მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200161.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
სადილის დრო რომ მოვიდა და ლერვიმ უილბურს ვედროთი სალაფავი მოუტანა, საღორიდან რამდენიმე ნაბიჯზე შედგა, ჰაერი შეიყნოსა და დაიმანჭა.
When Lurvy showed up at lunchtime carrying a pail of food for Wilbur, he stopped shon a few paces from the pigpen. He sniffed the air and made a face.
200162.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
– ეს რა ჯანდაბაა! – ჩაილაპარაკა, ვედრო დადო, ეივერის დაგდებული ჯოხი აიღო და გეჯა გაასწორა, – ვირთხები!
"What in thunder?" he said. Setting the pail down, he picked up the stick that Avery had dropped and pried the trough up.
200163.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
როგორ ვერ მივხვდი, რომ გეჯის ქვეშ ვირთხა დაიბუდებდა.
I might a' known a rat would make a nest under this trough.
200164.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ვერ ვიტან ვირთხებს!
How I hate a rat!
200165.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
უილბურის გეჯა გვერდზე გაათრია და ვირთხის სორო ტალახით ამოგლისა, შიგ ჩამარხა კვერცხიც და ტემპლტონის სხვა სიმდიდრენიც.
And Lurvy dragged Wilbur's trough across the yard and kicked some dirt into the rat's nest, burying the broken egg and all Templeton's other possessions.
200166.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
მერე ისევ ვედროს წამოავლო ხელი.
Then he picked up the pail.
200167.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
შიმშილისგან ნერწყვმომდგარი უილბური შიგ გეჯაში ჩადგა.
Wilbur stood in the trough, drooling with hunger.
200168.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ლერვიმ ვედრო დააპირქვავა და სალაფავი გოჭს სქლად ჩამოეღვარა თვალებსა და ყურებზე.
Lurvy poured. The slops ran creamily down around the pig's eyes and ears.
200169.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
უილბურმა დაიღრუტუნა.
Wilbur grunted.
200170.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ყლაპავდა და ისრუტავდა, ისრუტავდა და ყლაპავდა, სტვენა-ქოშინით ცდილობდა, ყველაფერი ერთად ჩაეყლაპა.
He gulped and sucked, and sucked and gulped, making swishing and swooshing noises, anxious to get everything at once.
200171.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
რა ჩინებული სადილი იყო: მოხდილი რძე, ხორბლის ქატო, მონარჩენი ოლადები, ნახევარი ფუნთუშა, გოგრის ქერქი, ორი გამხმარი ტოსტი, ჯანჯაფილიანი ნამცხვრის მესამედი, თევზის კუდი, ერთი ფორთოხლის ქერქი, წვნიანიდან დარჩენილი რამდენიმე ატრია, კაკაოს ნალექი, დაძველებული ჯემიანი რულეტი, ნაგვის ვედროში ჩაფენილი ცხიმიანი ქაღალდის ნაგლეჯი და ერთი კოვზი ჟოლოს ჟელე.
It was a delicious mealskim milk, wheat middlings, leftover pancakes, half a doughnut, the rind of a summer squash, two pieces of stale toast, a third of a gingersnap, a fish tail, one orange peel, several noodles from a noodle soup, the scum off a cup of cocoa, an ancient jelly roll, a strip of paper from the lining of the garbage pail, and a spoonful of raspberry jello.
200172.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
თავიდან იფიქრა, ტემპლტონს ნახევარ ატრიას და რამდენიმე წვეთ რძეს დავუტოვებო, მაგრამ მერე გაახსენდა, როგორ იხსნა ვირთხის მომჭირნეობამ შარლოტის სიცოცხლე, ისიც გაახსენდა, რომ შარლოტი მის გადარჩენას ცდილობდა, და ამიტომაც ვირთხას ნახევარი კი არა, მთლიანი ატრია დაუტოვა.
He planned to leave half a noodle and a few drops of milk for Templeton. Then he remembered that the rat had been useful in saving Charlotte's life, and that Charlotte was trying to save his life. So he left a whole noodle, instead of a half.
200173.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ლაყე კვერცხის დამარხვის შემდეგ ჰაერი გაიწმინდა, ბოსელში ისევ კარგი სუნი დადგა.
Now that the broken egg was buried, the air cleared and the barn smelled good again.
200174.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
დღე მიიწურა და მოსაღამოვდა.
The afternoon passed, and evening came.
200175.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ჩრდილები დაგრძელდა.
Shadows lengthened.
200176.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
კარ-ფანჯრებში საღამოს გრილი და სასიამოვნო ჰაერი იღვრებოდა.
The cool and kindly breath of evening entered through doors and windows.
200177.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
შარლოტი აბლაბუდის გვერდით იჯდა, პირქუშად შეექცეოდა მაწუხელას და მომავალზე ფიქრობდა.
Astride her web, Charlotte sat moodily eating a horsefly and thinking about the future.
200178.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ცოტა ხანში საქმეს შეუდგა.
After a while she bestirred herself.
200179.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ქსელის შუაგულში ჩამოეშვა და ძაფების მოჭრა დაიწყო.
She descended to the center of the web and there she began to cut some of her lines.
200180.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
და სანამ ყველას ეძინა, ნელა, გაუჩერებლად მუშაობდა.
She worked slowly but steadily while the other creatures drowsed.