მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200221.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
განსაკუთრებული გოჭი გვყავს.
"Our pig is completely out of the ordinary."
200222.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
– მმ... ეგ ჯერ არ ვიცი, – შეყოყმანდა მისტერ ზაკერმენი, – მაგრამ ნიშანი მივიღეთ, ედით, საიდუმლო ნიშანი.
"Well, I don't really know yet," said Mr. Zuckerman. "But we have received a sign, Edith-a mysterious sign.
200223.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ჩვენს ფერმაში სასწაული მოხდა.
A miracle has happened on this farm.
200224.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ხომ იცი, ბოსლის სარდაფის შესასვლელში, ზედ საღორის თავზე, დიდი აბლაბუდაა. ამ დილით ლერვიმ გოჭს საუზმე რომ მიუტანა, იმ აბლაბუდამ თვალი მოსტაცა: ნისლი იყო და, ხომ იცი, რა მკაფიოდ ჩანს აბლაბუდა ნისლში.
There is a large spider's web in the doorway of the barn cellar, right over the pigpen, and when Lurvy went to feed the pig this morning, he noticed the web because it was foggy, and you know how a spider's web looks very distinct in a fog.
200225.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ღმერთი, რჯული, არ მეშლება: სასწაული მოხდა და დედამიწაზე ნიშანი მოგვევლინა, პირდაპირ ჩვენს ფერმაში. მოკლედ, განსაკუთრებული გოჭი გვყავს. – ჰოო... – დაიწყო მისის ზაკერმენმა, – მგონი თავში ყველაფერი რიგზე ვერ უნდა გქონდეს. მე თუ მკითხავ, გოჭი კი არა, ობობა გვყოლია განსაკუთრებული.
A miracle has happened and a sign has occurred here on earth, right on our farm, and we have no ordinary pig." Well," said Mrs. Zuckerman, "it seems to me you're a little off. It seems to me we have no ordinary spider.''
200226.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
– რას ამბობ, – შეედავა მისტერ ზაკერმენი, – სწორედ გოჭია არაჩვეულებრივი. პირდაპირ ქსელის შუაგულში წერია.
"Oh, no," said Zuckerman. "It's the pig that's unusual. It says so, right there in the middle of the web."
200227.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
– შეიძლება, – დაეთანხმა მისის ზაკერმენი, – მაგრამ მაინც მინდა, იმ ობობას შევავლო თვალი.
"Maybe so," said Mrs. Zuckerman. "Just the same, I intend to have a look at that spider."
200228.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
– ერთი ნაცრისფერი ობობაა, – თქვა მისტერ ზაკერმენმა.
"It's just a common grey spider," said Zuckerman.
200229.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ადგნენ და ერთად მივიდნენ უილბურის ეზოსთან.
They got up, and together they walked down to Wilbur's yard.
200230.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
– ხომ ხედავ, ედით? ერთი ჩვეულებრივი, ნაცრისფერი ობობაა.
"You see, Edith? It's just a common grey spider."
200231.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
უილბური გაახარა ამოდენა ყურადღებამ: ლერვი ისევ იქ იდგა, მასთან ერთად – მისის და მისტერ ზაკერმენები. სამივენი თითქმის ერთ საათს იქ იყვნენ, გაუთავებლად კითხულობდნენ ქსელზე დაწერილ სიტყვებს და უილბურს უცქეროდნენ.
Wilbur was pleased to receive so much attention. Lurvy was still standing there, and Mr. and Mrs. Zuckerman, all three, stood for about an hour, reading the words on the web over and over, and watching Wilbur.
200232.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
შარლოტს ძალიან უხაროდა, რა კარგად გაამართლა ჩემმა ხრიკმაო.
Charlotte was delighted with the way her trick was working.
200233.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
გაუნძრევლად იჯდა და ადამიანების სა უბარს უგდებდა ყურს.
She sat without moving a muscle, and listened to the conversation of the people.
200234.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
როცა ქსელში, სიტყვა „გოჭთან“ ახლოს, პატარა ბუზი გაება, შარლოტი სწრაფად დაეშვა, ბუზი ძაფებში გაახვია და გვერდზე გაათრია.
When a small fly blundered into the web, just beyond the word "pig," Charlotte dropped quickly down, rolled the fly up, and carried it out of the way.
200235.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ცოტა ხანში ნისლი გაიფანტა.
After a while the fog lifted.
200236.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ქსელი ჩამოშრა და სიტყვები ისე გარკვევით აღარ მოჩანდა.
The web dried off and the words didn't show up so plainly.
200237.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ზაკერმენები და ლერვი სახლისკენ წავიდნენ.
The Zuckermans and Lurvy walked back to the house.
200238.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
წასვლის წინ ზაკერმენმა ერთხელაც შეხედა უილბურს.
Just before they left the pigpen, Mr. Zuckerman took one last look at Wilbur.
200239.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
– იცით, – თქვა სერიოზული ხმით, – ყოველთვის ვფიქრობდი, სანაქებო გოჭი გვყავს-მეთქი.
"You know," he said, in an imponant voice, "I've thought all along that that pig of ours was an extra good one.
200240.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ხედავ, მხრები როგორ დაუმრგვალდა, ლერვი?
You notice how solid he is around the shoulders, Lurvy?