მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200661.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ვირთხას შეუძლია, ღამით გარეთ გამოძვრეს და კარგად მოილხინოს.
A rat can creep out late at night and have a feast.
200662.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
თავლაში ჩორთით მოსიარულე იორღა ცხენების დაბნეულ შვრიას ნახავ.
In the horse barn you will find oats that the trotters and pacers have spilled.
200663.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
მოედანზე, გათელილ ბალახში, საუზმის ძველი, გადაყრილი კონტეინერები ყრია. რა არ არის შიგ: არაქისის კარაქიანი ბუტერბროდების აყროლებული ნარჩენები, მაგრად მოხარშული კვერცხები, კრეკერის ნაფხვენები, ფუნთუშების ნატეხები და ყველის ნამცეცები.
In the trampled grass of the infield you will find old discarded lunch boxes containing the foul remains of peanut butter sandwiches, hard-boiled eggs, cracker crumbs, bits of doughnuts, and particles of cheese.
200664.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ბრდღვიალა ნათურებს რომ ჩააქრობენ და ხალხი დასაძინებლად სახლებში წავა-წამოვა, გზაზე, ჩატკეპნილ ტალახში, ნამდვილი საუნჯე დაგხვდება: ბატიბუტის ნამცეცები, გაყინული კრემის წვეთები, დაქანცული ბავშვების დაყრილი დაშაქრული ვაშლები, ბეზეს ნატეხები, მარილიანი ნუში, ხილის ნაყინი, ნახევრად შეჭმული ნაყინის ვაფლის ჭიქები და კარამელის ჩხირები.
In the hard-packed dirt of the midway, after the glaring lights are out and the people have gone home to bed, you will find a veritable treasure of popcorn fragments, frozen custard dribblings, candied apples abandoned by tired children, sugar fluff crystals, salted almonds, popsicles, partially gnawed ice cream cones, and the wooden sticks of lollypops.
200665.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ყველგან იპოვი საშენო ნადავლს: კარვებში, ჯიხურებში, სათივეში. ბაზრობაზე იმდენი საზიზღარი ნამუსრევია, ვირთხების მთელ ჯარს ეყოფა.
Everywhere is loot for a rat-in tents, in booths, in hay lofts-why, a fair has enough disgusting leftover food to satisfy a whole army of rats.
200666.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ტემპლტონს თვალები აენთო.
Templeton's eyes were blazing.
200667.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– მართლა ეგრეა? – იკითხა, – მართალია ეგ გემრიელი ამბავი?
"Is this true?" he asked. Is this appetizing yarn of yours true?
200668.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ფუფუნების მოყვარული ვარ და შენი ნათქვამი დიდი საცდურია ჩემთვის.
I like high living, and what you say tempts me.
200669.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– მართალია, – დაუდასტურა ცხვარმა, – წადი ბაზრობაზე, ტემპლტონ, და იქ ისეთ რამეებს ნახავ, ყველაზე თამამ ოცნებებშიც რომ ვერ წარმოიდგენენ.
"It is true," said the old sheep. "Go to the Fair, Templeton. You will find that the conditions at a fair will surpass your wildest dreams.
200670.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
მჟავე ალაოშერჩენილი სათლები, თინუსის ნამცეცებიანი კონსერვის ქილები, გაქონილი ქაღალდის პარკები შიგ დამპალი...
Buckets with sour mash sticking to them, tin cans containing particles of tuna fish, greasy paper bags stuffed with rotten ...
200671.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– გეყოფა! – შესძახა ტემპლტონმა, – აღარაფერი თქვა, მივდივარ!
"That's enough!" cried Templeton. "Don't tell me any more. I'm going."
200672.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
გალიასთან მიქანდა, ლარტყებში გაძვრა, თავსა და ტანზე ჩალა გადაიყარა და თვალთახედვიდან გაქრა.
He scampered over to the crate, crawled between the slats, and pulled straw up over him so he was hidden from sight.
200673.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– კარგი, – თქვა შარლოტმა, – ახლა ჩემი ჯერია.
"All right," said Charlotte, "I'm next."
200674.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ობობა ჰაერში გაცურდა, ძაფი გამოუშვა და რბილად დაეშვა მიწაზე.
She sailed into the air, let out a dragline, and dropped gently to the ground.
200675.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
მერე გალიის გვერდით კედელზე აცოცდა და ჭერის ფიცარში ნუჟრისგან დატოვებულ ნაჩვრეტში ჩაიმალა.
Then she climbed the side of the crate and hid herself inside a knothole in the top board.
200676.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ბებერმა ცხვარმა თავი დაიქნია: – აი, მესმის ტვირთი!
The old sheep nodded. "What a cargo!" she said.
200677.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
მაგ გალიას, სინამდვილეში, ასეთი წარწერა მოუხდებოდა: „ზაკერმენის განთქმული გოჭი და ორი უბილეთო მგზავრი“.
"That sign ought to say 'Zuckerman's Famous Pig and Two Stowaways'.
200678.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
საღორისკენ ნელა, უკუსვლით მოდიოდა დიდი სატვირთო მანქანა. საჭეს მისტერ არაბლი უჯდა.
The big truck with Mr. Arable at the wheel backed slowly down toward the barnyard.
200679.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ლერვი და მისტერ ზაკერმენი ფეხით მოჰყვებოდნენ.
Lurvy and Mr. Zuckerman walked alongside.
200680.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ფერნი და ეივერი ძარაზე იდგნენ და ბორტებს ეჭიდებოდნენ.
Fern and Avery were standing in the body of the truck hanging on to the sideboards.