მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200241.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
– როგორ არა, – მიუგო ლერვიმ, – ეს გოჭი მუდამ თვალს მტაცებდა. მშვენიერი გოჭია.
"Sure. Sure I do," said Lurvy. "I've always noticed that pig. He's quite a pig."
200242.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
– თან, რა გრძელი და სლიკინაა, – განაგრძო ზაკერმენმა.
"He's long, and he's smooth," said Zuckerman.
200243.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
– ეგრეა, – დაეთანხმა ლერვი, – ისეთი სლიკინაა, მეტი რომ არ იქნება.
"That's right," agreed Lurvy. "He's as smooth as they come.
200244.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
გოჭია და რა გოჭი!
He's some pig."
200245.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
შინ დაბრუნებულმა ზაკერმენმა სამუშაო ტანსაცმელი გაიხადა, ყველაზე კარგი კოსტიუმი ჩაიცვა, ჩაჯდა მანქანაში და მღვდლის სახლისკენ წავიდა.
When Mr. Zuckennan got back to the house, he took off his work clothes and put on his best suit. Then he got into his car and drove to the minister's house.
200246.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
იქ ასე, ერთ საათს დაჰყო და მღვდელს აუხსნა, ფერმაში სასწაული მოხდაო.
He stayed for an hour and explained to the minister that a miracle had happened on the farm.
200247.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
– ჯერჯერობით ეს ამბავი ოთხად ოთხმა ადამიანმა იცის, – უთხრა ბოლოს, – მე, ჩემმა ცოლმა ედითმა, მოჯამაგირე ლერვიმ და თქვენ.
"So far," said Zuckerman, "only four people on earth know about this miracle-myself, my wife Edith, my hired man Lurvy, and you."
200248.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
– სხვას ნურც ნურავის ეტყვი, – დაარიგა მღვდელმა, – ჯერ არ ვიცით, რას ნიშნავს მომხდარი, თუმცა, კარგად რომ დავფიქრდე, იქნებ კვირას, ქადაგებაში მოვახერხო და ავხსნა.
"Don't tell anybody else," said the minister. "We don't know what it means yet, but perhaps if I give thought to it, I can explain it in my sermon next Sunday.
200249.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ეჭვი არ არის, ძალზე უჩვეულო გოჭი გყავთ.
There can be no doubt that you have a most unusual pig.
200250.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ამ საკითხზე ქადაგებაში ვილაპარაკებ და საგანგებოდ აღვნიშნავ ფაქტს, რომ აქაურობას სასწაულებრივი ცხოველი ეწვია.
I intend to speak about it in my sermon and point out the fact that this community has been visited with a wondrous animal.
200251.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ისე, გოჭს რამე ჰქვია?
By the way, does the pig have a name?
200252.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
– დიახ, როგორ არა, – მიუგო მისტერ ზაკერმენმა, – ჩემი პატარა ძმისშვილი უილბურს ეძახის.
"Why, yes," said Mr. Zuckerman. My little niece calls him Wilbur.
200253.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
უცნაური ბავშვია: სულ რაღაცებს იგონებს.
She's a rather queer child-full of notions.
200254.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
გოჭი საწოვარათი გამოზარდა და ერთი თვის რომ გახდა, მე მომყიდა.
She raised the pig on a bottle and I bought him from her when he was a month old.
200255.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
მღვდელს ხელი ჩამოართვა და წამოვიდა.
He shook hands with the minister, and left.
200256.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
საიდუმლოს შენახვა ძნელია და კვირადღე ჯერ სად იყო, რომ ახალი ამბავი მთელ ოლქს მოედო.
Secrets are hard to keep. Long before Sunday came, the news spread all over the county.
200257.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ყველამ გაიგო, ზაკერმენებთან ობობას ქსელში ნიშანი გამოისახაო.
Everybody knew that a sign had appeared in a spider's web on the Zuckerman place.
200258.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ყველამ გაიგო, სასწაულებრივი გოჭი ჰყავთო.
Everybody knew that the Zuckermans had a wondrous pig.
200259.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
იქაურები რამდენიმე კილომეტრის სიშორიდან მოდიოდნენ, რომ უილბური ენახათ და შარლოტის ქსელზე წარწერა წაეკითხათ.
People came from miles around to look at Wilbur and to read the words on Charlotte's web.
200260.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ზაკერმენების შესასვლელში გათენებიდან დაღამებამდე არ ილეოდა მსუბუქი თუ სატვირთო მანქანები: „ფორდები“ და „შევროლეები“, „ბიუიკ როუდმასტერბი“ და „ჯიემსი“ პიკაპები, „პლიმუთები“ და „სტუდბეკერები“, „პაკარდები“ და „დესოტოები“, რეაქტიულძრავაიანი „ოლდსმობილები“, ძარიანი „ჯიპები“ თუ „პონტიაკები“.
The Zuckermans' driveway was full of cars and trucks from morning till night-Fords and Chevvies and Buick roadmasters and GMC pickups and Plymouths and Studebakers and Packards and De Sotos with gyromatic transmissions and Oldsmobiles with rocket engines and Jeep station wagons and Pontiacs.