მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200621.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
მისტერ არაბლიც გამოეწყო, საუზმეს შეექცა და სატვირთო მანქანის გასაპრიალებლად გავიდა, რადგანაც ზაკერმენებისთვის ნათქვამი ჰქონდა, ბაზრობაზე ყველას მე წაგიყვანთ, უილბურის ჩათვლითო.
Mr. Arable dressed, ate breakfast, and then went out and polished his truck. He had offered to drive everybody to the Fair, including Wilbur.
200622.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
დილაუთენია ლერვიმ უილბურის გალია სუფთა ჩალით მოაგო და საღორეში შეიტანა.
Bright and early, Lurvy put clean straw in Wilbur's crate and lifted it into the pigpen.
200623.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
გალია მწვანე იყო და ოქროსფერი ასოებით ეწერა: ზაკერმენის განთქმული გოჭი.
The crate was green. In gold letters it said: ZUCKERMAN'S FAMOUS PIG.
200624.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
შარლოტს საგანგებოდ მოელამაზებინა ქსელი.
Charlotte had her web looking fine for the occasion.
200625.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
უილბური ნელა ღეჭავდა საუზმეს.
Wilbur ate his breakfast slowly.
200626.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ცდილობდა, თვალისმომჭრელი იერი ჰქონოდა და სალაფავი ყურებს უკან არ მოსცხებოდა.
He tried to look radiant without getting food in his ears.
200627.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
სამზარეულოში მისის ზაკერმენმა მოულოდნელად გამოაცხადა.
In the kitchen, Mrs. Zuckerman suddenly made an announcement.
200628.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– რა უნდა ქნა? – ჰკითხა მისტერ ზაკერმენმა.
"A what?" said Mr. Zuckerman.
200629.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– დოთი უნდა დავბანო. უცებ გამახსენდა, ბებიაჩემი ჭუჭყიან გოჭებს დოთი ბანდა.
"A buttermilk bath. My grandmother used to bathe her pig with buttermilk when it got dirty-I just re membered."
200630.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– უილბური ჭუჭყიანი არ არის, – ამაყად განაცხადა ზაკერმენმა.
"Wilbur's not dirty," said Mr. Zuckerman proudly.
200631.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ლერვი რამდენჯერაც სალაფავს დაუსხამს, იმდენი ყურებს უკან ჩასდის და ახმება.
Every time Lurvy slops him, the food runs down around the ears. Then it dries and forms a crust.
200632.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ცალ გვერდზე ნაკელში წოლისგან ლაქაც ემჩნევა.
He also has a smudge on one side where he lays in the manure.
200633.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– სუფთა ჩალაზე წევს, – შეუსწორა მისტერ ზაკერმენმა.
"He lays in clean straw," corrected Mr. Zuckerman.
200634.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– მაინც ჭუჭყიანია და დაბანა სჭირდება.
"Well, he's dirty, and he's going to have a bath."
200635.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
მისტერ ზაკერმენი ღონემიხდილი დაჯდა და ფუნთუშა ჩაკბიჩა, მისი ცოლი კი შეშის ფარდულისკენ წავიდა.
Mr. Zuckerman sat down weakly and ate a doughnut. His wife went to the woodshed.
200636.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
იქიდან გამოსულს რეზინის ჩექმები და ძველი საწვიმარი ეცვა და ერთი სათლი დო და ხის პატარა ნიჩაბი მოჰქონდა.
When she returned, she wore rubber boots and an old raincoat, and she carried a bucket of buttermilk and a small wooden paddle.
200637.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– ედით, რამ გაგაგიჟა?! – ჩაიბუტბუტა ზაკერმენმა.
"Edith, you're crazy," mumbled Zuckerman.
200638.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ცოლს ყურადღება არ მიუქცევია.
But she paid no attention to him.
200639.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ორივენი ერთად ავიდნენ საღორეში.
Together they walked to the pigpen.
200640.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
მისის ზაკერმენს დრო აღარ დაუკარგავს.
Mrs. Zuckerman wasted no time.