მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200561.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
ერთ დღეს ასზე მეტი ადამიანი მოვიდა, რომ მისი ცქერით დამტკბარიყო.
One day more than a hundred people carne to stand at his yard and admire him.
200562.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
შარლოტმა ახალი სიტყვა მოქსოვა: „თვალისმომჭრელი“, და მზის ოქროსფერ შუქზე უილბური მართლაც რომ თვალისმომჭრელი იყო.
Charlotte had written the word RADIANT, and Wilbur really looked radiant as he stood in the golden sunlight.
200563.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
მას მერე, რაც ობობა დაუმეგობრდა, ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა თავისი რეპუტაცია გაემართლებინა.
Ever since the spider had befriended him, he had done his best to live up to his reputation.
200564.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
როცა შარლოტმა „გოჭია და რა გოჭი“ მოქსოვა, უილბური ცდილობდა მართლაც გოჭსა და რა გოჭს ჰგვანებოდა, როცა შარლოტის ქსელში „უდიდებულესი“ გაჩნდა, ცდილობდა უდიდებულესი შესახედაობა ჰქონოდა, და ახლა, როცა ქსელში „თვალისმომჭრელი“ ეწერა, ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ებრწყინა.
When Charlotte's web said SOME PIG, Wilbur had tried hard to look like some pig. When Charlotte's web said TERRIFIC, Wilbur had tried to look terrific. And now that the web said RADIANT, he did everything possible to make himself glow.
200565.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
იოლი როდია, თვალისმომჭრელი იყო, მაგრამ უილბური ძალ-ღონეს არ იშურებდა.
It is not easy to look radiant, but Wilbur threw him self into it with a will.
200566.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
თავს ოდნავ გვერდზე გადახრიდა და გრძელ წამწამებს ააფახურებდა.
He would turn his head slightly and blink his long eye-lashes.
200567.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
მერე ღრმად ჩაისუნთქავდა და როცა მაყურებლებს მოწყენას შეატყობდა, მაღლა ახტებოდა და ნახევარბრუნით ყირაზე გადავიდოდა.
Then he would breathe deeply. And when his audience grew bored, he would spring into the air and do a back flip with a half twist.
200568.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
ამაზე ხალხი აღტაცებით აყვირდებოდა და ტაშს დასცხებდა.
At this the crowd would yell and cheer.
200569.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
– აბა, როგორი გოჭია? – იკითხავდა ხოლმე თავისი თავით კმაყოფილი ზაკერმენი, – მართლაც რომ თვალისმომჭრელია!
"How's that for a pig?" Mr. Zuckerman would ask, well pleased with himself. "That pig is radiant."
200570.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
ბოსელში უილბურის რამდენიმე მეგობარი შიშობდა, ვაითუ ასეთი ყურადღება თავში აუვარდეს და გაყოყოჩდესო.
Some of Wilbur's friends in the barn worried for fear all this attention would go to his head and make him stuck up.
200571.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
უილბური თავმდაბალი დარჩა: სახელ-დიდებას არ გაურყვნია.
Wilbur was modest; fame did not spoil him.
200572.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
მომავლისა ცოტათი ისევ ეშინოდა, რადგან უჭირდა დაჯერება, რომ ერთი უბრალო ობობა სიკვდილისგან დაიხსნიდა.
He still worried some about the future, as he could hardly believe that a mere spider would be able to save his life.
200573.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
ღამღამობით ხანდახან ცუდ სიზმრებს ხედავდა.
Sometimes at night he would have a bad dream.
200574.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
ესიზმრებოდა, როგორ მოდიოდნენ დანებითა და თოფებით შეიარაღებული კაცები მის წასაყვანად.
He would dream that men were coming to get him with knives and guns.
200575.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
თუმცა ეს მხოლოდ სიზმარი იყო.
But that was only a dream.
200576.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
დღისით უილბური, როგორც წესი, ძალიანაც ბედნიერი იყო და გულიც საგულეს ჰქონდა.
In the daytime, Wilbur usually felt happy and confident.
200577.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
არც ერთ გოჭს არ ჰყოლია მასზე ერთგული მეგობრები, და ხვდებოდა, რომ მეგობრობა ამქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო რამ არის.
No pig ever had truer friends, and he realized that friendship is one of the most satisfying things in the world.
200578.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
ჭრიჭინების სიმღერამაც კი ვერ დააღონა.
Even the song of the crickets did not make Wilbur too sad.
200579.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
იცოდა, რომ ოლქის ბაზრობის დღე ახლოვდებოდა და მოუთმენლად ელოდა იქ წასვლას.
He knew it was almost time for the County Fair, and he was looking forward to the trip.
200580.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
დარწმუნებული იყო, თუ ბაზრობაზე თავს გამოიჩენდა (იქნებ საპრიზო თანხისთვისაც გამოეკრა ფეხი), ზაკერმენი ცოცხალს დატოვებდა.
If he could distinguish himself at the Fair, and maybe win some prize money, he was sure Zuckerman would let him live.