მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200741.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ერთიც გაიჭირვეს და, როგორც იქნა, გალიაში შეაგდეს.
With a final heave they jammed him into the crate.
200742.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ლერვიმ გალიის გამოსასვლელს გარდიგარდმო რამდენიმე ფიცარი მიაჭედა, რომ უილბური უკან ვეღარ გამოსულიყო.
Lurvy nailed some boards across the end, so Wilbur couldn't back out.
200743.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
კაცებმა ძალ-ღონე მოიკრიბეს, ასწიეს გალია და სატვირთო მანქანაზე დადეს.
Then, using all their strength, the men picked up the crate and heaved it aboard the truck.
200744.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
რა იცოდნენ, რომ ჩალაში ვირთხა იმალებოდა, ნუჟრის ხვრელში კი – დიდი ნაცრისფერი ობობა.
They did not know that under the straw was a rat, and inside a knothole was a big grey spider.
200745.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
გოჭის გარდა, ვერავის ხედავდნენ.
They saw only a pig.
200746.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
– აბა, ყველანი ადგილებზე! – ბრძანა მისტერ არაბლმა და ძრავა ჩართო.
"Everybody in!" called Mr. Arable. He started the motor.
200747.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ქალები გვერდით მიუსხდნენ, მისტერ ზაკერმენი, ლერვი, ფერნი და ეივერი კი ძარაზე აძვრნენ და გვერდით ბორტებს ჩაეჭიდნენ.
The ladies climbed in beside him. Mr. Zuckerman and Lurvyand Fern and Avery rode in back, hanging onto the sideboards.
200748.
შარლოტის ქსელი | თავი XVI, ბაზრობისკენ
ბატებმა ყიყინი კიდევ ერთხელ მორთეს, ბავშვებმაც გამოსამშვიდობებლად ჟივილ-ხივილი ატეხეს და ყველანი ბაზრობისკენ დაიძრნენ.
The geese cheered. The children answered their cheer, and away went everybody to the Fair.
200749.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
ბაზრობას რომ მიუახლოვდნენ, მუსიკის ხმა შემოესმათ და ცაში მოტრიალე ეშმაკის ბორბალი დაინახეს; სარწყავი ეტლით დანამული საცხენოსნო ბილიკის მტვრისა და ახლად შემწვარი ჰამბურგერების სუნი ეცათ, ჰაერში მოლივლივე ბუშტები შენიშნეს და ბაკებიდან ცხვრების ბღავილი შემოესმათ.
When they pulled into the Fair Grounds, they could hear music and see the Ferris wheel turning in the sky. They could smell the dust of the race track where the sprinkling cart had moistened it; and they could smell hamburgers frying and see balloons aloft. They could hear sheep blatting in their pens.
200750.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
ამ დროს რეპროდუქტორიდან მქუხარე ხმამ გამოაცხადა: – ყურადღება, ყურადღება!
An enormous voice over the loudspeaker said: Attention, please!
200751.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
H-2439 ნომრის მქონე „პონტიაკის“ მფლობელს ვთხოვთ მოაშოროს მანქანა ფოიერვერკების ფარდულს!
Will the owner of a Pontiac car, license number H-2439, please move your car away from the fireworks shed!"
200752.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– ცოტა ფული მომეცით, რა! – ითხოვა ფერნმა.
"Can I have some money?" asked Fern.
200753.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– ბორბალს დავატრიალებ და თუ იმ ციფრთან გაჩერდა, სადაც საჭიროა, თოჯინას მოვიგებ.
"I'm going to win a doll by spinning a wheel and it will stop at the right number."
200754.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– მე რეაქტიულ თვითმფრინავში ჩავჯდები და ვინმეს დავაჯახებ!
"I'm going to steer a jet plane and make it bump into another one."
200755.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– ბუშტს მიყიდით? – განაგრძობდა ფერნი.
"Can I have a balloon?" asked Fern.
200756.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– ნაყინი, ჩიზბურგერი და ჟოლოს გაზიანი წყალი მინდა, რა? – აჰყვა ეივერი.
"Can I have a frozen custard and a cheeseburger and some raspberry soda pop?" asked Avery.
200757.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– ბავშვებო, წყნარად იყავით, სანამ გოჭს ჩამოვიყვანთ, – უთხრა ორივეს მისის არაბლმა.
"You children be quiet till we get the pig unloaded," said Mrs. Arable.
200758.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– გაუშვი, გაერთონ, – ჩაერია მისტერ არაბლი, – ბაზრობა წელიწადში ერთხელ იმართება, ბევრჯერ ხომ არა!
"Let's let the children go off by themselves," suggested Mr. Arable.
200759.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
უცებ არ დახარჯოთ.
Don't spend it all the first few minutes.
200760.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
შუადღისას მანქანასთან მოდით და ერთად ვისადილოთ.
And be back here at the truck at noontime so we can all have lunch together.