მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200381.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ვაითუ, დაბრაწული გოჭის კრაწუნა კანი გაახსენდეს და ცუდმა აზრებმა შეიპყროს...
He might start thinking about crisp, crunchy bacon and tasty ham. That would put ideas into his head.
200382.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ჩვენ უილბურის კარგი ბუნება უნდა წარმოვაჩინოთ და არა კარგი გემო.
We must advertise Wilbur's noble qualities, not his tastiness.
200383.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
გთხოვ, გაიქეცი და სხვა სიტყვა მოძებნე, ტემპლტონ!
Go get another word, please, Templeton!
200384.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ვირთხა ზიზღით დაიმანჭა, მაგრამ მაინც წასუნსულდა სანაგვეზე და ცოტა ხანში ბამბის ქსოვილით დაბრუნდა უკან.
The rat looked disgusted. But he sneaked away to the dump and was back in a while with a strip of cotton cloth.
200385.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– აბა, ამაზე რას იტყვი?
"How's this?" he asked.
200386.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ძველი პერანგის იარლიყია.
"It's a label off an old shirt."
200387.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
შარლოტმა იარლიყი შეათვალიერა.
Charlotte examined the label.
200388.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ქსოვილზე ეწერა: „წინასწარ შეკლებული“.
It said PRE SHRUNK.
200389.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– ბოდიში, ტემპლტონ, – თქვა მან, – მაგრამ „წინასწარ შეკლებული“ გამორიცხულია.
"I'm sorry, Templeton," she said, "but 'Pre-shrunk' is out of the question.
200390.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
გვინდა, ზაკერმენმა იფიქროს, რომ უილბური კარგად ჩამრგვალებულია, და არა წონაში დაკლებული.
We want Zuckerman to think Wilbur is nicely filled out, not all shrunk up.
200391.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– შენ რა, მოჯამაგირე გგონივარ? – აბუზღუნდა ვირთხა, – მთელ ცხოვრებას სანაგვეზე ხომ არ გავატარებ მაგ თქვენი რეკლამების ძებნაში?!
"What do you think I am, a messenger boy?" grumbled the rat. "I'm not going to spend all my time chasing down to the dump after advertising material."
200392.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– ეს ბოლო იქნება. გეხვეწები, – სთხოვა შარლოტმა.
"Just once more-please!" said Charlotte. I'll bring you a piece of the package."
200393.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
აჰყვა კედელზე დაკიდებულ თოკს, გაძვრა ჭერის ჭუჭრუტანაში და როცა დაბრუნდა, კბილებში მუყაოს ლურჯ-თეთრი ნაგლეჯი ჰქონდა გაჩრილი.
He climbed the rope that hung on the wall and disappeared through a hole in the ceiling. When he came back he had a strip of blue-and-white cardboard in his teeth.
200394.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– აბა! – თქვა თავმომწონედ, – როგორია?
"There! " he said, triumphantly. "How's that?"
200395.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
შარლოტმა სიტყვები წაიკითხა: „მოქმედება: ახალივით თვალისმომჭრელი“.
Charlotte read the words: "With New Radiant Action."
200396.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– ეს რას ნიშნავს? – ჰკითხა შარლოტმა, რომელსაც სარეცხ ფხვნილთან თავის დღეში არ ჰქონოდა საქმე.
"What does it mean?" asked Charlotte, who had never used any soap flakes in her life.
200397.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– მე რა ვიცი? – მხრები აიჩეჩა ტემპლტონმა.
"How should I know?" said Templeton.
200398.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
სიტყვები მთხოვე და სიტყვები მოგიტანე. ახლა, ალბათ, ლექსიკონსაც მომინდომებ.
"You asked for words and I brought them. I suppose the next thing you'll want me to fetch is a dictionary."
200399.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ერთად ჩაუღრმავდნენ სარეცხი ფხვნილის რეკლამას.
Together they studied the soap ad.
200400.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– „მოქმედება: ახალივით თვალისმომჭრელი“, – ჩაფიქრდა შარლოტი, – უილბურ, – დაუძახა მერე გოჭს.
'With new radiant action,' " repeated Charlotte, slowly. "Wilbur! " she called.