მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200181.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
ვერავინ მიხვდა, რომ საქმეს აკეთებდა, ბატიც კი.
None of the others, not even the goose, noticed that she was at work.
200182.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
რბილ ლოგინში ჩაფლული უილბური თვლემდა, ბატის ჭუკები თავიანთ საყვარელ კუთხეში ღამის სიმღერას სტვენდნენ.
Deep in his soft bed, Wilbur snoozed. Over in their favorite comer, the goslings whistled a night song.
200183.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
შარლოტმა ქსელიდან კარგა დიდი ნაწილი მოგლიჯა და შუაში ცარიელი ადგილი დატოვა.
Charlotte tore quite a section out of her web, leaving an open space in the middle.
200184.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
მერე მოგლეჯილი ძაფების ადგილას რაღაცის ქსოვა დაიწყო.
Then she staned weaving something to take the place of the threads she had removed.
200185.
შარლოტის ქსელი | თავი X, აფეთქება
შუაღამისას, ტემპლტონი სანაგვიდან რომ დაბრუნდა, ობობა ისევ მუშაობდა.
When Templeton got back from the dump, around midnight, the spider was still at work.
200186.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
მეორე დღე ნისლიანი გათენდა.
The next day was foggy.
200187.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ფერმაში ყველაფერი გალუმპულიყო.
Everything on the farm was dripping wet.
200188.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ბალახი ჯადოსნურ ხალიჩას ჰგავდა, სატაცურის კვალი – ვერცხლის ტყეს.
The grass looked like a magic carpet. The asparagus patch looked like a silver forest.
200189.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ნისლიან დღეებში შარლოტის ქსელი მართლაც რომ ნახვად ღირდა.
On foggy mornings, Charlotte's web was truly a thing of beauty.
200190.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
იმ დილით ყოველ ძაფს ნამის ათობით პაწია მძივის მარცვალი ამკობდა.
This morning each thin strand was decorated with dozens of tiny beads of water.
200191.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ქსელი სინათლეში ბზინავდა და ნატიფ პირბადესავით მომხიბლავ და იდუმალებით მოცულ ორნამენტს ქმნიდა.
The web glistened in the light and made a pattern of loveliness and mystery, like a delicate veil.
200192.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ლერვისაც კი, რომელსაც სილამაზე დიდად არ ადარდებდა, თვალი მოსტაცა ქსელმა, როცა გოჭს საუზმე მიუტანა.
Even Lurvy, who wasn't panicularly interested in beauty, noticed the web when he came with the pig's breakfast.
200193.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
შეამჩნია, რა მკაფიოდ ისახებოდა იგი, რამოდენა იყო და რა საგულდაგულოდ ნაქსოვი.
He noted how clearly it showed up and he noted how big and carefully built it was.
200194.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
მერე ერთხელაც შეხედა და ისეთი რამ დაინახა, რომ ვედრო იქვე დადგა: ქსელის შუაგულში დიდი, ბეჭდური ასოებით ჩაექსოვათ სიტყვები: გოჭია და რა გოჭი.
And then he took another look and he saw something that made him set his pail down. There, in the center of the web, neatly woven in block letters, was a message. It said: SOME PIG!
200195.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ლერვის ღონე გამოეცალა.
Lurvy felt weak.
200196.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
თვალები მოიფშვნიტა და შარლოტის ქსელს მიაშტერდა.
He brushed his hand across his eyes and stared harder at Charlotte's web.
200197.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
– მოლანდებები დამეწყო! – დაიჩურჩულა, მუხლებზე დაეცა და მოკლე ლოცვა წარმოთქვა.
"I'm seeing things," he whispered. He dropped to his knees and uttered a short prayer.
200198.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
უილბურის საუზმე არც გახსენებია, სახლისკენ გაიქცა და მისტერ ზაკერმენს დაუძახა: – მე მგონი, აჯობებს, საღორეში ჩაბრძანდეთ.
Then, forgetting all about Vilbur's breakfast, he walked back to the house and called Mr. Zuckerman. "I think you'd better come down to the pigpen," he said.
200199.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
– რა ამბავია? – ჰკითხა მისტერ ზაკერმენმა, – გოჭს ხომ არაფერი მოუვიდა?
"What's the trouble?" asked Mr. Zuckerman. "Anything wrong with the pig?"
200200.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
– ა-არა, წამობრძანდით და თქვენი თვალებით ნახეთ.
"N-not exactly," said Lurvy. "Come and see for yourself."