მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200441.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
დადგებოდა თავდაყირა და იმდენ ძაფს გამოუშვებდა, რომ ბურთს ჰყოფნოდა. მერე ბურთს აუშვებდა, იმ ბურთს ჰაერი აიტაცებდა და თბილი ქარი მაღლა ააქროლებდა.
"My cousin used to stand on her head and let out enough thread to form a balloon. Then she'd let go and be lifted into the air and carried upward on the warm wind."
200442.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– მართლა? – იკითხა უილბურმა, – თუ უბრალოდ მოიგონე?
"Is that true?" asked Wilbur. "Or are you just making it up?"
200443.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– მართლა, – უპასუხა შარლოტმა.
"It's true," replied Charlotte.
200444.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
მართლა ღირსშესანიშნავი ბიძაშვილები მყავს. ახლა კი, უილბურ, შენი ძილის დროა.
"I have some very remarkable cousins. And now, Wilbur, it's time you went to sleep."
200445.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
– რამე მიმღერე, – სთხოვა უილბურმა და თვალები დახუჭა.
"Sing something!" begged Wilbur, closing his eyes.
200446.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
და ჩაბნელებულ ბოსელში, ჭრიჭინების ჭრიჭინში, შარლოტმა იავნანა უმღერა.
So Charlotte sang a lullaby, while crickets chirped in the grass and the barn grew dark.
200447.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
აი, როგორი იყო ეს იავნანა: დაიძინე, საყვარელო, დაიძინე, კარგო, ჩაყუჟულმა ნაკელში და გახვეულმა ბნელში; არ შეშინდე, არ იქნები მარტო!
This was the song she sang. Sleep, sleep, my love, my only, Deep, deep, in the dung and the dark; Be not afraid and be not lonely!
200448.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
ტყე-ბუჩქნარში მიმალული ბაყაყი და შაშვი ამ სამყაროს სადიდებელ ჰიმნს აღავლენს ცაში.
This is the hour when frogs and thrushes Praise the world from the woods and the rushes.
200449.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
დაიძინე, ნაფერებო, დაიძინე, კარგო, ჩაყუჟულმა ნაკელში და გახვეულმა ბნელში.
Rest from care, my one and only, Deep in the dung ad the dark!
200450.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
მაგრამ უილბურს უკვე ეძინა.
But Wilbur was already asleep.
200451.
შარლოტის ქსელი | თავი XIII, დიდი წინსვლა
სიმღერა რომ დამთავრდა, ფერნი წამოდგა და შინ წავიდა.
When the song ended, Fern got up and went home.
200452.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
მეორე დღეს შაბათი იყო.
The next day was Saturday.
200453.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
მისის არაბლი საუზმის ჭურჭელს რეცხავდა, ფერნი კი სამზარეულოს ბაკანთან იდგა და ამშრალებდა.
Fern stood at the kitchen sink drying the breakfast dishes as her mother washed them.
200454.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
მისის არაბლი ჩუმად საქმიანობდა.
Mrs. Arable worked silently.
200455.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
იმედი ჰქონდა, ფერნი ზაკერმენების ბოსლისკენ კი არ დაადებს თავს, რომ დაჯდეს და ცხოველებს უყუროს, გარეთ გავა და ბავშვებს ეთამაშებაო.
She hoped Fern would go out and play with other children, instead of heading for the Zuckermans' bam to sit and watch animals.
200456.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– შარლოტისნაირი მეზღაპრე არ მინახავს, – თქვა მოულოდნელად ფერნმა და ჭურჭლის ტილო ფაფის ჯამს ამოუსვა.
"Charlotte is the best storyteller I ever heard," said Fern, poking her dish towel into a cereal bowl.
200457.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– ფერნ, რაღაცებს ნუ იგონებ, – გაუწყრა დედა, – მშვენივრად იცი, რომ ობობები არაფერსაც არ ჰყვებიან.
"Fern," said her mother sternly, you must not invent things. You know spiders don't tell stories.
200458.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
ლაპარაკი არ იციან.
Spiders can't talk.
200459.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– შარლოტმა იცის, – შეეპასუხა ფერნი, – ხმამაღლა არა, მაგრამ ლაპარაკობს.
"Charlotte can," replied Fern. "She doesn't talk very loud, but she talks."
200460.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– მაინც, რა გიამბოთ? – ჰკითხა მისის არაბლმა.
"What kind of story did she tell?" asked Mrs. Arable.