მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200721.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
უილბურმა გონება დაკარგა.
Wilbur fainted away.
200722.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– გოჭს გული წაუვიდა! – დაიძახა მისის ზაკერმენმა, – წყალი შეასხით!
"The pig has passed out," said Mrs. Zuckerman. "Throw water on him!"
200723.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ლერვი გაიქცა, რომ ვედროთი წყალი მოეტანა, ფერნი საღორეში გადაძვრა და უილბურის გვერდით ჩაიმუხლა.
Lurvy ran for a pail of water. Fern climbed into the pen and knelt by Wilbur's side.
200724.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– მზემ დაჰკრა, – თქვა ზაკერმენმა, – ისე ცხელა, ვერ გაუძლო.
"It's sunstroke," said Zuckerman. "The heat is too much for him."
200725.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– იქნებ მოკვდა? – თქვა ეივერიმ.
"Maybe he's dead," said Avery.
200726.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ეივერი დედას დაემორჩილა და ისევ სატვირთო მანქანის ძარაზე აცოცდა, აქედან ყველაფერს უკეთესად დავინახავო.
Avery obeyed his mother and climbed into the back of the truck so he could see better.
200727.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ამასობაში ლერვიმ ცივი წყალი მოიტანა და უილბურს შეასხა.
Lurvy returned with cold water and dashed it on Wilbur.
200728.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– მეც შემასხი! – ჩამოსძახა ეივერიმ, – მეც მცხელა!
"Throw some on me!" cried Avery. "I'm hot, too."
200729.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– გაჩუმდი! – დაუყვირა ფერნმა, – გა-ჩუმ-დი! – და თვალზე ცრემლი მოადგა.
"Oh, keep quiet!" hollered Fern. "Keep qui-et!" Her eyes were brimming with tears.
200730.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ცივმა წყალმა უილბური გონს მოიყვანა.
Wilbur, feeling the cold water, came to.
200731.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ნელა წამოდგა. ბატები გამამხნევებლად ყიყინებდნენ.
He rose slowly to his feet, while the geese cheered.
200732.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– ადგა! – თქვა მისტერ არაბლმა, – ეტყობა, ისეთი არაფერი სჭირდა.
"He's up!" said Mr. Arable. "I guess there's nothing wrong with him."
200733.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– მშია, – თქვა ეივერიმ, – დაშაქრული ვაშლი მინდა!
"I'm hungry" said Avery. "I want a candied apple".
200734.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– უილბური კარგად არის, – თქვა ფერნმა, – შეგვიძლია წავიდეთ.
"Wilbur's all right now," said Fern. We can start.
200735.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ეშმაკის ბორბალზე მინდა დაჯდომა.
I want to take a ride in the Ferris wheel.
200736.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ზაკერმენმა, არაბლმა და ლერვიმ გოჭს ხელი სტაცეს და მიაწვნენ, რომ გალიაში თავით შეეყვანათ.
Mr. Zuckerman and Mr. Arable and Lurvy grabbed the pig and pushed him headfirst toward the crate.
200737.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
უილბური გაუძალიანდა.
Wilbur began to struggle.
200738.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
რაც უფრო ღონივრად აწვებოდნენ, მით უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა.
The harder the men pushed, the harder he held back.
200739.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ეივერი ჩამოხტა და კაცებს მიეშველა, უილბური კი ბორგავდა და ღრუტუნებდა.
Avery jumped down and joined the men. Wilbur kicked and thrashed and grunted.
200740.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– ამ გოჭს არაფერი სჭირს! – ხალისიანად თქვა მისტერ ზაკერმენმა და უილბურს მუხლით მიაწვა, – აბა, ერთად, ბიჭებო!
"Nothing wrong with this pig," said Mr. Zuckerman cheerfully, pressing his knee against Wilbur's behind. All together, now, boys!