მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200541.
შარლოტის ქსელი | თავი XIV, ექიმი დორიანი
ამ საუბრის შემდეგ გული საგულეში ჩაუდგა.
She felt greatly relieved.
200542.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
bალახში ჭრიჭინები ჭრიჭინებდნენ.
The Crickets sang in the grasses.
200543.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
მღეროდნენ, ზაფხული იწურებაო. სევდიანი, მონოტონური სიმღერა იყო.
They sang the song of summer's ending, a sad, monotonous song.
200544.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
– ზაფხული გავიდა, მორჩა და გათავდა, – მღეროდნენ.
"Summer is over and gone," they sang.
200545.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
მორჩა და გათავდა, მორჩა და გათავდა. ამ ზაფხულმაც სული დალია, სული დალია, სული დალია.
"Over and gone, over and gone. Summer is dying, dying."
200546.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
ჭრიჭინებს მიაჩნდათ, ჩვენი ვალია ყველანი გავაფრთხილოთ, რომ ზაფხული სამუდამოდ ვერ გაგრძელდებაო.
The crickets felt it was their duty to warn everybody that summertime cannot last forever.
200547.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
წლის უმშვენიერეს დღეებშიც კი – იმ დღეებში, როცა ზაფხული შემოდგომას უთმობს ადგილს – ჭრიჭინები კაეშანსა და ცვლილებებზე ჭორაობდნენ.
Even on the most beautiful days in the whole year-the days when summer is changing into fall-the crickets spread the rumor of sadness and change.
200548.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
ყველას ესმოდა ჭრიჭინების სიმღერა.
Everybody heard the song of the crickets.
200549.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
ეივერისა და ფერნს მაშინ მოესმათ, როცა მტვრიან გზას მიუყვებოდნენ, და გაახსენდათ, მალე სწავლა დაიწყებაო.
Avery and Fern Arable heard it as they walked the dusty road. They knew that school would soon begin again.
200550.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
ბატის ჭუკებმაც გაიგონეს და მიხვდნენ, ჭუკები აღარასოდეს ვიქნებითო.
The young geese heard it and knew that they would never be little goslings again.
200551.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
შარლოტსაც შემოესმა და გაიფიქრა, დრო ცოტაღა მრჩებაო.
Charlotte heard it and knew that she hadn't much time left.
200552.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
სამზარეულოში მოფუსფუსე მისის ზაკერმენმაც გაიგონა ჭრიჭინების ხმა და მასაც სევდა დაეუფლა.
Mrs. Zuckerman, at work in the kitchen, heard the crickets, and a sadness came over her, too.
200553.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
„ეს ზაფხულიც გადის“, ამოიხვნეშა.
"Another summer gone," she sighed.
200554.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
უილბურის გალიის შეკვრაში გართულ ლერვისაც მოესმა სიმღერა და მიხვდა, კარტოფილის ამოღების დროაო.
Lurvy, at work building a crate for Wilbur, heard the song and knew it was time to dig potatoes.
200555.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
– ზაფხული გავიდა, მორჩა და გათავდა, – გაიმეორეს ჭრიჭინებმა, – რამდენი ღამე დარჩა ყინვებამდე?
"Summer is over and gone," repeated the crickets. "How many nights till frost?"
200556.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
ცხვრებმაც გაიგონეს სიმღერა და ისე აფორიაქდნენ, რომ საძოვრის ღობე გაანგრიეს და გზის გადაღმა მდელოზე გაიფანტნენ.
The sheep heard the crickets, and they felt so uneasy they broke a hole in the pasture fence and wandered up into the field across the road.
200557.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
მამალმა ბატმა მიაგნო განგრეულ ადგილს და შიგ მთელი ოჯახი გაიყვანა: გავიდნენ ხეხილის ბაღში და ნაყარ ვაშლს მოულხინეს.
The gander discovered the hole and led his family through, and they walked to the orchard and ate the apples that were lying on the ground.
200558.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
ჭაობში პატარა ნეკერჩხალსაც მოესმა ჭრიჭინების სიმღერა და ისე აღელდა, ხასხასა წითელი ფერი დაედო.
A little maple tree in the swamp heard the cricket song and turned bright red with anxiety.
200559.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
ფერმაში ახლა ყველაფერი უილბურის გარშემო ტრიალებდა.
Wilbur was now the center of attraction on the farm.
200560.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
კარგმა კვებამ და სწორმა რეჟიმმა თავისი ქნა – ისეთი ბურვაკი დადგა, ყველა იამაყებდა.
Good food and regular hours were showing results: Wilbur was a pig any man would be proud of.