მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200321.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
ტემპლტონს ულვაშები აუცახცახდა.
Templeton's whiskers quivered.
200322.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– შეიძლება მართალიც ხარ, – თქვა პირქუშად, – ხვალ, ნაშუადღევს მივდივარ სანაგვეზე და თუ რამე ვნახე, წამოვიღებ.
"Maybe you're right," he said gruffly. "I'm making a trip to the dump tomorrow afternoon. I'll bring back a magazine clipping if I can find one."
200323.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– გმადლობ, – უთხრა შარლოტმა, – კრება დროებით შეწყვეტილია.
"Thanks," said Charlotte. The meeting is now adjourned.
200324.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
დამქანცველი საღამო მელის.
I have a busy evening ahead of me.
200325.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
ქსელი უნდა დავშალო და შიგ „უდიდებულესი“ ჩავაქსოვო.
I've got to tear my web apart and write 'Terrific.'
200326.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
– ჩემს თვალში სწორედაც რომ უდიდებულესი ხარ, – ალერსიანად მიუგო შარლოტმა, – და მთავარი ეგ არის.
"You're terrific as far as I'm concerned," replied Charlotte, sweetly, "and that's what counts.
200327.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
შენ, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი აზრით, სანაქებო და ჩინებული ვინმე ხარ.
You're my best friend, and I think you're sensational.
200328.
შარლოტის ქსელი | თავი XII, კრება
ახლა კი გეყო კამათი, წადი, დაიძინე!
Now stop arguing and go get some sleep!
200329.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
გვიან ღამით, როცა უკვე ყველას ეძინა, შარლოტი ისევ თავის ქსელს დასტრიალებდა.
Far into the night, while the other creatures slept, Charlotte worked on her web.
200330.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
თავიდან ცენტრის სიახლოვეს რამდენიმე წრიული ხაზი მოგლიჯა და მხოლოდ სხივური ხაზები დატოვა, რადგან საყრდენად სჭირდებოდა.
First she ripped out a few of the orb lines near the center. She left the radial lines alone, as they were needed for support.
200331.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
მუშაობაში რვავე ფეხიც დიდად გამოადგა და კბილებიც.
As she worked, her eight legs were a great help to her. So were her teeth.
200332.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ქსოვა უყვარდა და კარგი ოსტატიც იყო.
She loved to weave and she was an expert at it.
200333.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
როცა ყველა არასაჭირო ძაფი მოგლიჯა, ქსელი დაახლოებით ასეთი შესახედავი გახდა: ობობას სხვადასხვანაირი ძაფების დამზადება შეუძლია.
When she was finished ripping things out, her web looked something like this: A spider can produce several kinds of thread.
200334.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
საფუძვლისთვის მშრალ, გამძლე ძაფებს იყენებს, ხოლო მახისთვის, რომელიც მწერებს იჭერს და აკავებს – წებოვანს.
She uses a dry, tough thread for foundation lines, and she uses a sticky thread for snare lines-the ones that catch and hold insects.
200335.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ახალი სიტყვის დასაწერად შარლოტმა მშრალი ძაფების გამოყენება გადაწყვიტა.
Charlotte decided to use her dry thread for writing the new message.
200336.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
„სიტყვა „უდიდებულესი“ წებოვანი ძაფით რომ დავწერო, – გაიფიქრა, – რამდენ ხოჭოსაც ფეხი აუცდება, ყველა შიგ გაებმება და ეფექტს წაახდენს.
"If I write the word 'Terrific' with sticky thread," she thought, "every bug that comes along will get stuck in it and spoil the effect."
200337.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
შარლოტი ქსელის ზედა მარცხენა მხარეს აცოცდა, ძაფის ბოლო მიამაგრა და დაბლა დაეშვა.
Charlotte climbed to a point at the top of the left hand side of the web. Swinging her spinnerets into position, she attached her thread and then dropped down.
200338.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
დაშვებისას სართავი აამუშავა და ძაფი გამოუშვა.
As she dropped, her spinning tubes went into action and she let out thread.
200339.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
მერე ქსელი ქვემოთაც მიამაგრა, მაგრამ შედეგმა არ დააკმაყოფილა.
At the bottom, she attached the thread. Charlotte was not satisfied, however.
200340.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ისევ ზემოთ ავიდა და პირველის გვერდით კიდევ ერთი ძაფი მიამაგრა, მერე დაბლა დაეშვა და ერთის ნაცვლად ორი ხაზი მიიღო.
She climbed up and made another attachment, right next to the first. Then she carried the line down, so that she had a double line instead of a single line.