მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200761.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
იცოდეთ, ბევრი სისულელე არ ჭამოთ და მუცელი არ აიტკივოთ.
And don't eat a lot of stuff that's going to make you sick to your stomachs.
200762.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– თუ საქანელებზე დასხდებთ, მაგრად მოეჭიდეთ. მაგრად მოეჭიდეთ-მეთქი, გესმით? – გააფრთხილა შვილები მისის არაბლმა.
"And if you go in those swings," said Mrs. Arable, you hang on tight! You hang on very tight. Hear me?
200763.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– არ დაიკარგოთ! – დაუმატა მისტერ ზაკერმენმა.
"And don't get lost!" said Mrs. Zuckerman.
200764.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– არ მოითხუპნოთ!
"And don't get dirty!"
200765.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– მზემ არ დაგკრათ! – გაახსენდა დედას.
"Don't get overheated!" said their mother.
200766.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– ჯიბის ქურდებს უფრთხილდით! – დაუმატა მამამ.
"Watch out for pickpockets!" cautioned their father.
200767.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– ცხენებს რომ გამოიყვანენ, ბილიკზე არ გადაირბინოთ! – მიაძახა მისის ზაკერმენმა.
"And don't cross the race track when the horses are coming!" cried Mrs. Zuckerman.
200768.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
ბავშვებმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და კუნტრუშით წავიდნენ კარუსელის, საოცარი მუსიკის, საოცარი თავგადასავლისა და საოცარი სიამოვნებისკენ, ატრაქციონების საოცარ რიგში, სადაც მშობლები დარაჯად არ ედგებოდნენ და ჭკუას არ დაარიგებდნენ, სადაც ლაღად და თავისუფ ლად იქნებოდნენ და თავიანთ ჭკუაზე გაერთობოდნენ.
The children grabbed each other by the hand and danced off in the direction of the merry-go-round, toward the wonderful music and the wonderful adventure and the wonderful excitement, into the wonderful midway where there would be no parents to guard them and guide them, and where they could be happy and free and do as they pleased.
200769.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
ადამიანები წავიდნენ თუ არა, შარლოტი უილბურს მი უბრუნდა.
As soon as the people were gone, Charlotte spoke to Wilbur.
200770.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– ასეთს რას ხედავ? – ჰკითხა უილბურმა.
"What do you see?" asked Wilbur.
200771.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– მეზობელ საღორეში ერთი უშველებელი ღორია. მე მგონი, ზომა-წონით ვერ შეედრები.
"There's a pig in the next pen and he's enormous. I'm afraid he's much bigger than you are."
200772.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– იქნებ ჩემზე უფროსია და გასაზრდელად მეტი დრო ჰქონდა? – ივარაუდა უილბურმა და თვალზე ცრემლი მოადგა.
"Maybe he's older than I am, and has had more time to grow," suggested Wilbur. Tears began to come to his eyes.
200773.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– დავეშვები და ახლოდან შევხედავ, – თქვა შარლოტმა.
"I'll drop down and have a closer look," Charlotte said.
200774.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
მერე ცოცვით გაჰყვა კოჭს, მეზობელი საღორის თავზე გავიდა, ძაფით დაეშვა და ზედ უზარმაზარი ღორის დინგის წინ აქანავდა ჰაერში.
Then she crawled along a beam till she was directly over the next pen. She let herself down on a dragline until she hung in the air just in front of the big pig's snout.
200775.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– რა გქვია? – ჰკითხა თავაზიანად.
"May I have your name?" she asked, politely.
200776.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
ღორი მიაშტერდა.
The pig stared at her.
200777.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– სახელი არა მაქვს, – დაიღრუტუნა ბოხი, როხროხა ხმით, – ძია დამიძახე და ეგ იქნება.
"No name," he said in a big, hearty voice. "Just call me Uncle."
200778.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– კარგი, ძია, – მიუგო შარლოტმა, – დაბადების თარიღსაც ხომ ვერ მეტყოდი?
"Very well, Unclel' replied Charlotte. What is the date of your birth?
200779.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
გაზაფხულის გოჭი ხარ?
Are you a spring pig?
200780.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– გაზაფხულის გოჭი ვარ, მაშ ვინ ვიქნები, – დაიქუხა ძიამ, – გაზაფხულის წიწილა ხომ არა?
"Sure I'm a spring pig," replied Uncle. What did you think I was, a spring chicken?