მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200281.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– ეს ჩემი ინდივიდუალური თავისე-სე-სე-სე-ბურება გახლავთ, – აუხსნა ბატმა.
"It's my idio-idio-idiosyncrasy," replied the gander.
200282.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– ვარ, ვარ, ვარ! – თქვა ბატმა და შარლოტი ახლა მას მიაშტერდა.
"Here, here, here! " said the goose. Charlotte glared at her.
200283.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– ჭუკებო, შვიდივენი ხართ?
"Goslings, one through seven?"
200284.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– კარგი, ვირთხის გარდა, ყველანი აქ ვართ, – დაასკვნა შარლოტმა, – მგონი, არაფერი დაშავდება, თუ უმისოდ დავიწყებთ.
"Well, we are all here except the rat," said Charlotte. I guess we can proceed without him.
200285.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
ალბათ, ყველამ შენიშნეთ, რა ხდება ჩვენთან ამ ბოლო დღეებში.
Now, all of you must have noticed what's been going on around here the last few days.
200286.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
უილბურის საქებარი სიტყვები, რომლებიც ქსელში ჩავწერე, ხალხმა ისე მიიღო, როგორც ჩვენ გვინდოდა.
The message I wrote in my web, praising Wilbur, has been received.
200287.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
ზაკერმენებიც გაებნენ და დანარჩენებიც.
The Zuckermans have fallen for it, and so has everybody else.
200288.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
ზაკერმენს უილბური არაჩვეულებრივი გოჭი ჰგონია და ამიტომ მის დაკვლას და შეჭმას აღარ მოინდომებს.
Zuckerman thinks Wilbur is an unusual pig, and therefore he won't want to kill him and eat him.
200289.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ჩემი ხრიკი ამართლებს და უილბურის გადარჩენა შესაძლებელია.
I dare say my trick will work and Wilbur's life can be saved.
200290.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– ვაშა! – შესძახა ყველამ ერთხმად.
"Hurray! " cried everybody.
200291.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– დიდი მადლობა, – თქვა შარლოტმა, – ეს კრება იმისთვის მოვიწვიე, რომ მინდა, თქვენი რჩევები მოვისმინო.
"Thank you very much," said Charlotte. Now I called this meeting in order to get suggestions.
200292.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
ქსელისთვის ახალი იდეები მჭირდება.
I need new ideas for the web.
200293.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
ხალხმა იმდენჯერ წაიკითხა, გოჭია და რა გოჭიო, რომ მობეზრდა. ჰოდა, თუ ვინმე ახალ ფრაზას ან სიტყვას მოიფიქრებს, დიდი სიამოვნებით ჩავაქსოვ ქსელში.
People are already getting sick of reading the words 'Some Pig!' If anybody can think of another message, or remark, I'll be glad to weave it into the web.
200294.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– „საუცხოო გოჭი“ დაწერე, – შესთავაზა ერთ-ერთმა ბატკანმა.
"How about 'Pig Supreme'?" asked one of the lambs.
200295.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– „უდიდებულესი, უდიდებულესი, უდიდებულესი“ რომ დაწერო? – დაიყიყინა ბატმა.
"How about 'Terrific, terrific, terrific'?" asked the goose.
200296.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– ერთ „უდიდებულესამდე“ ჩამოვიდეთ და მშვენივრად გამოგვადგება, – თქვა შარლოტმა, ცოტა დაფიქრდა და დაამატა: – მე მგონი, „უდიდებულესმა“ ზაკერმენზე მართლაც უნდა მოახდინოს შთაბეჭდილება.
"Cut that down to one 'terrific' and it will do very nicely," said Charlotte. "I think 'terrific' might impress Zuckerman."
200297.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– კი მაგრამ, შარლოტ, – ჩაერია უილბური, – რა უდიდებულესი მე ვარ?!
"But Charlotte," said Wilbur, "I'm not terrific."
200298.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– მაგას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს! – მიუგო შარლოტმა, – არავითარი!
"That doesn't make a particle of difference," replied Charlotte. Not a particle.
200299.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
ადამიანებს ყველაფრისა სჯერათ, რაც კი ბეჭდური ასოებით წერია.
People believe almost anything they see in print.
200300.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
ვინმემ იცით, „უდიდებულესი“ სწორად როგორ იწერება?
Does anybody here know how to spell 'terrific'?