sedentary mean?
199998.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– იმას, რომ თითქმის სულ ერთ ადგილას ვარ და სოფელ-ქვეყანაზე არ დავეხეტები.
"Means I sit still a good part of the time and don't go wandering all over creation.
199999.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ფეხს არ ვიცვლი და ველოდები, რა მოხდება.
I stay put and wait for what comes.
200000.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ჰოდა, საფიქრალი დროც მაქვს.
Gives me a chance to think.