მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200361.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
მთელ შტატში ჩვენს გოჭზე უდიდებულესი გოჭი არავისა ჰყავს.
There isn't a pig in the whole state that is as terrific as our pig.
200362.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ახალი ამბავი სწრაფად გავრცელდა.
The news spread.
200363.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ის ხალხი, ვინც მაშინ გამოიარა გზა უილბურის სანახავად, როცა იგი „გოჭი და რა გოჭი“ იყო, ისევ მოვიდა, რომ ახლაც ენახათ, როცა „უდიდებულესი“ გახდა.
People who had journeyed to see Wilbur when he was "some pig" came back again to see him now that he was "terrific."
200364.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
იმ საღამოს, როცა მისტერ ზაკერმენი ძროხების მოსაწველად და ბაგების დასასუფთავებლად მიდიოდა, ისევ თავისი სასწაულებრივი გოჭისკენ გაექცა ფიქრი.
That afternoon, when Mr. Zuckerman went to milk the cows and clean out the tie-ups, he was still thinking about what a wondrous pig he owned.
200365.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– ლერვი! – გასძახა მოჯამაგირეს, – საღორეში ძროხის ნაკელი აღარ ჩაყარო. უდიდებულესი გოჭი მყავს და მინდა, სუფთად იყოს. ყოველდღე სუფთა ჩალა დაუგე. გესმის?
"Lurvy!" he called. "There is to be no more cow manure thrown down into that pigpen. I have a terrific pig. I want that pig to have clean, bright straw every day for his bedding. Understand?"
200366.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– დიახ, სერ, – მიუგო ლერვიმ.
"Yes, sir," said Lurvy.
200367.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– გარდა მაგისა, – განაგრძო ზაკერმენმა, – უილბურისთვის გალიის შეკვრა დაიწყე.
"Furthermore," said Mr. Zuckerman, "I want you to start building a crate for Wilbur.
200368.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
გადავწყვიტე, ექვს სექტემბერს ოლქის ბაზრობაზე წავიყვანო.
I have decided to take the pig to the County Fair on September sixth.
200369.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ფართო გალია იყოს, მწვანედ შეღებე და ზედ ოქროსფერი ასოებით დააწერე!
Make the crate large and paint it green with gold letters!
200370.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ლერვიმ ფიწალს დაავლო ხელი და ახალი ჩალის მოსატანად წავიდა.
Lurvy picked up a pitchfork and walked away to get some clean straw.
200371.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
მიხვდა, რაკი ასეთი მნიშვნელოვანი გოჭი გვყვავს, ამიერიდან საქმე მომემატება და არ მომაკლდებაო.
Having such an important pig was going to mean plenty of extra work, he could see that.
200372.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ვაშლის ბაღის ქვემოთ, ბილიკის ბოლოს, სანაგვე იყო, სადაც მისტერ ზაკერმენი ნაგავს და ისეთ რამერუმეს ყრიდა, რაც აღარავის სჭირდებოდა.
Below the apple orchard, at the end of a path, was the dump where Mr. Zuckerman threw all sorts of trash and stuff that nobody wanted any more.
200373.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
აქ, შავ მურყნებსა და ველური ჟოლოს ბუჩქებში მიმალულ პატარა ველობზე განსაცვიფრებელ გორად იდგა ძველი ბოთლები და თუნუქის ცარიელი ქილები, ბინძური ჩვრები და ლითონის ნატეხები, დამსხვრეული ბოთლები და გატეხილი ანჯამები, დაცლილი აკუმულატორები, წინა თვის ჟურნალები, გალეული ჭურჭლის ჯაგრისები, დაძონძილი კომბინეზონები, ჟანგიანი კბილანები, ძირგახვრეტილი ვედროები, მივიწყებული საცობები და ათასი უსარგებლო ნივთი, მათ შორის, სახელური, რომელიც სანაყინეს არ მორგებოდა.
Here, in a small clearing hidden by young alders and wild raspberry bushes, was an astonishing pile of old bottles and empty tin cans and dirty rags and bits of metal and broken bottles and broken hinges and broken springs and dead batteries and last month's magazines and old discarded dishmops and tattered overalls and rusty spikes and leaky pails and forgotten stoppers and useless junk of all kinds, including a wrong-size crank for a broken ice-cream freezer.
200374.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ტემპლტონმა ეს სანაგავე თავისი ოთხი თათივით იცოდა და ძალიან მოსწონდა.
Templeton knew the dump and liked it.
200375.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ჯერ ერთი, რომ აქ კარგი სამალავები იყო, სადაც ვირთხა მშვენივრად შეაფარებდა თავს და მეორეც, როგორც წესი, კონსერვის ქილაც ეგდო ხოლმე, რომელსაც შიგნიდან ცოტაოდენი საჭმელი შერჩენოდა.
There were good hiding places there-excellent cover for a rat. And there was usually a tin can with food still clinging to the inside.
200376.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ტემპლტონი ახლა სწორედ სანაგვეზე დაიარებოდა, იქაურობას ქექავდა და ბოსელში რომ დაბრუნდა, პირით დაჭმუჭნილი ჟურნალიდან ამოგლეჯილი რეკლამა მიიტანა.
Templeton was down there now, rummaging around. When he returned to the bam, he carried in his mouth an advertisement he had tom from a crumpled magazine.
200377.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– როგორია? – იკითხა და შარლოტს აჩვენა,
"How's this?" he asked, showing the ad to Charlotte.
200378.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– „კრაწუნა“ წერია. „კრაწუნა“ შენს ქსელს ძალიან მოუხდება.
"It says 'Crunchy.' 'Crunchy' would be a good word to write in your web."
200379.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– ეგ რამ გაფიქრებინა! – შეიცხადა შარლოტმა, – მაგაზე უარესი რა უნდა იყოს?!
"Just the wrong idea," replied Charlotte. "Couldn't be worse.
200380.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
რად გვინდა, ზაკერმენმა უილბურზე იფიქროს, კრაწუნააო.
We don't want Zuckerman to think Wilbur is crunchy.