მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200461.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– თავისი ბიძაშვილის ამბავი, – დაიწყო ფერნმა, – იმ ბიძაშვილმა თურმე თევზი გააბა ქსელში. ხომ საინტერესოა?
"Well," began Fern, "she told us about a cousin of hers who caught a fish in her web. Don't you think that's fascinating?"
200462.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– ფერნ, ჩემო კარგო, თევზს რა უნდა ობობას ქსელში? – გაუღიმა მისის არაბლმა.
"Fern, dear, how would a fish get in a spider's web?" said Mrs. Arable.
200463.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
იგონებ.
You're making this up.
200464.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
შარლოტმა ტყუილი არ იცის.
Charlotte never fibs.
200465.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
თურმე მისმა ბიძაშვილმა ნაკადულის თავზე გააბა აბლაბუდა.
This cousin of hers built a web across a stream.
200466.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
ერთხელაც თავისთვის ეკიდა ქსელზე, უცებ წყლიდან პაწია თევზი ამოხტა და ქსელში გაება.
One day she was hanging around on the web and a tiny fish leaped into the air and got tangled in the web.
200467.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
მძიმე იყო და ხომ წარმოგიდგენია, აბლაბუდა რა სახიფათოდ ჩამოიძაგრებოდა.
Can't you just see the web, sagging dangerously under the weight of the fish?
200468.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
შარლოტის ბიძაშვილი შესხლტებოდა, გამოეცლებოდა, გამწარებით მოფართხალე თევზი უმოწყალოდ ურტყამდა თავში. ის კი შექანდებოდა, გამოქანდებოდა, ძაფებს ესროდა...
Charlotte's cousin kept slipping in, dodging out, and she was beaten mercilessly over the head by the wildly thrashing fish, dancing in, dancing out, throwing...
200469.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– ფერნ! – დაუცაცხანა დედამ, – გეყოფა! ნუღარ მეზღაპრეობ!
"Fern!" snapped her mother. "Stop it! Stop inventing these wild tales!"
200470.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
იმას გიყვები, რაც მოხდა.
"I'm just telling you the facts."
200471.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– ბოლოს რით დამთავრდა ეგ ამბავი? – ცნობისმოყვარეობამ სძლია დედას.
"What finally happened?" asked her mother, whose curiosity began to get the better of her.
200472.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– შარლოტის ბიძაშვილმა გაიმარჯვა.
Charlotte's cousin won.
200473.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
თევზი ქსელში კარგად გაახვია და როცა დაისვენა და მოღონიერდა, შეჭამა კიდეც.
She wrapped the fish up, then she ate him when she got good and ready.
200474.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
ობობებსაც ხომ ჩვენსავით სჭირდებათ ჭამა.
Spiders have to eat, the same as the rest of us.
200475.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– კი, ალბათ სჭირდებათ, – თქვა მისის არაბლმა დაბნეულად.
"Yes, I suppose they do," said Mrs. Arable, vaguely.
200476.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– შარლოტს სხვა ბიძაშვილიც ჰყავს, ჰაერნაოსანი.
Charlotte has another cousin who is a balloonist.
200477.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
დადგება თავდაყირა, აუშვებს ბლომად ძაფს და ქარს მაღლა აჰყავს.
She stands on her head, lets out a lot of line, and is carried aloft on the wind.
200478.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
დედა, არ გინდა, შენც ეგრე დაფრინავდე?
Mother, wouldn't you simply love to do that?
200479.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
დაუძახე შენს მეგობრებს და ეზოში რამით გაერთეთ.
Find some of your playmates and do something nice outdoors.
200480.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– მარტო? – გაუკვირდა ფერნს, – როგორ თუ მარტო? ჩემი საუკეთესო მეგობრები სულ ბოსლის სარდაფში ცხოვრობენ.
"Alone?" said Fern. Alone? My best friends are in the barn cellar.