მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200001.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– თუ ეგრეა, მგონი, მეც ბინადარი გამოვდივარ, – დაფიქრდა გოჭი, – მინდა თუ არ მინდა, სულ აქ მიწევს ყოფნა. იცი, სინამდვილეში სად მინდა ვიყო ამ საღამოს?
"Well, I'm son of sedentary myself, I guess," said the pig. "I have to hang around here whether I want to or not. You know where I'd really like to be this evening?"
200002.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– სად?
"Where?"
200003.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– ტყეში. მინდა წიწიბოს, სოკოსა და ტკბილ ფესვებს ვეძებდე, ჩემი მშვენიერი, ღონიერი დინგით ფოთლებს აქეთ-იქით ვყრიდე, მიწას ვყნოსავდე და ვქექავდე, ვიყნოსავდე სუნს, სუნს, სუნს...
"In a forest looking for beechnuts and truffles and delectable roots, pushing leaves aside with my wonderful strong nose, searching and sniffing along the ground, smelling, smelling, smelling ..."
200004.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
თვალები ცრემლით აევსო.
His eyes grew wet with tears.
200005.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
შარლოტმა შენიშნა მისი შეცბუნება და ბატკანი დატუქსა: – უილბურს თავი დაანებე!
Charlotte noticed his embarrassment and she spoke sharply to the lamb. "Let Wilbur alone!" she said.
200006.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ისეთ ადგილას ცხოვრობს, სუნი რომ არ ჰქონდეს, ის უნდა გვიკვირდეს!
He has a perfect right to smell, considering his surroundings.
200007.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
არც შენ მყავხარ ცერცველას თაიგული.
You're no bundle of sweet peas yourself.
200008.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
თანაც, სხვის საუბარში ყოფ ცხვირს.
Funhermore, you are interrupting a very pleasant conversation.
200009.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
რას ვამბობდით, უილბურ, სანამ ასე უზრდელურად შეგვაწყვეტინებდნენ?
What were we talking about, Wilbur, when we were so rudely interrupted?
200010.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– არ მახსოვს, – აღიარა უილბურმა, – თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს.
"Oh, I don't remember," said Wilbur. It doesn't make any difference.
200011.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
მოდი, შარლოტ, ცოტა ხანს ნუ ვილაპარაკებთ: მეძინება.
Let's not talk any more for a while, Charlotte. I'm getting sleepy.
200012.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
შენ ქსელს მიხედე, მე კი წამოვწვები და გიყურებ.
You go ahead and finish fixing your web and I'll just lie here and watch you.
200013.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
რა მშვენიერი საღამოა!
It's a lovely evening.
200014.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ზაკერმენის ბოსელში ბინდმა და სიწყნარემ დაისადგურა.
Twilight settled over Zuckerman's barn, and a feeling of peace.
200015.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ფერნმა იცოდა, რომ ვახშმობის დრო იყო, მაგრამ წასვლა არ უნდოდა.
Fern knew it was almost suppertime but she couldn't bear to leave.
200016.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
უხმაუროდ მიმოქროდნენ მერცხლები, კარში გადი-გამოდიოდნენ და ბარტყებისთვის საზრდო მოჰქონდათ.
Swallows passed on silent wings, in and out of the doorways, bringing food to their young ones.
200017.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
გზის გადაღმა ჩიტი მღეროდა: „უიპურრვიილლ, უიპურრვიილ“.
From across the road a bird sang "Whippoorwill, whippoorwill!"
200018.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ლერვი ვაშლის ხის ქვეშ ჩამოჯდა და ჩიბუხს მოუკიდა. ცხოველებს მაგარი თამბაქოს ნაცნობი სუნი ეცათ.
Lurvy sat down under an apple tree and lit his pipe; the animals sniffed the familiar smell of strong tobacco.
200019.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
უილბურს ხის ბაყაყის ყიყინი და, შიგადაშიგ, სამზარეულოს კარის ჯახუნი ესმოდა და ეს ხმები მყუდროებითა და ბედნიერებით ავსებდა, რადგან უყვარდა სიცოცხლე და სიამოვნებდა, რომ ზაფხულის ამ საღამოს თვითონაც სამყაროს ნაწილი იყო.
Wilbur heard the trill of the tree toad and the occasional slamming of the kitchen door. All these sounds made him feel comfortable and happy, for he loved life and loved to be a part of the world on a summer evening.
200020.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
იწვა ასე და უეცრად ბებერი ცხვრის ნათქვამი გაახსენდა.
But as he lay there he remembered what the old sheep had told him.