მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199921.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– რა და... როცა ბატის ბუმბულიდან პირველმა ჭუკმა ამოყო თავი, მე კუთხეში, ჩემს პატარა სკამზე ვიჯექი, შარლოტი კი თავის ქსელზე მოკალათებულიყო.
"Well, when the first gosling stuck its little head out from under the goose, I was sitting on my stool in the corner and Charlotte was on her web.
199922.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– ნამდვილად, – დაეთანხმა მისის არაბლი, – ფერნ, საკვირაო სკოლაში წასვლის დროა, უნდა მოემზადო.
"Yes, I do," said Mrs. Arable. And now, Fern, it's time to get ready for Sunday School.
199923.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
ეივერისაც უთხარი, მოემზადოს, მერე კი, საღამოს, ყველაფერი მიამბე, რაც ძია ჰომერის ბოსელში ხდება.
And tell Avery to get ready. And this afternoon you can tell me more about what goes on in Uncle Homer's barn.
199924.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
იქ დიდი ხნით ხარ ხოლმე, არა?
Aren't you spending quite a lot of time there?
199925.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
ლამის ყოველდღე დადიხარ, ხომ?
You go there almost every afternoon, don't you?
199926.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– იქაურობა მომწონს, – მიუგო ფერნმა, მერე პირი მოიწმინდა და კიბეზე აირბინა.
"I like it there," replied Fern. She wiped her mouth and ran upstairs.
199927.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
გოგო ოთახიდან გავიდა თუ არა, მისის არაბლი ქმარს მიუბრუნდა: – ფერნის ამბავი მანერვიულებს, – შესჩივლა, – გესმოდა, რა სისულელეებს ამბობდა ცხოველებზე? თითქოსდა ლაპარაკობენო. მისტერ არაბლს ჩაეცინა.
After she had left the room, Mrs. Arable spoke in a low voice to her husband. "I worry about Fern," she said. "Did you hear the way she rambled on about the animals, pretending that they talked?" Mr. Arable chuckled.
199928.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– იქნებ მართლა ლაპარაკობენ.
"Maybe they do talk," he said.
199929.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
ხანდახან მეც მიფიქრია მაგაზე.
I've sometimes wondered.
199930.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
ყოველ შემთხვევაში, ფერნი ნუ გადარდებს. ფანტაზიორობს და ეგ არის.
At any rate, don't worry about Fern-she's just got a lively imagination.
199931.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
ბავშვებს ჰგონიათ, ათასი რამ ჩაგვესმისო.
Kids think they hear all sorts of things.
199932.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
– მადარდებს და რა ვქნა! – მიუგო მისის არაბლმა, – ექიმი დორიანი რომ შემხვდება, ავდგები და შევჩივლებ.
"Just the same, I do worry about her," replied Mrs. Arable. I think I shall ask Dr. Doriap about her the next time I see him.
199933.
შარლოტის ქსელი | თავი VIII, შინაური მასლაათი
ფერნი ჩვენზე არანაკლებად უყვარს და მინდა იცოდეს, რა უცნაურად იქცევა იმ გოჭის გამო და საერთოდაც, ეს ყველაფერი ნორმალური არა მგონია.
He loves Fern almost as much as we do, and I want him to know how queerly she is acting about that pig and everything. I don't think it's normal.
199934.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ობობას ქსელი იმაზე მტკიცეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
Aspider’s web is stronger than it looks.
199935.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
წვრილი, ფაქიზი ძაფით არის ნაქსოვი, მაგრამ იოლად არ წყდება.
Although it is made of thin, delicate strands, the web is not easily broken.
199936.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ისე კი, შიგ გაბმული მწერები გამწარებით ფართხალებენ და ყოველდღე გლეჯენ, და როცა ბევრგან გაიხვრიტება, ობობამ უნდა გაამთელოს.
However, a web gets tom every day by the insects that kick around in it, and a spider must rebuild it when it gets full of holes.
199937.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
შარლოტს საღამოობით ერჩივნა ქსოვა, ფერნს კი იქვე, ახლოს ჯდომა და ცქერა სიამოვნებდა.
Charlotte liked to do her weaving during the late afternoon, and Fern liked to sit nearby and watch.
199938.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ერთ ასეთ საღამოს გოგონამ ძალზე საინტერესო საუბარს მოჰკრა ყური და უცნაურ სანახაობასაც შეესწრო.
One afternoon she heard a most interesting conversation and witnessed a strange event.
199939.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– რა ბანჯგვლიანი ფეხები გაქვს, შარლოტ, – უთხრა უილბურმა ობობას, რომელიც გულმოდგინედ ქსოვდა ქსელს.
"You have awfully hairy legs, Charlotte," said Wilbur, as the spider busily worked at her task.
199940.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– სამაგისოდ საპატიო მიზეზი მაქვს, – მიუგო შარლოტმა, – თანაც, ჩემი თითო ფეხი შვიდი ნაწილისგან შედგება: მენჯი, ციბრუტი, ბარძაყი, კვირისტავი, წვივი, წინა ტერფი და თათი.
"My legs are hairy for a good reason," replied Charlotte. "Furthermore, each leg of mine has seven sections-the coxa, the trochanter, the femur, the patella, the tibia, the metatarsus, and the tarsus."