მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200101.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– საქანელაზე ვიქანაოთ! – დაიძახა ეივერიმ და ბავშვები ბოსლისკენ გაიქცნენ.
"Let's swing in the swing!" said Avery. The children ran to the barn.
200102.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
მისტერ ზაკერმენს მსოფლიოში საუკეთესო საქანელა ჰქონდა: ჩრდილოეთის გასასვლელში, კოჭზე, სქელი თოკი ჩამოეკიდებინა და დასაჯდომად ბოლოში მსხვილად გაეკვანძა.
Mr. Zuckerman had the best swing in the county. It was a single long piece of heavy rope tied to the beam over the north doorway. At the bottom end of the rope was a fat knot to sit on.
200103.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
საქანელა ისე იყო მოწყობილი, რომ ხელის კვრა არ გჭირდებოდა გასაქანებლად: ჯერ მისადგმელი კიბით სათივეში აძვრებოდი, მერე თოკს ჩაეჭიდებოდი, ნაპირთან დადგებოდი და დაბლა ჩაიხედავდი. ეს დაგაფრთხობდა და თავბრუს დაგახვევდა.
It was arranged so that you could swing without being pushed. You climbed a ladder to the hayloft. Then, holding the rope, you stood at the edge and looked down, and were scared and dizzy.
200104.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
მერე კვანძს შემოაჯდებოდი, თითქოს სკამზე დაჯექიო, გამბედაობას მოიკრებდი, ღრმად ჩაისუნთქავდი და გადახტებოდი.
Then you straddled the knot, so that it acted as a seat. Then you got up all your nerve, took a deep breath, and jumped.
200105.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
წამით მოგეჩვენებოდა, ბოსლის იატაკზე ვენარცხებიო, მაგრამ ამ დროს თოკი დაგიჭერდა და ბოსლის კარში წუთში ორი კილომეტრის სისწრაფით გაიფრენდი, ქარი ყურებსა და თვალებში დაგიწყებდა წუილს და თმას გაგიწეწავდა.
For a second you seemed to be falling to the barn floor far below, but then sud denly the rope would begin to catch you, and you would sail through the barn door going a mile a minute, with the wind whistling in your eyes and ears and hair.
200106.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
მერე ცისკენ აფრინდებოდი და ღრუბლებს ახედავდი, თოკი დატრიალდებოდა და შენც მასთან ერთად დაიწყებდი ტრიალ-ბზრიალს.
Then you would zoom upward into the sky, and look up at the clouds, and the rope would twist and you would twist and turn with the rope.
200107.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
მერე ციდან დაბლა, დაბლა, დაბლა დაეშვებოდი და ისევ ბოსელში შეფრინდებოდი, ლამის ისევ სათივემდე მიაღწევდი და ისევ გარეთ გაცურდებოდი (ოღონდ ახლა წინანადელივით შორს ვეღარ), მერე ისევ შიგნით შეფრინდებოდი (ოღონდ წეღანდელივით მაღლა ვეღარ), მერე ისევ გაფრინდებოდი, შეფრინდებოდი, გაფრინდებოდი, შეფრინდებოდი, მერე ჩამოხტებოდი, ძირს დაეცემოდი და ადგილს სხვას დაუთმობდი.
Then you would drop down, down, down out of the sky and come sailing back into the bam almost into the hayloft, then sail out again (not quite so far this time), then in again (not quite so high), then out again, then in again, then out, then in; and then you'd jump off and fall down and let somebody else try it.
200108.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ზაკერმენის საქანელა რამდენიმე კილომეტრზე დედებს სულ შიშის ზარს სცემდა: ყველას თავ-თავისი შვილის ჩამოვარდნისა ეშინოდა, არადა, არც ერთი ბავშვი არ ჩამოვარდნილა.
Mothers for miles around worried about Zuckerman's swing. They feared some child would fall off. But no child ever did.
200109.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ბავშვებმა იმაზე უფრო მაგრად იციან ჩაჭიდება, ვიდრე მშობლებს ჰგონიათ.
Children almost always hang onto things tighter than their parents think they will.
200110.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ეივერიმ ბაყაყი ჯიბეში ჩაისვა და სათივეზე ავიდა.
A very put the frog in his pocket and climbed to the hayloft.
200111.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– ბოლოს რომ ვქანაობდი, კინაღამ ბოსლის მერცხალს დავეჯახე! – დაიღრიალა.
"The last time I swang in this swing, I almost crashed into a bam swallow," he yelled.
200112.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– ეგ ბაყაყი ამოსვი! – ასძახა ფერნმა.
"Take that frog out!" ordered Fern.
200113.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ეივერი თოკს შემოახტა და ისკუპა.
A very straddled the rope and jumped.
200114.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
კარში ბაყაყთან ერთად გაცურდა და ცაშიც ბაყაყთან ერთად აფრინდა.
He sailed out through the door, frog and all, and into the sky, frog and all.
200115.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
მერე ისევ ბოსელში შემოცურდა.
Then he sailed back into the barn.
200116.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– იასამნისფერი ენა გაქვს, – აჰყვირა ფერნმა.
"Your tongue is purple!" screamed Fern.
200117.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– შენც, – ჩამოჰყვირა ეივერიმ და ბაყაყთან ერთად ისევ გარეთ გაფრინდა.
"So is yours!" cried Avery, sailing out again with the frog.
200118.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– კაბაში თივა ჩამეყარა! როგორ მეფხანება!
"I have hay inside my dress! It itches!"
200119.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– მერე, მოიფხანე! – დაუყვირა ბოსელში შემოქროლებულმა ეივერიმ.
"Scratch it!" yelled Avery, as he sailed back.
200120.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
როცა ჩამოხტა, საქანელა დას აუგდო.
When he jumped off, he threw the swing up to his sister.