მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200681.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– მისმინე, – უთხრა უილბურს ბებერმა ცხვარმა, – გალიას რომ გააღებენ და შიგ შეყვანას დაგიპირებენ, გაუძალიანდი!
"Listen to me," whispered the old sheep to Wilbur. When they open the crate and try to put you in, struggle!
200682.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
უბრძოლველად არ შეხვიდე.
Don't go without a tussle.
200683.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
როცა ღორს სადმე შეყვანას უპირებენ, მუდამ ჯიუტობს.
Pigs always resist when they are being loaded.
200684.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– თუ გავუძალიანდი, დავისვრები, – შეფიქრიანდა უილბური.
If I struggle I'll get dirty," said Wilbur.
200685.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ისე მოიქეცი, როგორც გეუბნები! წინააღმდეგობა გაუწიე. თუ გალიაში არხეინად შეხვედი, მისტერ ზაკერმენს მოჯადოებული ეგონები და ბაზრობაზე წასვლის შეეშინდება.
Struggle! If you were to walk into the crate without resisting, Zuckerman might think you were bewitched. He'd be scared to go to the Fair.
200686.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
თუ საჭიროა, გაუძალიანდი, ოღონდ არ დაგავიწყდეს, რომ აქ, გალიაში, მე ვიმალები და არ მინდა, ფეხი დამადგა, სახეში წიხლი ჩამაზილო, დამჟეჟო, დამლეწო, გამაბრტყელო, დამჩეჩქვო, დამალილაო, დამასახიჩრო, დამჭრა ან დამთეთქვო.
"Struggle if you must," said he, "but kindly remember that I'm hiding down here in this crate and I don't want to be stepped on, or kicked in the face, or pummeled, or crushed in any way, or squashed, or buffeted about, or bruised, or lacerated, or scarred, or biffed.
200687.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
მოკლედ, როცა მოგაწვებიან, ფრთხილად იყავი, თვალისმომჭრელო ბატონო.
Just watch what you're doing, Mr. Radiant, when they get shoving you in!
200688.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– ტემპლტონ, დაწყნარდი, – დაუცაცხანა ცხვარმა, – თავი დასწიე, მოდიან.
"Be quiet, Templeton!" said the sheep. Pull in your head-they're coming.
200689.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
უილბურ, ყველას თვალი მოსჭერი!
Look radiant, Wilbur!
200690.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
შარლოტ, ჩაიმალე!
Lay low, Charlotte!
200691.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
სატვირთო მანქანა ნელა მიადგა საღორეს და გაჩერდა.
The truck backed slowly to the pigpen and stopped.
200692.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
მისტერ არაბლმა ძრავა გამორთო, ჩამოვიდა, მანქანას შემოუარა და უკანა ბორტი გადმოხსნა.
Mr. Arable cut the motor, got out, walked around to the rear, and lowered the tailgate.
200693.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ბატები გამამხნევებლად აყიყინდნენ.
The geese cheered.
200694.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
მისის ზაკერმენი სახლიდან გამოვიდა.
Mrs. Zuckerman came walking down from the house.
200695.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ყველანი ღობესთან ჩამწკრივდნენ და ცოტა ხანს უილბურისა და მწვანე გალიის ცქერით ტკბებოდნენ.
Everybody lined up at the fence and stood for a moment admiring Wilbur and the beautiful green crate.
200696.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ვერავინ მიხვდა, რომ გალიაში უკვე იყვნენ ვირთხა და ობობა.
Nobody realized that the crate already contained a rat and a spider.
200697.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– გოჭია და რა გოჭი! – თქვა მისის არაბლმა.
"That's some pig!" said Mrs. Arable.
200698.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– უდიდებულესი! – დაამატა ლერვიმ.
"His terrific" said lurvy.
200699.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– თანაც, რა თვალისმომჭრელი! – წამოიძახა ფერნმა და ის დღე გაახსენდა, როცა უილბური დაიბადა.
"He's very radiant," said Fern, remembering the day he was born.
200700.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– ჰო, – თქვა მისის ზაკერმენმა, – ყოველ შემთხვევაში, ნაბანავებია.
"Well," said Mrs. Zuckerman, he's clean, anyway.