მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200141.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
გეჯა აყირავდა და ძირს დაენარცხა.
The trough tipped up and then came down with a slap.
200142.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ბატის კვერცხი ზუსტად მის ქვეშ იდო.
The goose egg was right underneath.
200143.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
კვერცხი ყრუ ხმით გასკდა და საშინელი სუნი დააყენა.
There was a dull explosion as the egg broke, and then a horrible smell.
200144.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ფერნმა შეჰკივლა.
Fern screamed.
200145.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ეივერი ფეხზე წამოხტა.
Avery jumped to his feet.
200146.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ჰაერში ლაყე კვერცხის აუტანელი სუნი ტრიალებდა.
The air was filled with the terrible gases and smells from the rotten egg.
200147.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ტემპლტონი, რომელიც ამ დროს შინ ისვენებდა, თავ-პირის მტვრევით შევარდა ბოსელში.
Templeton, who had been resting in his home, scuttled away into the barn.
200148.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
წავედით აქედან!
Let's get out of here!
200149.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ბიჭი რომ წავიდა, შარლოტმა შვებით ამოისუნთქა: ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.
Charlotte felt greatly relieved to see him go. It had been a narrow escape.
200150.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
არ გასულა დიდი ხანი, რომ საძოვრიდან ცხვრები, ბატკნები, ორივე ბატი და შვიდი ჭუკი მოვიდნენ.
Later on that morning, the animals came up from the pasture-the sheep, the lambs, the gander, the goose, and the seven goslings.
200151.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ყველა ჩიოდა, ეს რა სიმყრალეაო და უილბურს ათასჯერ დასჭირდა მოყოლა, როგორ სცადა არაბლების ბიჭმა შარლოტის ხელში ჩაგდება და რა დროულად ააკვრევინა გუდა-ნაბადი ბატის კვერცხის სუნმა.
There were many complaints about the awful smell, and vVilbur had to tell the story over and over again, of how the Arable boy had tried to capture Charlotte, and how the smell of the broken egg drove him away just in time.
200152.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– სწორედ ბატის ლაყე კვერცხმა იხსნა შარლოტის სიცოცხლე, – გამოაცხადა ბოლოს.
"It was that rotten goose egg that saved Charlotte's life," said Wilbur.
200153.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ბატი გაამაყდა, ამ საქმეში დიდი როლი შევასრულეო: – მიხარია, რომ ეგ კვერცხი არ გამოიჩეკა! – დაიყიყინა.
The goose was proud of her share in the adventure. "I'm delighted that the egg never hatched," she gabbled.
200154.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ტემპლტონი, ცხადია, საყვარელ კვერცხს დასტიროდა, მაგრამ ტრაბახისგან მაინც ვერ შეიკავა თავი.
Templeton, of course, was miserable over the loss of his beloved egg. But he couldn't resist boasting.
200155.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ჰოდა, ამიტომ არის, რომ გადასაგდებად არაფერი მემეტება.
I never throw anything away."
200156.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– კი, ბატონო, – თქვა ერთმა ბატკანმა, – შარლოტისთვის ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ?
"Well," said one of the lambs, "this whole business is all well and good for Charlotte, but what about the rest of us?
200157.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
გაუსაძლისი სუნია.
The smell is unbearable.
200158.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ლაყეკვერცხისსუნიან ბოსელში ცხოვრება ვის მოუნდება?
Who wants to live in a barn that is perfumed with rotten egg?
200159.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– ეგ არაფერი, მიეჩვევით, – დაამშვიდა ტემპლტონმა.
"Don't worry, you'll get used to it," said Templeton.
200160.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
მერე უკანა ფეხებზე დადგა, ბრძნული იერით გადაიგრიხა ულვაშები და სანაგვისკენ გასწია.
He sat up and pulled wisely at his long whiskers, then crept away to pay a visit to the dump.