მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200401.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ჩალაში მძინარე უილბური მაშინვე წამოხტა.
Wilbur, who was asleep in the straw, jumped up.
200402.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– გაირბინ-გამოირბინე! – განკარგულება გასცა შარლოტმა, – მინდა მოქმედებაში გნახო, მაინტერესებს, თვალისმომჭრელი იქნები თუ არა.
"Run around!" commanded Charlotte. "I want to see you in action, to see if you are radiant."
200403.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
უილბური თავისი ეზოს ბოლოსკენ გაიქცა.
Wilbur raced to the end of his yard.
200404.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– ახლა უკან, ჩქარა! – ჩასძახა შარლოტმა.
"Now back again, faster! " said Charlotte.
200405.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
უილბური ნავარდით დაბრუნდა უკან, კანი უკრიალებდა, კუდი კოხტა, მჭიდრო რგოლად დახვეოდა.
Wilbur galloped back. His skin shone. His tail had a fine, tight curl in it.
200406.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– ახტი! – შესძახა შარლოტმა.
"Jump into the air!" cried Charlotte.
200407.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
უილბური, რაც შეეძლო, მაღლა ახტა.
Wilbur jumped as high as he could.
200408.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– ყურები მიწას დაადე, ოღონდ მუხლები არ მოხარო!
"Keep your knees straight and touch the ground with your ears!"
200409.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
უილბური დაემორჩილა.
Wilbur obeyed.
200410.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– ნახევარბრუნით გადადი ყირაზე!
"Do a back flip with a half twist in it!"
200411.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
უილბურმა მალაყი გააკეთა და თან ჰაერში დაიკლაკნა.
Wilbur went over backwards, writhing and twisting as he went.
200412.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
შეგიძლია ძილი შეიბრუნო.
You can go back to sleep.
200413.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
კარგი, ტემპლტონ, მე მგონი, სარეცხი ფხვნილის რეკლამა გამოგვადგება.
O.K., Templeton, the soap ad will do, I guess.
200414.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
უილბურის მოქმედება მთლად თვალისმომჭრელი არ არის, მაგრამ მაინც საინტერესოა.
I'm not sure Wilbur's action is exactly radiant, but it's interesting.
200415.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– ისე, თავს მართლაც თვალისმომჭრელად ვგრძნობ.
"Actually," said Wilbur, "I feel radiant."
200416.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
კარგი გოჭუნა ხარ და დიახაც, რომ თვალისმომჭრელი იქნები. რაკი ამ საქმეს ხელი მოვკიდე, ბოლომდეც მივიყვან.
"Well, you're a good little pig, and radiant you shall be. I'm in this thing pretty deep now-I might as well go the limit."
200417.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ხტუნვა-კუნტრუშით დაღლილი უილბური სუფთა ჩალაზე მიწვა და თვალები დახუჭა.
Tired from his romp, Wilbur lay down in the clean straw. He closed his eyes.
200418.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ჩალა ჩხვლეტდა: ისეთი რბილი არ იყო, როგორც ძროხის ნაკელი, რომელზეც აქამდე ასე რბილად და მოხერხებულად იწვა.
The straw seemed scratchy -not as comfonable as the cow manure, which was always delightfully soft to lie in.
200419.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ამიტომ ჩალა გვერდზე მიყარა, ნაკელში გაიჭიმა და ამოიხვნეშა.
So he pushed the straw to one side and stretched out in the manure.
200420.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
„უდიდებულესობის“ პირველი დღე კარგა დამღლელი გამოდგა.
It had been a busy day-his first day of being terrific.