მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200301.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– რომელი აკრობატი მე მნახე? – გაღიზიანდა შარლოტი, – მაგნაირი სიტყვის მოსაქსოვად რევმატიული ქორეა უნდა მჭირდეს და ფეხები გაუჩერებლად მიცახცახებდეს.
"What kind of an acrobat do you think I am?" said Charlotte in disgust. "I would have to have St. Vitus's Dance to weave a word like that into my web."
200302.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
მერე ბებერი ცხვარი ალაპარაკდა.
Then the oldest sheep spoke up.
200303.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– მართალია. უილბურის სიცოცხლის გადასარჩენად აბლაბუდაზე რამე ახალი უნდა დაიწეროს.
"I agree that there should be something new written in the web if Wilbur's life is to be saved.
200304.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
ჰოდა, თუ შარლოტს საჭირო სიტყვის მოფიქრება უჭირს, ჩვენს მეგობარ ტემპლტონს უნდა ვთხოვოთ დახმარება.
And if Charlotte needs help in finding words, I think she can get it from our friend Templeton.
200305.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
ტემპლტონი ხშირად დადის სანაგვეზე, იქ კი ძველი ჟურნალებიც ყრია.
The rat visits the dump regularly and has access to old magazines.
200306.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
შეუძლია, რეკლამები ამოგლიჯოს და აქ, ბოსლის სარდაფში მოიტანოს, ჰოდა, შარლოტიც რამეს გადაიწერს.
He can tear out bits of advertisements and bring them up here to the barn cellar, so that Charlotte can have something to copy.
200307.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– კარგი აზრია, – დაეთანხმა შარლოტი, – მაგრამ ვითომ ტემპლტონს მოუნდება ჩვენი შველა?
"Good idea," said Charlotte. But I'm not sure Templeton will be willing to help.
200308.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
ხომ იცით, როგორიცაა: მუდამ სათავისო რამერუმის ძებნაშია და სხვები არ ადარდებს.
You know how he is always looking out for himself, never thinking of the other fellow.
200309.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– დარწმუნებული ვარ, მოვახერხებ და დავიყოლიებ, – განაცხადა ცხვარმა, – ამ საქმისთვის ბატონი ვირთხის მდაბალ ინსტინქტებს მოვიხმარ: არა აქვს, თუ რა!
"I bet I can get him to help," said the old sheep. I'll appeal to his baser instincts, of which he has plenty.
200310.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
აი, მოდის კიდეც.
Here he comes now.
200311.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
თუ შეიძლება, ჩუმად იყავით, სანამ საკითხს გავაცნობდე.
Everybody keep quiet while I put the matter up to him!
200312.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
ვირთხა ბოსელში ახლაც ისე მოვიდა, როგორც იცოდა ხოლმე – კედელ-კედელ შემოიპარა.
The rat entered the barn the way he always didcreeping along close to the wall.
200313.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– რა ხდება? – იკითხა ერთად შეგროვილი ცხოველების დანახვაზე.
"What's up? " he asked, seeing the animals assembled.
200314.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– დირექტორთა კრება გვაქვს, – მიუგო ბებერმა ცხვარმა.
"We're holding a directors' meeting," replied the old sheep.
200315.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
კრებაზე მუდამ მოწყენილობით ვკვდები, – და კედელზე ჩამოკიდებულ თოკზე შეუდგა აცოცებას.
"Meetings bore me." And the rat began to climb a rope that hung against the wall.
200316.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– მისმინე, – დაუძახა ბებერმა ცხვარმა, – სანაგვეზე რომ წახვალ, ჟურნალიდან რაიმე რეკლამა წამოიყოლე.
"Look," said the old sheep, next time you go to the dump, Templeton, bring back a clipping from a magazine.
200317.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
შარლოტს ახალი იდეები სჭირდება, რომ ქსელში კიდევ რამე ჩაწეროს და უილბური გადაარჩინოს.
Charlotte needs new ideas so she can write messages in her web and save Wilbur's life.
200318.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– მოკვდეს, აი, დარდი! – თქვა ვირთხამ.
"Let him die," said the rat.
200319.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
მისი კერძი შენი კერძია, ამიტომ თქვენი ბედიც ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.
Wilbur's food is your food; therefore Wilbur's destiny and your destiny are closely linked.
200320.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
თუ უილბური დაკლეს, გეჯა ყოველდღე ცარიელი იქნება, გაძვალტყავდები და შენს მუცელში ისე გავიხედავთ, როგორც ფანჯრის მინაში.
If Wilbur is killed and his trough stands empty day after day, you'll grow so thin we can look right through your stomach and see objects on the other side."