მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200581.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
შარლოტს თავისი სადარდელი ჰქონდა, მაგრამ თქმით არავისთან არაფერს ამბობდა.
Charlotte had worries of her own, but she kept quiet about them.
200582.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
ერთ დილით უილბურმა ბაზრობაზე ჩამოუგდო ლაპარაკი: – ხომ წამომყვები, შარლოტ?
One morning Wilbur asked her about the Fair. "You're going with me, aren't you, Charlotte?" he said.
200583.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
– ჯერ არ ვიცი, – მიუგო ობობამ, – ჩემთვის ბაზრობა უდროო დროს არის და სახლიდან წასვლა რამდენიმე დღითაც კი გამიჭირდება.
"Well, I don't know," replied Charlotte. "The Fair comes at a bad time for me. I shall find it inconvenient to leave home, even for a few days."
200584.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
– რატომ? – ჰკითხა უილბურმა.
"Why?" asked Wilbur.
200585.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
– რა ვიცი... აბლაბუდას ასე იოლად ვერ მივატოვებ, აქ მუდამ რაღაცაა მისახედი.
"Oh, I just don't feel like leaving my web. Too much going on around here."
200586.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
– გეხვეწები, წამომყევი! – შეევედრა უილბური, – მჭირდები, შარლოტ, უშენოდ ბაზრობაზე ვერ წავალ. აუცილებლად უნდა წამომყვე.
"Please come with me!" begged Wilbur. "I need you, Charlotte. I can't stand going to the Fair without you. You've just got to come."
200587.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
– ვერა, – მიუგო შარლოტმა, – მირჩევნია აქ დავრჩე, საქმე მაქვს.
"No," said Charlotte, "I believe I'd better stay home and see if I can't get some work done."
200588.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
– რა საქმე? – ჰკითხა უილბურმა.
"What kind of work?" asked Wilbur.
200589.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
– კვერცხები უნდა დავდო. დროა, კვერცხსადები მოვქსოვო და კვერცხებით ავავსო.
"Egg laying. It's time I made an egg sac and filled it with eggs."
200590.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
– არ ვიცოდი, კვერცხებს თუ დებდი! – გაოცდა უილბური.
"I didn't know you could lay eggs," said Wilbur in amazement.
200591.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
– ჰო, ვდებ, უნივერსალური ვარ, – დაუდასტურა ობობამ.
"Oh, sure," said the spider. "I'm versatile."
200592.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
– „უნივერსალური“ რას ნიშნავს? – ჰკითხა უილბურმა, – კვერცხებით ხარ სავსე?
"What does 'versatile' mean-full of eggs?" asked Wilbur.
200593.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
– არა, იმას ნიშნავს, რომ მარტივად შემიძლია ერთი საქმიდან მეორეზე გადასვლა.
"Certainly not," said Charlotte. 'Versatile' means I can turn with ease from one thing to another.
200594.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
ესე იგი მხოლოდ აბლაბუდის ქსოვა, შიგ ქინქლების გაბმა და ამნაირები კი არა, სხვა საქმეებიც მეხერხება.
It means I don't have to limit my activities to spinning and trap ping and stunts like that.
200595.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
– ბაზრობაზე რომ წამომყვე და კვერცხები იქ დადო? რა კარგი იქნება! – შეეხვეწა უილბური.
"Why don't you come with me to the Fair Grounds and lay your eggs there?" pleaded Wilbur. "It would be wonderful fun."
200596.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
შარლოტმა აბლაბუდა მოქაჩა და ფიქრიანად ააყოლა თვალი მის რხევას.
Charlotte gave her web a twitch and moodily watched it sway.
200597.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
– ვერა, – მიუგო, – წარმოდგენა არ გაქვს, კვერცხი როგორ იდება, უილბურ.
"I'm afraid not," she said. You don't know the first thing about egg laying, Wilbur.
200598.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
ჩემს საოჯახო მოვალეობებს ბაზრობის საქმეებთან ვერ შევათავსებ.
I can't arrange my family duties to suit the management of the County Fair.
200599.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
როცა კვერცხების დასადებად მზად ვიქნები, უნდა დავდო კიდეც, გინდ ბაზრობაზე ვიყო და გინდ სხვაგან.
When I get ready to lay eggs, I have to lay eggs, Fair or no Fair.
200600.
შარლოტის ქსელი | თავი XV, ჭრიჭინები
მაგრამ, არ მინდა, ამაზე ინერვიულო – ვაითუ წონაში დაიკლო.
However, I don't want you to worry about it-you might lose weight.