მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200481.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
ცოტა ხანში ფერნი გაუჩინარდა და ზაკერმენებისკენ მიმავალ გზას დაადგა, დედამ კი სასტუმრო ოთახში მტვრის გადაწმენდა დაიწყო, თან სულ ფერნზე ეფიქრებოდა.
Fern disappeared after a while, walking down the road toward Zuckermans'. Her mother dusted the sitting room. As she worked she kept thinking about Fern.
200482.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
პატარა გოგო ცხოველებისადმი ასეთ ინტერესს რომ იჩენდა, ბუნებრივად არ ეჩვენებოდა.
It didn't seem natural for a little girl to be so interested in animals.
200483.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
ბოლოს გადაწყვიტა, ექიმ დორიანთან მივალ და რჩევას ვკითხავო.
Finally Mrs. Arable made up her mind she would pay a call on old Doctor Dorian and ask his advice.
200484.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
ჩაჯდა მანქანაში და სოფელში, მედპუნქტში წავიდა.
She got in the car and drove to his office in the village.
200485.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
ექიმ დორიანს ხშირი წვერი ჰქონდა.
Dr. Dorian had a thick beard.
200486.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
მისის არაბლის ნახვა გაუხარდა და მოხერხებულ სავარძელში ჩასვა.
He was glad to see Mrs. Arable and gave her a comfonable chair.
200487.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– ფერნის ამბავზე გაწუხებთ, – შესჩივლა მისის არაბლმა, – სულ ზაკერმენების ბოსელში ყურყუტებს.
"It's about Fern," she explained. Fern spends entirely too much time in the Zuckermans' bam.
200488.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
საათობით ზის ძროხის საწველ პატარა სკამზე, ბოსლის სარდაფის კუთხეში, საღორესთან და ცხოველებს უყურებს.
She sits on a milk stool in a comer of the barn cellar, near the pigpen, and watches animals, hour after hour.
200489.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
ზის და უსმენს.
She just sits and listens.
200490.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
ექიმი დორიანი სავარძლის ზურგს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.
Dr. Dorian leaned back and closed his eyes.
200491.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– მაგას რა სჯობს! – ჩაილაპარაკა, – ალბათ, რა საამური სიწყნარეა. ჰომერს ცხვრები ჰყავს, არა?
"How enchanting!" he said. "It must be real nice and quiet down there. Homer has some sheep, hasn't he?"
200492.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– დიახ, – მიუგო მისის არაბლმა, – ოღონდ ეს ამბავი მას მერე დაიწყო, რაც ფერნს ძუძუთა გოჭი გამოვაზრდევინეთ.
"Yes," said Mrs. Arable. But it all started with that pig we let Fern raise on a bottle.
200493.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
უილბური დაარქვა.
She calls him Wilbur.
200494.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
მერე ის გოჭი ჰომერმა იყიდა და, იქიდან მოყოლებული, ფერნი ყოველ ცისმარე დღეს ბიძამისის ფერმაში დადის, რომ ამ გოჭთან ახლოს იყოს.
Homer bought the pig, and ever since it left our place Fern has been going to her uncle's to be near it."
200495.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– მსმენია მაგ გოჭის ამბავი, – თქვა ექიმმა და თვალები გაახილა, – ამბობენ, გოჭია და რა გოჭიო.
"I've been hearing things about that pig," said Dr. Dorian, opening his eyes. "They say he's quite a pig."
200496.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– მაშ, თქვენც იცით, ობობას ქსელში სიტყვები რომ გაჩნდა? – ნერვიულად ჰკითხა მისის არაბლმა.
"Have you heard about the words that appeared in the spider's web?" asked Mrs. Arable nervously.
200497.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– რას უნდა მივმხვდარიყავი?
"Understand what?"
200498.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– ვერა, – უპასუხა ექიმმა, – რა თქმა უნდა, ვერა, მაგრამ მე, კაცმა რომ თქვას, ვერც იმას ვხვდები, ობობამ როგორ ისწავლა აბლაბუდის ქსოვა.
"Oh, no," said Dr. Dorian. "I don't understand it. But for that matter I don't understand how a spider learned to spin a web in the first place.
200499.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
ის სიტყვები რომ გაჩნდა, ყველამ თქვა, სასწაულიაო, მაგრამ ის არავის გახსენებია, რომ თავისთავად ქსელიც სასწაულია.
When the words appeared, everyone said they were a miracle. But nobody pointed out that the web itself is a miracle."
200500.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
– ქსელში რაღაა სასწაულებრივი? – გაუკვირდა მისის არაბლს, – ვერ ვხვდები, სასწაულს რატომ ეძახით. ქსელი ქსელია.
"What's miraculous about a spider's web?" said Mrs. Arable. "I don't see why you say a web is a miracleit's just a web."