მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199961.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– ერთხელაც ვცდი! – ხალისიანად თქვა უილბურმა, – ოღონდ, მგონი, პატარა თოკი მჭირდება, რომ დამიჭიროს.
"I think I'll try again," said Wilbur, cheerfully. "I believe what I need is a little piece of string to hold me."
199962.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
გოჭი თავის ეზოში გამოვიდა და დაიძახა: – ტემპლტონ, აქ ხარ?
The pig walked out to his yard. "You there, Templeton?" he called.
199963.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ვირთხამ გეჯის ქვეშიდან ამოყო თავი.
The rat poked his head out from under the trough.
199964.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– პატარა თოკი არ გექნება, რომ მათხოვო?
"Got a little piece of string I could borrow?"
199965.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
აბლაბუდა მაქვს მოსაქსოვი.
"I need it to spin a web."
199966.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– როგორ არა, – მიუგო ტემპლტონმა, რომელსაც დიახაც, რომ ჰქონდა თოკი, – დიდი სიამოვნებით, მაგაზე როგორ დაგზარდები!
"Yes, indeed," replied Templeton, who saved string. "No trouble at all. Anything to oblige."
199967.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ვირთხა ჩაძვრა სოროში, გზად ბატის კვერცხი გვერდზე გადააგორა და ძველი, თეთრი, ჭუჭყიანი თოკის ნაგლეჯი ამოიტანა.
He crept down into his hole, pushed the goose egg out of the way, and returned with an old piece of dirty white string.
199968.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
უილბურმა თოკი შეათვალიერა.
Wilbur examined it.
199969.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– ზუსტად ასეთი მინდოდა, – თქვა გახარებულმა, – ტემპლტონ შეგიძლია, ერთი ბოლო კუდზე მომაბა?
"That's just the thing," he said. "Tie one end to my tail, will you, Templeton?"
199970.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
უილბური მიწაზე გაერთხა და წვრილი, მოგრეხილი კუდი ვირთხას მიუშვირა.
Wilbur crouched low, with his thin, curly tail toward the rat.
199971.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ტემპლტონმა თოკი აიღო, კუდზე შემოახვია და გაკვანძა.
Templeton seized the string, passed it around the end of the pig's tail, and tied two half hitches.
199972.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
შარლოტი აღტაცებით უცქეროდა ამ სანახაობას.
Charlotte watched in delight.
199973.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ფერნისა არ იყოს, მასაც ძალიან უყვარდა უილბური. თანაც, გოჭის გეჯის მჭახე სუნი და დაძველებული საჭმელი ბუზებს იზიდავდა, რომლებიც ობობას სჭირდებოდა და ახლა ძალიან უხაროდა, რომ უილბური პირველივე ცდაზე არ დანებდა და ისევ აპირებდა აბლაბუდის მოქსოვას.
Like Fern, she was truly fond of Wilbur, whose smelly pen and stale food attracted the flies that she needed, and she was proud to see thar he was not a quitter and was willing to try again to spin a web.
199974.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– ყველამ შემომხედეთ! – დაიყვირა, ძალ-ღონე მოიკრიბა და თავდაღმა გადმოეშვა.
"Everybody watch!" he cried. And summoning all his strength, he threw himself into the air, headfirst.
199975.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
თოკი უკან გამოჰყვა, მაგრამ რაკი დაავიწყდა და მეორე ბოლო არაფერზე მიუმაგრებია, ამიტომ ვერაფერი არგო. უილბურმა ისევ მიწაზე მოადინა ზღართანი და დაშავდა.
The string trailed behind him. But as he had neglected to fasten the other end to anything, it didn't really do any good, and Wilbur landed with a thud, crushed and hurt.
199976.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
სიმწრისგან თვალზე ცრემლი მოადგა.
Tears came to his eyes.
199977.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ტემპლტონმა კბილები დაკრიჭა, შარლოტი კი ჩუმად იჯდა, ცოტა ხნის შემდეგ მეგობარს უთხრა: – ქსელს ვერ მოქსოვ, უილბურ, და აჯობებს, ეგ აზრი მოიშორო.
Templeton grinned. Charlotte just sat quietly. After a bit she spoke. You can't spin a web, Wilbur, and I advise you to put the idea out of your mind.
199978.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
საქსოვად ორი რამ გაკლია.
You lack two things needed for spinning a web.
199979.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
არც სართავები გაქვს და არც ქსოვა იცი.
"You lack a set of spinnerets, and you lack knowhow.
199980.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
მაგრამ ეგ არაფერი: ქსელი არაფრად გარგია.
But cheer up, you don't need a web.