მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200421.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
დღის განმავლობაში მის ეზოს ბლომად ხალხი ესტუმრა. ჰოდა, ისიც უნდა მდგარიყო და მომსვლელებისთვის თავი მოეწონებინა, რომ რაც შეიძლებოდა უდიდებულესი გა მოჩენილიყო.
Dozens of people had visited his yard during the afternoon, and he had had to stand and pose, looking as terrific as he could.
200422.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ამან ქანცი გაუწყვიტა.
Now he was tired.
200423.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ფერნიც მოვიდა და ჩუმად დაჯდა კუთხეში, პატარა სკამზე.
Fern had arrived and seated herself quietly on her stool in the corner.
200424.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– რამე მიამბე, შარლოტ, – სთხოვა უილბურმა, სანამ ძილი მოერეოდა, – რამე ამბავი.
"Tell me a story, Charlotte!" said Wilbur, as he lay waiting for sleep to come. "Tell me a story!"
200425.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
და შარლოტმა, თუმცა თვითონაც დაღლილი იყო, თხო ვნა შეუსრულა: – ერთი ლამაზი ბიძაშვილი მყავდა, რომელმაც ერთხელაც მოახერხა და პატარა ნაკადულის თავზე გააბა ქსელი.
So Charlotte, although she, too, was tired, did what Wilbur wanted. "Once upon a time," she began, "I had a beautiful cousin who managed to build her web across a small stream.
200426.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ერთ დღეს პატარა თევზი ჰაერში ახტა და ამ ქსელში გაიხლართა.
One day a tiny fish leaped into the air and got tangled in the web.
200427.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ჩემს ბიძაშვილს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუკვირდა.
My cousin was very much surprised, of course.
200428.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
თევზი თავგანწირვით ფართხალებდა და ჩემი ბიძაშვილი შიშით ვერ ეკარებოდა.
The fish was thrashing wildly. My cousin hardly dared tackle it.
200429.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
დაბლა დაეშვა, თევზს ძაფი სქლად შემოახვია და გმირულად იბრძოლა მის შესაპყრობად.
She swooped down and threw great masses of wrapping material around the fish and fought bravely to capture it.
200430.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
თევზი მხოლოდ ერთი ფარფლით იყო გაბმული, გამწარებით ფართხალებდა და კუდი მზეზე უბრწყინავდა.
There was the fish, caught only by one fin, and its tail wildly thrashing and shining in the sun.
200431.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– მაინც რამდენს იწონიდა? – დაინტერესდა უილბური.
"How much did the fish weigh?" asked Wilbur eagerly.
200432.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ჩემი ბიძაშვილი შესხლტებოდა, გამოეცლებოდა, გამწარებით მოფართხალე თევზი უმოწყალოდ ურტყამდა თავში, ის კი შექანდებოდა, გამოქანდებოდა, ძაფებს ესროდა და თავგამოდებით იბრძოდა.
There was my cousin, slipping in, dodging out, beaten mercilessly over the head by the wildly thrashing fish, dancing in, dancing out, throwing her threads and fighting hard.
200433.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– მერე რა მოხდა? – იკითხა უილბურმა.
"Then what happened?" asked Wilbur.
200434.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– არაფერი, – თქვა შარლოტმა, – თევზი დამარცხდა.
"Nothing," said Charlotte. The fish lost the fight.
200435.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ჩემმა ბიძაშვილმა ისე მჭიდროდ შემოახვია ძაფები, რომ ვეღარ იძვროდა.
My cousin wrapped it up so tight it couldn't budge.
200436.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ერთხანს ინახა თევზი, მერე კი, კარგად რომ დაისვენა და მოღონიერდა, ადგა და შეჭამა.
"My cousin kept the fish for a while, and then, when she got good and ready, she ate it."
200437.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– კიდევ მომიყევი რამე! – შეეხვეწა უილბური.
"Tell me another story!" begged Wilbur.
200438.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
შარლოტმაც მეორე ბიძაშვილის ამბავი მოაყოლა. ის ბიძაშვილი ჰაერნაოსანი ჰყავდა.
So Charlotte told him about another cousin of hers who was an aeronaut.
200439.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– „ჰაერნაოსანი“ რას ნიშნავს? – იკითხა უილბურმა.
"What is an aeronaut?" asked Wilbur.
200440.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– იმას, რომ საჰაერო ბურთით დაფრინავდა, – უპასუხა შარლოტმა.
"A balloonist," said Charlotte.