მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200341.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
„ორმაგი ძაფით მოქსოვილი ასოები უკეთესად გამოჩნდება“.
"It will show up better if I make the whole thing with double lines."
200342.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
მერე კვლავ გაიმეორა და ხაზი გააორმაგა.
She repeated this, making it double.
200343.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ამ პროცესში რვავე ფეხით უდიდეს სამუშაოს ასრულებდა.
Her eight legs were very busy helping.
200344.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
მუშაობამ ისე ჩაითრია, უნებურად ალაპარაკდა, თითქოს თავს იმხნევებსო.
Charlotte got so interested in her work, she began to talk to herself, as though to cheer herself on.
200345.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ფრთხილად, ეცადე ხაზები არ გაგიმრუდდეს!
Easy, keep those lines together!
200346.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
აი ასე, საკუთარ თავთან ლაპარაკ-ლაპარაკით ასრულებდა ობობა რთულ ამოცანას და როცა მორჩა, მიხვდა, რომ მოშივებოდა.
And so, talking to herself, the spider worked at her difficult task. When it was completed, she felt hungry.
200347.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
შეჭამა გადანახული პატარა ხოჭო და დაიძინა.
She ate a small bug that she had been saving. Then she slept.
200348.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
მეორე დილით უილბური ადგა და აბლაბუდის ქვეშ დადგა.
Next morning, Wilbur arose and stood beneath the web.
200349.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
დილის ჰაერი ჩაისუნთქა.
He breathed the morning air into his lungs.
200350.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ნამის წვეთები მზეზე აბრწყინდა და აბლაბუდა მკაფიოდ გამოაჩინა.
Drops of dew, catching the sun, made the web stand out clearly.
200351.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
როცა ლერვიმ საუზმე მოიტანა, საღორეში კოხტა გოჭი დაუხვდა, მის თავზე კი ბეჭდური ასოებით, ოსტატურად ამოექარგათ სიტყვა: „უდიდებულესი“.
When Lurvy arrived with breakfast, there was the handsome pig, and over him, woven neatly in block letters, was the word TERRIFIC.
200352.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
კიდევ ერთი სასწაული!
Another miracle.
200353.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ლერვი მისტერ ზაკერმენის დასაძახებლად გაიქცა.
Lurvy rushed and called Mr. Zuckerman.
200354.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
მისტერ ზაკერმენი გაექანა და მისის ზაკერმენს უხმო.
Mr. Zuckerman rushed and called Mrs. Zuckerman.
200355.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
მისის ზაკერმანი ტელეფონს ეცა და არაბლებს დაურეკა.
Mrs. Zuckerman ran to the phone and called the Arables.
200356.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
არაბლები სატვირთო მანქანაში ჩასხდნენ და ფერმისკენ გამოქროლდნენ.
The Arables climbed into their truck and hurried over.
200357.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ყველანი საღორესთან იდგნენ, აბლაბუდას უცქეროდნენ და ისევ და ისევ კითხულობდნენ შიგ ჩაქსოვილ სიტყვას, ხოლო უილბური, რომელიც თავს მართლაც უდიდებულესად გრძნობდა, მკერდგამოწეული ჩუმად იდგა და დინგს აქეთ-იქით იქნევდა.
Everybody stood at the pigpen and stared at the web and read the word, over and over, while Wilbur, who really felt terrific, stood quietly swelling out his chest and swinging his snout from side to side.
200358.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– უდიდებულესი! – სიხარულით ამოთქვა აღტაცებულმა ზაკერმენმა
"Terrific!" breathed Zuckerman, in joyful admiration.
200359.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
- ედით, „უიკლი ქრონიკლის“ რეპორტიორს დაურეკე და გააგებინე, რაც მოხდა.
"Edith, you better phone the reponer on the Weekly Chronicle and tell him what has happened.
200360.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
იქნებ ფოტოგრაფის წამოყვანაც მოინდომოს.
He may want to bring a photographer.