მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200701.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
მისტერ არაბლმა ყურადღებით შეათვალიერა უილბური.
Mr. Arable studied Wilbur carefully.
200702.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– ჰო, მშვენიერი გოჭია, – თქვა მანაც, – ვინ დაიჯერებს, რომ ნაყარში ყველაზე პატარა იყო.
"Yes, he's a wonderful pig," he said. It's hard to believe that he was the runt of the litter.
200703.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
დაკვლის დრო რომ მოუვა, ჩინებული ლორი და ბეკონი გექნება, ჰომერ!
You'll get some extra good ham and bacon, Homer, when it comes time to kill that pig."
200704.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ამ სიტყვების გაგონებაზე უილბურს კინაღამ გული გაუჩერდა.
Wilbur heard these words and his heart almost stopped.
200705.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– მგონი გული მიმდის, – გადაუჩურჩულა ბებერ ცხვარს, რომელიც იქაურობას თვალყურს ადევნებდა.
"I think I'm going to faint," he whispered to the old sheep, who was watching.
200706.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– დაიჩოქე, – ჩურჩულითვე უთხრა ცხვარმა, – სისხლი თავისკენ წაგივიდეს!
"Kneel down!" whispered the old sheep. "Let the blood rush to your head!"
200707.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
უილბური მუხლებზე დაეცა, სადღა იყო მისი თვალისმომჭრელობა!
Wilbur sank to his knees, all radiance gone.
200708.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
თვალები დაეხუჭა.
His eyes closed.
200709.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– შეხედეთ, – დაიკივლა ფერნმა, – კვდება!
"Look! " screamed Fern. "He's fading away!"
200710.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– ეი, მე მიყურეთ! – დაიძახა ეივერიმ და ოთხზე შეფორთხდა გალიაში.
"Hey, watch me!" yelled Avery, crawling on all fours into the crate.
200711.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ეივერის ფეხი ჩალაში ჩამალულ ტემპლტონს მოხვდა.
Avery's foot touched Templeton under the straw.
200712.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
„რა უთავბოლობაა!“ – გაიფიქრა ვირთხამ.
"What a mess!" thought the rat.
200713.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– მანქანა დაგორდა, მამიკო! – იყვირა ამ დროს ფერნმა.
"The truck is rolling away, Papa," said Fern.
200714.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
უმძღოლო სატვირთო მანქანა დაღმართზე მიგორავდა.
The truck, with no one at the wheel, had staned to roll downhill.
200715.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
მისტერ არაბლი საჭესთან მიქანდა და ხელის მუხრუჭი ამოსწია.
Mr. Arable dashed to the driver's seat and pulled on the emergency brake.
200716.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
მანქანა გაჩერდა.
The truck stopped.
200717.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ბატები აყიყინდნენ.
The geese cheered.
200718.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
შარლოტი მოიკუნტა და ნუჟრისგან დარჩენილ ნახვრეტში შეიკუნჭა, ეივერიმ არ დამინახოსო.
Charlotte crouched and made herself as small as possible in the knothole, so A very wouldn't see her.
200719.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– ახლავე გამოდი მანდედან! – დაუტატანა მისის არაბლმა.
"Come out at once! " cried Mrs. Arable.
200720.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ეივერი ოთხით გამოფოფხდა და უილბურს დაეჭყანა.
Avery crawled out of the crate on hands and knees, making faces at Wilbur.