მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200081.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
თუ მწერის გაბრიყვებას ვახერხებ, – გაიფიქრა მერე, – არც ადამიანის გაბრიყვება გამიჭირდება.
If I can fool a bug," thought Charlotte, I can surely fool a man.
200082.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ბოლოს და ბოლოს, ადამიანი ხომ მწერზე სულელია.
People are not as smart as bugs.
200083.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– რაზე ფიქრობ, შარლოტ?
"What are you thinking about, Charlotte?" he asked.
200084.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– „გულუბრყვილო“ რას ნიშნავს?
"What does 'gullible' mean?"
200085.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– იოლად გასაცურებელს, – აუხსნა შარლოტმა.
"Easy to fool," said Charlotte.
200086.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– რა ბედნიერებაა, – უპასუხა უილბურმა, ღობის ჩრდილში მიწვა და მალევე მიეძინა.
"That's a mercy," replied Wilbur, and he lay down in the shade of his fence and went fast asleep.
200087.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ობობას ძილზე არც უფიქრია: სიყვარულით უყურებდა გოჭს და მისი მომავლის გეგმებს აწყობდა.
The spider, however, stayed wide awake, gazing affectionately at him and making plans for his future.
200088.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ნახევარი ზაფხული გასული იყო და შარლოტმა იცოდა, რომ ბევრი დრო აღარ რჩებოდა.
Summer was half gone. She knew she didn't have much time.
200089.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
იმ დილით, უილბურს ჩაეძინა თუ არა, ზაკერმენების წინა ეზოში ეივერი არაბლი შემოვიდა, უკან ფერნი მოჰყვებოდა.
That morning, just as Wilbur fell asleep, Avery Arable wandered into the Zuckerman's front yard, followed by Fern.
200090.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ეივერის ხელში ცოცხალი ბაყაყი ეჭირა, ფერნს კი თავზე ზიზილების გვირგვინი ედო.
Avery carried a live frog in his hand. Fern had a crown of daisies in her hair.
200091.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ბავშვები სამზარეულოსკენ გაიქცნენ.
The children ran for the kitchen.
200092.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– რა კარგ დროს მოხვედით! მოცვის ღვეზელს მოგართმევთ! – გაუხარდა მისის ზაკერმენს.
"Just in time for a piece of blueberry pie," said Mrs. Zuckerman.
200093.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– ნახე, ბაყაყი მყავს! – ხელი გამოიშვირა ეივერიმ, ბაყაყი ჭურჭლის საშრობზე დასვა და ხელი ღვეზლისკენ გაიწოდა.
"Look at my frog!" said Avery, placing the frog on the drainboard and holding out his hand for pie.
200094.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– აქედან მოაშორე! – დატუქსა მისის ზაკერმენმა.
"Take that thing out of here!" said Mrs. Zuckerman.
200095.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– ძალიან სცხელა, – შენიშნა ფერნმა.
"He's hot," said Fern.
200096.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– ცხვირ-პირი ღვეზლით მოგეთხვარა, – უთხრა ფერნმა ძმას, – ბიცოლა ედით, შეიძლება საქათმეში გავიდე და კვერცხები ვნახო?
"You're getting your pie on you," said Fern. "Can I look for eggs in the henhouse, Aunt Edith?"
200097.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– აბა, ორივემ გარეთ მოუსვით! ქათმები არ დამიფრთხოთ!
"Run outdoors, both of you! And don't bother the hens!"
200098.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– სულ მთლად ღვეზელში ხარ ამოთხვრილი, – ისევ ძმას მიუთითა ფერნმა, – შუბლზეც კი ღვეზელი გისვია!
"It's getting all over everything," shouted Fern. "His pie is all over his front."
200099.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ბაყაყი ასხმარტალდა და მოცვის ღვეზელს საპნიანი წყალი შეასხა.
The frog kicked, splashing soapy water onto the blueberry pie.
200100.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– ესღა გვაკლდა! – ამოიოხრა ფერნმა.
"Another crisis!" groaned Fern.