მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200261.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
საოცარი გოჭის ამბავმა მთიანეთშიც ააღწია. ოთხთვალებითა და ეტლებით ჩამოხრიგინებული ფერმერები საათობით იდგნენ უილბურის საღორესთან და სასწაულებრივი ცხოველის მზერით ტკბებოდნენ.
The news of the wonderful pig spread clear up into the hills, and farmers came rattling down in buggies and buckboards, to stand hour after hour at Wilbur's pen admiring the miraculous animal.
200262.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
როცა ფერნმა დედას უთხრა, ეივერი ზაკერმენების ობობას ჯოხით უპირებდა მოკვლასო, მისის არაბლი ისე გაცეცხლდა, რომ ბიჭი დასაჯა და უვახშმოდ გაისტუმრა დასაძინებლად.
When Fern told her mother that A very had tried to hit the Zuckermans' spider with a stick, Mrs. Arable was so shocked that she sent Avery to bed without any supper, as punishment.
200263.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
მომდევნო დღეებში მისტერ ზაკერმენი სტუმრების გართობას უნდებოდა და ფერმის საქმეები სულ მიავიწყდა.
In the days that followed, Mr. Zuckerman was so busy entertaining visitors that he neglected his farm work.
200264.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ახლა სულ მუდამ საგარეო ტანსაცმელი ეცვა: დილით, ადგებოდა თუ არა, მაშინვე გამოიწკიპებოდა ხოლმე.
He wore his good clothes all the time now-got right into them when he got up in the morning.
200265.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
მისის ზაკერმენი საგანგებო კერძებს უმზადებდა უილბურს.
Mrs. Zuckerman prepared special meals for Wilbur.
200266.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ლერვიმ წვერი გაიპარსა და თმა გაიკრიჭა. ფერმაში ახლა ერთი მთავარი საქმე ებარა: ხალხის თვალწინ გოჭის გამოკვება.
Lurvy shaved and got a haircut; and his principal farm duty was to feed the pig while people looked on.
200267.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
მისტერ ზაკერმენმა ლერვის დაავალა, უილბურს დღეში სამჯერ კი არა, ოთხჯერ აჭამეო.
Mr. Zuckerman ordered Lurvy to increase Wilbur's feedings from three meals a day to four meals a day.
200268.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ზაკერმენები სტუმრებს უნდებოდნენ და ფერმის საქმეები მიიყურისძირეს: მაყვალი დამწიფდა, მისის ზაკერმენს კი ხილფაფის მოხარშვა არც გახსენებია.
The Zuckermans were so busy with visitors they forgot about other things on the farm. The blackberries got ripe, and Mrs. Zuckerman failed to put up any blackberry jam.
200269.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
სიმინდს გათოხნა სჭირდებოდა, მაგრამ ლერვის სათოხნად სად ეცალა!
The com needed hoeing, and Lurvy didn't find time to hoe it.
200270.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
კვირას ეკლესია ხალხით გაიჭედა და მღვდელმა სასწაული განმარტა.
On Sunday the church was full. The minister explained the miracle.
200271.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
გამოაცხადა, ქსელზე ამოქსოვილი სიტყვები ამტკიცებს, რომ ადამიანი მუდამ სასწაულის მოლოდინში უნდა იყოსო.
He said that the words on the spider's web proved that human beings must always be on the watch for the coming of wonders.
200272.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
მოკლედ, ზაკერმენების საღორე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.
All in all, the Zuckennans' pigpen was the center of attraction.
200273.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ფერნი ბედნიერი იყო: გრძნობდა, რომ შარლოტის ხრიკმა გაამართლა და უილბურს სიკვდილი აღარ ემუქრებოდა.
Fern was happy, for she felt that Charlotte's trick was working and that Wilbur's life would be saved.
200274.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
თუმცა, ხალხმრავლობის გადამკიდე, ბოსელი წინანდებურად მყუდრო აღარ იყო.
But she found that the bam was not nearly as pleasant-too many people.
200275.
შარლოტის ქსელი | თავი XI, სასწაული
ფერნს იქაურობა მაშინ უფრო უყვარდა, როცა მეგობარ პირუტყვებთან მარტო ყოფნის საშუალება ჰქონდა.
She liked it better when she could be all alone with her friends the animals.
200276.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
ერთ საღამოს, წარწერის გაჩენიდან რამდენიმე დღის შემდეგ, შარლოტმა ბოსლის სარდაფის ბინადართა საერთო კრება მოიწვია.
One evening, a few days after the writ ing had appeared in Charlotte's web, the spider called a meeting of all the animals in the bam cellar.
200277.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– ჯერ სია ამოვიკითხოთ. უილბური!
"I shall begin by calling the roll. Wilbur?"
200278.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– ვარ! – გაეპასუხა გოჭი.
"Here!" said the pig.
200279.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– მეგონა, სამმა ბატმა მიპასუხა, – ჩაიბუტბუტა შარლოტმა, – რატომ არ შეგიძლია უბრალოდ თქვა, ვარო?
"You sound like three ganders," muttered Charlotte. "Why can't you just say 'here'?
200280.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
ყველაფერს რატომ იმეორებ?
Why do you have to repeat everything?