მოიძებნა 669199 ჩანაწერი
199941.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
უილბური მაშინვე წამოხტა.
Wilbur sat bolt upright.
199942.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– ხუმრობ, არა? – ჰკითხა.
"You're kidding," he said.
199943.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– ხელახლა ჩამომითვალე, ერთი თქმით ვერ დავიმახსოვრე.
"Say those names again, I didn't catch them the first time."
199944.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– მენჯი, ციბრუტი, ბარძაყი, კვირისტავი, წვივი, წინა ტერფი და თათი.
"Coxa, trochanter, femur, patella, tibia, metatarsus, and tarsus."
199945.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– ღმერთო ჩემო! – მხოლოდ ეს ამოილუღლუღა უილბურმა და თავის პუტკუნა ფეხებს დახედა, – არ მგონია, ჩემი ფეხებიც შვიდი ნაწილისგან შედგებოდეს.
"Goodness!" said Wilbur, looking down at his own chubby legs. "I don't think my legs have seven sections."
199946.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– მე და შენ ხომ სხვადასხვა ცხოვრებით ვცხოვრობთ, – უთხრა შარლოტმა, – შენ ქსელის ქსოვა არ გიწევს, ეს საქმე კი უფეხებოდ არ გამოვა.
"Well," said Charlotte, "you and I lead different lives. You don't have to spin a web. That takes real leg work."
199947.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– რომ მომინდეს, ძალიანაც კარგად მოვქსოვ, – დაიტრაბახა უილბურმა, – უბრალოდ, ჯერ არ მიცდია.
"I could spin a web if I tried," said Wilbur, boasting. "I've just never tried."
199948.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– ჰოდა, სცადე, – უთხრა შარლოტმა.
"Let's see you do it," said Charlotte.
199949.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ფერნმა ხმადაბლა ჩაიკისკისა და გოჭს სიყვარულით თვალებგაფართოებული მიაცქერდა.
Fern chuckled softly, and her eyes grew wide with love for the pig.
199950.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– კარგი, – დაეთანხმა უილბური, – მასწავლე და მოვქსოვ. ალბათ ძალიან სახალისო საქმეა. რით დავიწყო?
"O.K.," replied Wilbur. "You coach me and I'll spin one. It must be a lot of fun to spin a web. How do I start?"
199951.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– ღრმად ჩაისუნთქე, – ღიმილით უთხრა შარლოტმა.
"Take a deep breath!" said Charlotte, smiling.
199952.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
უილბურმა ღრმად ჩაისუნთქა.
Wilbur breathed deeply.
199953.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
უილბური ნაკელის გროვაზე აცოცდა.
Wilbur scrambled to the top of the manure pile.
199954.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– ყოჩაღ! – შეაქო შარლოტმა, – ახლა შენი სართავით მიემაგრე, ისკუპე და თან ძაფი გამოუშვი.
"Very good! " said Charlotte. "Now make an attachment with your spinnerets, hurl yourself into space, and let out a drag line as you go down!"
199955.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
უილბური წამით შეყოყმანდა, მერე კი დაბლა გადმოეშვა.
Wilbur hesitated a moment, then jumped out into the air.
199956.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
თან სწრაფად გაიხედა უკან, შეამოწმა, თოკი ხომ მომყვება, რომ დამიჭიროს და არ დავვარდეო, მაგრამ მის უკან არაფერი ხდებოდა წამიც და, ძირს დაებერტყა.
He glanced hastily behind to see if a piece of rope was following him to check his fall, but nothing seemed to be happening in his rear, and the next thing he knew he landed with a thump.
199957.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– უ-უ-უ-უჰ! – დაიღრუტუნა.
"Ooomp! " he grunted.
199958.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
შარლოტმა ისეთი ხარხარი ატეხა, მთელი აბლაბუდა აქანავდა.
Charlotte laughed so hard her web began to sway.
199959.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– რა შემეშალა? – იკითხა გოჭმა, როცა დაცემის შემდეგ გონს მოვიდა.
"What did I do wrong?" asked the pig, when he recovered from his bump.
199960.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– არაფერი, – უპასუხა შარლოტმა, – ყოჩაღ, ცდა არ დაგიკლია!
"Nothing," said Charlotte. "It was a nice try."