მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200061.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
უილბური თავისი ეზოსკენ გაექანა.
Wilbur started to race out to his yard.
200062.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– ნელა, ნელა! – შეახსენა შარლოტმა, – ხომ გახსოვს, არ იჩქარო და არც იდარდო-მეთქი.
"Slowly, slowly! " said Charlotte. "Never hurry and never worry!"
200063.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
უილბურმა სისწრაფეს უკლო და აუჩქარებლად მივიდა გეჯასთან.
Wilbur checked himself and crept slowly to his trough.
200064.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
შიგ ცოტა კარტოფილი იპოვა, საგულდაგულოდ დაღეჭა, გადაყლაპა და ისევ საწოლთან დაბრუნდა.
He found a bit of potato, chewed it carefully, swallowed it, and walked back to bed.
200065.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
თვალები დახუჭა და ერთხანს ხმა არ ამოუღია.
He closed his eyes and was silent for a while.
200066.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– შარლოტ! – თქვა მერე ჩურჩულით.
"Charlotte?" he said, in a whisper.
200067.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– შეიძლება რძე დავლიო?
"May I get a drink of milk?"
200068.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
მგონი გეჯაში ერთი-ორი წვეთი რძე დამრჩა.
"I think there are a few drops of milk left in my trough."
200069.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
– არა, გეჯა ამომშრალია და ახლავე უნდა დაიძინო.
No, the trough is dry, and I want you to go to sleep.
200070.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
გეყოფა ლაპარაკი!
No more talking!
200071.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
თვალები დახუჭე და დაიძინე!
Close your eyes and go to sleep!
200072.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
უილბურმა თვალები დახუჭა.
Wilbur shut his eyes.
200073.
შარლოტის ქსელი | თავი IX, უილბურის ბაქიაობა
ფერნი წამოდგა თავისი პატარა სკამიდან და შინისკენ გაემართა. თავში მხოლოდ ნანახი და მოსმენილი უტრიალებდა.
Fern got up from her stool and started for home, her mind full of everything she had seen and heard.
200074.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ობობა ყოველდღე თავდაყირა ეკიდა და კარგ აზრს ელოდა.
Day after day the spider waited, headdown, for an idea to come to her.
200075.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ფიქრებში საათობით იძირებოდა.
Hour by hour she sat motionless, deep in thought.
200076.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
უილბურს დაჰპირდა, გადაგარჩენო და გადაწყვეტილი ჰქონდა, სიტყვა შეესრულებინა.
Having promised Wilbur that she would save his life, she was determined to keep her promise.
200077.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
შარლოტი ბუნებით მომთმენი იყო.
Charlotte was naturally patient.
200078.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
გამოცდილებით იცოდა: თუ მოიცდიდა, ბუზი თვითონ მოფრინდებოდა მის ქსელამდე, და ახლაც დარწმუნებული იყო, რომ თუ უილბურის პრობლემაზე კარგა ხანს იფიქრებდა, აზრიც თავისთავად მოუვიდოდა.
She knew from experience that if she waited long enough, a fly would come to her web; and she felt sure that if she thought long enough about Wilbur's problem, an idea would come to her mind.
200079.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ბოლოს, ასე, შუა ივლისში, ერთ დილას მართლაც მოუვიდა აზრი.
Finally, one morning toward the middle of July, the idea came.
200080.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– ოჰო, რა იოლი საქმე ყოფილა! – ჩაილაპარაკა, – უილბურის გადასარჩენად ზაკერმენს ერთი ოინი უნდა მოვუწყო.
"Why, how perfectly simple! " she said to herself. The way to save Wilbur's life is to play a trick on Zuckerman.