მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200121.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
გოგომ თვალები დახუჭა და გადახტა.
She shut her eyes tight and jumped.
200122.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ვარდებოდა და თავბრუ ესხმოდა, მერე საქანელამ დაი ჭირა და მაღლა აიტაცა.
She felt the dizzy drop, then the supponing lift of the swing.
200123.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
თვალები რომ გაახილა, ლურჯი ცა დაინახა; ცოტაც და, ისევ უკან, კარისკენ გაქროლდებოდა.
When she opened her eyes she was looking up into the blue sky and was about to fly back through the door.
200124.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
იასამნისფერი ენები გაუწითლდათ.
Their tongues turned from purple to red.
200125.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ფერნმა ერთ ჟოლოსაც რომ უკბიჩა, შიგ უგემური მატლი დაუხვდა და ხალისი დაეკარგა.
Fern bit into a raspberry that had a bad-tasting bug inside it, and got discouraged.
200126.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ეივერიმ კანფეტის ცარიელი კოლოფი იპოვა და შიგ ბაყაყი ჩასვა.
Avery found an empty candy box and put his frog in it.
200127.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ბაყაყს ეტყობოდა, დილის ქანაობამ ძალ-ღონე გამოაცალა.
The frog seemed tired after his morning in the swing.
200128.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ბავშვები ნელი ნაბიჯით აბრუნდნენ ბოსელთან: დაღლილები იყვნენ და ფეხებს ძლივს მიათრევდნენ.
The children walked slowly up toward the barn. They, too, were tired and hardly had energy enough to walk.
200129.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– მოდი, ხეზე სახლი ავაშენოთ! – მოიფიქრა უცებ ეივერიმ, – ხეზე მინდა ცხოვრება, ჩემს ბაყაყთან ერთად.
"Let's build a tree house," suggested Avery. "I want to live in a tree, with my frog."
200130.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– მე უილბურის სანახავად მივდივარ, – განაცხადა ფერნმა.
"I'm going to visit Wilbur," Fern announced.
200131.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ღობეზე გადაძვრნენ, ბილიკს გაუყვნენ და ნელა წავიდნენ საღორისკენ.
They climbed the fence into the lane and walked lazily toward the pigpen.
200132.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
უილბურმა ფეხის ხმა გაიგონა და წამოდგა.
Wilbur heard them coming and got up.
200133.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ეივერიმ აბლაბუდა შენიშნა, და, ახლოს რომ მივიდა, შარლოტიც დაინახა.
Avery noticed the spider web, and, coming closer, he saw Charlotte.
200134.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– ნახე, რამხელა ობობაა! – დაიძახა, – უშველებელი!
"Hey, look at that big spider! " he said. "It's tremenjus."
200135.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– თავი გაანებე! – უპასუხა ფერნმა, – ბაყაყი არ გყოფნის?
"Leave it alone!" commanded Fern. "You've got a frog-isn't that enough?"
200136.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– მშვენიერი ობობაა, ხელში ჩავიგდებ, – ბიჭმა კანფეტის კოლოფს თავსახური მოხსნა და მიწიდან ჯოხი აიღო, – ამ ბებერ ობობას ახლავე ჩამოვაგდებ და კოლოფში ვუკრავ თავს!
"That's a fine spider and I'm going to capture it," said Avery. He took the cover off the candy box. Then he picked up a stick. "I'm going to knock that ol' spider into this box," he said.
200137.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
უილბურს ამის დანახვაზე კინაღამ გული გაუჩერდა.
Wilbur's heart almost stopped when he saw what was going on.
200138.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
თუ ბიჭმა დაიჭირა, შარლოტს, ალბათ, აღსასრული დაუდგება.
This might be the end of Charlotte if the boy succeeded in catching her.
200139.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– არ გაბედო, ეივერი! – შეჰკივლა ფერნმა.
"You stop it, Avery!" cried Fern.
200140.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ეივერიმ ცალი ფეხი საღორის ღობეზე ადგა და ის იყო, შარლოტის ჩამოსაგდებად ჯოხი უნდა მოემარჯვებინა, რომ წონასწორობა დაკარგა.
Avery put one leg over the fence of the pigpen. He was just about to raise his stick to hit Charlotte when he lost his balance.