მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200641.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
შევიდა უილბურთან და საქმეს შეუდგა: ნიჩაბი დოში ამოავლო და გოჭი თავიდან ფეხებამდე გაფხიკა.
She climbed in with Wilbur and went to work. Dipping her paddle in the buttennilk, she rubbed him all over.
200642.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ბატები სეირის საყურებლად შეგროვდნენ, ცხვრები და ბატკნებიც მივიდნენ.
The geese gathered around to see the fun, and so did the sheep and lambs.
200643.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ტემპლტონმაც კი ფრთხილად ამოყო თავი სამალავიდან, აბა, როგორ ბანენ უილბურს დოთიო.
Even Templeton poked his head out cautiously, to watch Wilbur get a buttermilk bath.
200644.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
შარლოტი ისე დაინტერესდა, ძაფით დაბლა ჩამოეშვა, რათა ყველაფერი კარგად დაენახა.
Charlotte got so interested, she lowered herself on a dragline so she could see better.
200645.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
უილბური გაუნძრევლად იდგა და თვალები დაეხუჭა.
Wilbur stood still and closed his eyes.
200646.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
უგემრიელესი იყო!
It was delicious.
200647.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
თავი თვალისმომჭრელად და ბედნიერად იგრძნო.
He felt radiant and happy.
200648.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
მისის ზაკერმენი საქმეს რომ მორჩა და გაამშრალა, უილბური მსოფლიოში ყველაზე სუფთა და ლამაზი გოჭი გამოჩნდა: ქათქათა თეთრი, აბრეშუმივით სრიალა, ვარდისფერყურებიანი და ვარდისფერდინგიანი.
When Mrs. Zuckennan got through and rubbed him dry, he was the deanest, prettiest pig you ever saw. He was pure white, pink around the ears and snout, and smooth as silk.
200649.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ზაკერმენები შინ შევიდნენ და საგარეო ტანსაცმელში გამოეწყვნენ.
The Zuckermans went up to change into their best clothes.
200650.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ლერვიმ წვერი გაიპარსა, კუბოკრული პერანგი ჩაიცვა და მეწამული ჰალსტუხი გაიკეთა.
Lurvy went to shave and put on his plaid shirt and his purple necktie.
200651.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ცხოველები ბოსელში მარტო დარჩნენ.
The animals were left to themselves in the bam.
200652.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
შვიდი ჭუკი დედას მწყობრად უვლიდა გარს.
The seven goslings paraded round and round their mother.
200653.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
აქ ლაპარაკში შარლოტი ჩაერია.
Just then Charlotte interrupted.
200654.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– მეც მივდივარ, – თქვა ხმადაბლა, – გადავწყვიტე, უილბურს გავყვე.
"I shall go, too," she said, softly. I have decided to go with Wilbur.
200655.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
იქნებ დავჭირდე.
He may need me.
200656.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ვინ იცის, რა მოხდება ბაზრობაზე.
We can't tell what may happen at the Fair Grounds.
200657.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ვინმე ისეთი უნდა გაჰყვეს, ვინც წერა იცის.
Somebody's got to go along who knows how to write.
200658.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
მე თუ მკითხავთ, ტემპლტონიც უნდა წამოვიდეს: შეიძლება ვინმე დამჭირდეს გასაგზავნ-გამოსაგზავნად და პატარ-პატარა საქმეების მოსაგვარებლად.
And I think Templeton better come, too-l might need somebody to run errands and do general work.
200659.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– მე აქ ვრჩები, – წაიბუზღუნა ვირთხამ, – ბაზრობები რაში მაინტერესებს.
"I'm staying right here," grumbled the rat. "I haven't the slightest interest in fairs."
200660.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– ეგ იმიტომ, რომ ნამყოფი არ ხარ, – შენიშნა ბებერმა ცხვარმა, – ბაზრობა ვირთხების სამოთხეა.
"That's because you've never been to one," remarked the old sheep. A fair is a rat's paradise.