მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200781.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
ჰა-ჰა! ხომ კარგად ვიხუმრე, დაიკო?
Haw, haw-that's a good one, eh, Sister?
200782.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– საშუალოდ, – უპასუხა შარლოტმა, – რომ არ მოგატყუო, უკეთესი ხუმრობაც მსმენია.
"Mildly funny," said Charlotte. I've heard funnier ones, though.
200783.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
გამიხარდა შენი გაცობა, ახლა კი ჩემი წასვლის დროა.
Glad to have met you, and now I must be going.
200784.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
ნელა ავიდა მაღლა და უილბურის საღორეში დაბრუნდა.
She ascended slowly and returned to Wilbur's pen.
200785.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
ერთი რამ კი აშკარაა – დიდი უსიამოვნო ვინმე ბრძანდება: უტიფარია, მყვირალა და სულელურად ხუმრობს.
One thing is certain, he has a most unattractive personality. He is too familiar, too noisy, and he cracks weak jokes.
200786.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
თანაც, ვერც სისუფთავით მოვა შენთან და ვერც თავაზიანობით.
Also, he's not anywhere near as clean as you are, nor as pleasant.
200787.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
ორიოდე სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს და თვალში არ მომივიდა, ოღონდ იცოდე, უილბურ, მისი ზომა-წონის პატრონს ძნელად თუ აჯობებ.
I took quite a dislike to him in our brief interview. He's going to be a hard pig to beat, though, Wilbur, on account of his size and weight.
200788.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
მაგრამ მე დაგეხმარები და საწადელს მაინც მივაღწევთ.
But with me helping you, it can be done.
200789.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– აბლაბუდა როდის უნდა მოქსოვო? – ჰკითხა უილბურმა.
"When are you going to spin a web?" asked Wilbur.
200790.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– დღეს საღამოს, თუ ძალიან დაღლილი არ ვიქნები, – მიუგო შარლოტმა, – ამ ბოლო დროს სულ ცოტა საქმეც კი მღლის.
"This afternoon, late, if I'm not too tired," said Charlotte. The least thing tires me these days.
200791.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
უილბურმა მეგობარს ახედა: შეშუპებული და მოშვებული ჩანდა.
Wilbur looked at his friend. She looked rather swollen and she seemed listless.
200792.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– ძალიან ვწუხვარ, რომ შეუძლოდ ხარ, შარლოტ, – უთხრა, – აბლაბუდა რომ მოქსოვო და ერთი-ორი ბუზი დაიჭირო, იქნებ მომჯობინდე.
"I'm awfully sorry to hear that you're feeling poorly, Charlotte," he said. "Perhaps if you spin a web and catch a couple of flies you'll feel better."
200793.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– შეიძლება, – დაქანცული ხმით დაეთანხმა შარლოტი, – მაგრამ ისე ვარ, როგორც მიწურული დღე.
"Perhaps," she said, wearily. "Perhaps," she said, wearily. "But I feel like the end of a long day."
200794.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
ჭერზე თავდაყირა ჩამოეკიდა და დასაძინებლად მოემზადა, უილბური კი შეფიქრიანებული დატოვა.
Clinging upside down to the ceiling, she settled down for a nap, leaving Wilbur very much worried.
200795.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
ათობით ადამიანი ჩერდებოდა, უყურებდა უილბურს და მისი აბრეშუმივით თეთრი ბეწვით, დაგრეხილი კუდითა და კეთილი, უდიდებულესი იერით ტკბებოდა.
Dozens and dozens of strangers stopped to stare at him and to admire his silky white coat, his curly tail, his kind and radiant expression.
200796.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– თან, შარლოტიც რომ შეუძლოდ გახდა... – ფიქრობდა, – ოჰ, ღმერთო.
"And now, with Charlotte not feeling well ..." he thought. "Oh, dear!"
200797.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
ტემპლტონს მთელი დილა ფეხის გაუნძრევლად ეძინა ჩალაში.
All morning Templeton slept quietly under the straw.
200798.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
შუადღისას ზაკერმენები და არაბლები საღორესთან დაბრუნდნენ.
At noon the Zuckermans and the Arables returned to the pigpen.
200799.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
ცოტა ხანში ფერნი და ეივერიც გამოჩნდნენ: ფერნს სათამაშო მაიმუნი ჩაეხუტებინა და ტკბილ ბატიბუტს აკნატუნებდა, ეივერის ყურზე ბუშტი მიება და დაშაქრულ ვაშლს შეექცეოდა.
Then, a few minutes later, Fern and Avery showed up. Fern had a monkey doll in her arms and was eating Crackerjack. Avery had a balloon tied to his ear and was chewing a candied apple.
200800.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– ცხელა, არა? – თქვა მისის ზაკერმენმა.
"Isn't it hot?" said Mrs. Zuckerman.