მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200601.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
მოდი, შევთანხმდეთ: თუ შევძელი, აუცილებლად წამოგყვები ბაზრობაზე.
We'll leave it this way: I'll come to the Fair if I possibly can.
200602.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
– კარგი, – დაეთანხმა უილბური, – ვიცოდი, რომ მაშინ არ მიმატოვებდი, როცა ყველაზე მეტად მჭირდები.
"Oh, good!" said Wilbur. "I knew you wouldn't forsake me just when I need you most."
200603.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
მთელი ის დღე უილბური საღორეში დარჩა და უდარდელად იწვა ჩალაზე.
All that day Wilbur stayed inside, taking life easy in the straw.
200604.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
შარლოტიც ისვენებდა და კუტკალიას ჭამდა.
Charlotte rested and ate a grasshopper.
200605.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
იცოდა, რომ მალე უილბურს ვეღარ დაეხმარებოდა, რადგან რამდენიმე დღეში ყველაფრისთვის თავი უნდა დაენებებინა და კვერცხებისთვის პატარა, ლამაზი კვერცხსადები მოექსოვა.
She knew that she couldn't help Wilbur much longer. In a few days she would have to drop everything and build the beautiful little sac that would hold her eggs.
200606.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ბაზრობის წინა დღეს ყველანი ადრე დაწვნენ.
The night before the County Fair, everybody went to bed early.
200607.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ფერნი და ეივერი რვაზე უკვე ლოგინში იყვნენ.
Fern and Avery were in bed by eight.
200608.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ეივერის დაესიზმრა, რომ ეშმაკის ბორბალი მაშინ გაჩერდა, როდესაც თვითონ ყველაზე ზედა კაბინაში იჯდა, ფერნს კი დაესიზმრა, რომ საქანელაზე ქანაობით თავბრუ ესხმოდა.
Avery lay dreaming that the Ferris wheel had stopped and that he was in the top car. Fern lay dreaming that she was getting sick in the swings.
200609.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ლერვი ცხრის ნახევარზე დაწვა.
Lurvy was in bed by eight-thirty.
200610.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
სიზმარში ნახა, როგორ ესროდა ბეისბოლის ბურთებს ნაჭრის კატას და როგორ მოიგო ნავახოს ტომის ინდიელთა ნაქსოვი საბანი.
He lay dreaming that he was throwing baseballs at a cloth cat and winning a genuine Navajo blanket.
200611.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ზაკერმენები ცხრაზე დაწვნენ.
Mr. and Mrs. Zuckerman were in bed by nine.
200612.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
დიასახლისს მდიდრული საყინულე დაესიზმრა, თავად ზაკერმენს კი – უილბური: თითქოს გოჭი გაიზარდა, სიგრძით ოცდათხუთმეტი მეტრი გახდა, სიმაღლით კი – ოცდარვა, ბაზრობაზე ყველა პრიზი მიიღო და ლურჯი ლენტებით შეამკეს, კუდზეც კი შეაბეს ლურჯი ლენტი.
Mrs. Zuckerman lay dreaming about a deep freeze unit. Mr. Zuckerman lay dreaming about Wilbur. He dreamt that Wilbur had grown until he was one hundred and sixteen feet long and ninety-two feet high and that he had won all the prizes at the Fair and was covered with blue ribbons and even had a blue ribbon tied to the end of his tail.
200613.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ბოსლის სარდაფშიც, შარლოტის გარდა, ყველამ ადრე დაიძინა, რადგან მეორე დღეს ბაზრობა იყო.
Down in the barn cellar, the animals, too, went to sleep early, all except Charlotte. Tomorrow would be Fair Day.
200614.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
უნდოდათ, ადრე ამდგარიყვნენ და დიდი თავგადასავლის გზაზე დამდგარი უილბური გაეცილებინათ.
Every creature planned to get up early to see Wilbur off on his great adventure.
200615.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
მეორე დილით ყველას გარიჟრაჟზე გაეღვიძა.
When morning came, everybody got up at daylight.
200616.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ცხელი დღე იდგა.
The day was hot.
200617.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ფერნმა თავის ოთახში თბილი წყლით სავსე ვედრო აათრია და ღრუბლით იბანავა.
Up the road at the Arables' house, Fern lugged a pail of hot water to her room and took a sponge bath.
200618.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
იცოდა, ბაზრობაზე ბიჭები იქნებოდნენ და ყველაზე ლამაზი კაბა ჩაიცვა.
Then she put on her prettiest dress because she knew she would see boys at the Fair.
200619.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
მისის არაბლმა ეივერის კისერი კარგად გაუხეხა, თმა დაუსველა, შუაზე გაუყო და იმდენი ვარცხნა, სანამ ყველა ღერი კინკრიხოზე არ დაუწება – ყველა, გარდა ექვსი ჯიუტი ღერისა, რომლებიც ისევ ყალყზე იდგნენ.
Mrs. Arable scrubbed the back of Avery's neck, and wet his hair, and parted it, and brushed it down hard till it stuck to the top of his head-all but about six hairs that stood straight up.
200620.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ეივერიმ სუფთა საცვალი, სუფთა ლურჯი ჯინსი და სუფთა პერანგი ჩაიცვა.
Avery put on clean underwear, clean blue jeans, and a clean shirt.