მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200801.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– საშინლად! – აჰყვა მისის არაბლი და საყინულის რეკლამა მარაოსავით დაინიავა.
"It's terribly hot," said Mrs. Arable, fanning herself with an advenisement of a deep freeze.
200802.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
ყველანი რიგრიგობით აძვრნენ მანქანაში და საუზმის კოლოფები გახსნეს.
One by one they climbed into the truck and opened lunch boxes.
200803.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
მზე ისე აცხუნებდა, არავის შიოდა.
The sun beat down on everything. Nobody seemed hungry.
200804.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– ჟიური როდის გადაწყვეტს უილბურის ამბავს? – იკითხა მისის ზაკერმენმა.
"When are the judges going to decide about Wilbur?" asked Mrs. Zuckerman.
200805.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– ხვალამდე არა, – მიუგო მისტერ ზაკერმენმა.
"Not till tomorrow," said Mr. Zuckerman.
200806.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
ლერვიც მოვიდა და მოგებული ინდური შალის საბანი მოიტანა.
Lurvy appeared, carrying an Indian blanket that he had won.
200807.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
– რა ბედზე მოგვისწრო მაგ საბანმა! – გაუხარდა ეივერის.
"That's just what we need," said Avery.
200808.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
ბავშვები საბნის ქვეშ ჩრდილში დასხდნენ და სული მოითქვეს.
The children sat in the shade, under the blanket, and felt better.
200809.
შარლოტის ქსელი | თავი XVII, ძია
წაიხემსეს, დაწვნენ და დაეძინათ.
After lunch, they stretched out and fell asleep.
200810.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
საღამოს სიგრილეში, როცა ბაზრობაზე ჩრდილები ჩამუქდა, ტემპლტონი გალიიდან გამოძვრა და გაიხედ-გამოიხედა.
In the cool of the evening, when shadows darkened the Fair Grounds, Templeton crept from the crate and looked around.
200811.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
უილბურს ჩალაზე ეძინა, შარლოტი აბლაბუდას ქსოვდა.
Wilbur lay asleep in the straw. Charlotte was building a web.
200812.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ყნოსვამახვილმა ტემპლტონმა ჰაერში ბევრი გემრიელი სუნი გაარჩია.
Templeton's keen nose detected many fine smells in the air.
200813.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
შიოდა და სწყუროდა.
The rat was hungry and thirsty.
200814.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
გადაწყვიტა სანოვაგის საძებრად წასულიყო.
He decided to go exploring.
200815.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
არავისთვის არაფერი უთქვამს, ისე გაუდგა გზას.
Without saying anything to anybody, he started off.
200816.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– სიტყვა წამომიღე! – მიაძახა შარლოტმა, – ამ საღამოს უკანასკნელად დავწერ.
"Bring me back a word! " Charlotte called after him. "I shall be writing tonight for the last time.''
200817.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ვირთხამ რაღაც ჩაიბურტყუნა და ბინდში გაუჩინარდა: არ ეპიტნავებოდა, მოჯამაგირესავით რომ ექცეოდნენ.
The rat mumbled something to himself and disappeared into the shadows. He did not like being treated like a messenger boy.
200818.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
იმ დღის ხვატის შემდეგ საღამო ყველას შვებად მოევლინა.
After the heat of the day, the evening came as a welcome relief to all.
200819.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ეშმაკის ბორბალი გაენათებინათ, ცაში ტრიალებდა და, დღისით რომ იყო, ორი იმსიმაღლე ჩანდა.
The Ferris wheel was lighted now. It went round and round in the sky and seemed twice as high as by day.
200820.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
გაჩახჩახებული ატრაქციონებიდან სათამაშო ავტომატების ჩხაკუნი, კარუსელის მუსიკა და ბინგოს ფარდულში ციფრების დამძახებლის ხმა ისმოდა.
There were lights on the midway, and you could hear the crackle of the gambling machines and the music of the merry-go-round and the voice of the man in the beano booth calling numbers.