მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200821.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
გამოძინებული ბავშვები მოცოცხლდნენ.
The children felt refreshed after their nap.
200822.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ფერნი თავის მეგობარ ჰერნი ფასის შეხვდა, იმან ეშმაკის ბორბალზე დაპატიჟა და ბილეთიც კი უყიდა, ასე რომ ფერნს არაფერი დახარჯვია.
Fern met her friend Henry Fussy, and he invited her to ride with him in the Ferris wheel. He even bought a ticket for her, so it didn't cost her anything.
200823.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
როცა მისის არაბლმა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა და ჰენრი ფასის გვერდით მჯდარი, მაღლა-მაღლა მიმავალი თავისი პატარა გოგო დაინახა, როცა დაინახა, რა ბედნიერი იყო ფერნი, მხოლოდ თავი გააქნია.
When Mrs. Arable happened to look up into the starry sky and saw her little daughter sitting with Henry Fussy and going higher and higher into the air, and saw how happy Fern looked, she just shook her head.
200824.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ტემპლტონი თვალში არავის მოხვედრია.
Templeton kept out of sight.
200825.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
საღორის უკან, მაღალ ბალახში, საუზმის ნარჩენებით სავსე დახვეული გაზეთი იპოვა.
In the tall grass behind the cattle barn he found a folded newspaper.
200826.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
შიგ ვიღაცის საუზმის ნამუსრევი იყო: ცხარე სანელებლებით შეკაზმული ლორიანი სენდვიჩი, შვეიცარიული ყველის ნატეხი, მაგრად მოხარშული კვერცხის ნარჩენი და ჭიანი ვაშლის გული.
Inside it were leftovers from somebody's lunch: a deviled ham sandwich, a piece of Swiss cheese, part of a hard-boiled egg, and the core of a wormy apple.
200827.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ვირთხა შეძვრა გაზეთში და ყველაფერი შესანსლა.
The rat crawled in and ate everything.
200828.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
მერე იმავე გაზეთიდან რაღაც სიტყვა მოხია, მრგვლად დაახვია და უილბურის საღორისკენ გაბრუნდა.
Then he tore a word out of the paper, rolled it up, and started back to Wilbur's pen.
200829.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ტემპლტონი რომ მოვიდა და გაზეთის ნაგლეჯი მოიტანა, შარლოტს ქსელი თითქმის დაესრულებინა და შუაში ადგილი დაეტოვებინა.
Charlotte had her web almost finished when Templeton returned, carrying the newspaper clipping. She had left a space in the middle of the web.
200830.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ისეთი დრო იყო, საღორესთან არავინ ჩანდა: ვირთხა, ობობა და გოჭი მარტონი იყვნენ.
At this hour, no people were around the pigpen, so the rat and the spider and the pig were by themselves.
200831.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– იმედი მაქვს, კარგი სიტყვა მოიტანე, – უთხრა შარლოტმა, – ეს ბოლოა, ამის შემდეგ არც ერთ სიტყვას აღარ დავწერ.
"I hope you brought a good one," Charlotte said. "It is the last word I shall ever write."
200832.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– აი, – უთხრა ტემპლტონმა და გაზეთი გაშალა.
"Here," said Templeton, unrolling the paper.
200833.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– რა წერია? – ჰკითხა შარლოტმა, – შენ უნდა წამიკითხო.
"What does it say?" asked Charlotte. "You'll have to read it for me."
200834.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– „თავმდაბალი“, – მიუგო ვირთხამ.
"It says 'Humble,' " replied the rat.
200835.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– „თავმდაბალი?“ – ჰკითხა შარლოტმა, – ამ სიტყვას ორი მნიშვნელობა აქვს: ერთი მხრივ, „არაამპარტავანს“ ნიშნავს, მეორე მხრივ კი – „ისეთ დაბალს, რომ თავი მიწასთან ახლოს აქვს“.
"Humble? " said Charlotte. 'Humble' has two meanings. It means 'not proud' and it means 'near the ground.'
200836.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ჰო, ზუსტად საუილბურე სიტყვაა.
That's Wilbur all over.
200837.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
არც ამპარტავანია და თავიც მიწასთან ახლოს აქვს.
He's not proud and he's near the ground.
200838.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– ჰოდა, კარგია, თუ კმაყოფილი ხარ, – დამცინავად ჩაიქირქილა ვირთხამ, – სულ რაღაცის მიტან-მოტანაში ხომ არ უნდა ვიყო.
Well, I hope you're satisfied, sneered the rat. I'm not going to spend all my time fetching and carrying.
200839.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ბაზრობაზე გასართობად წამოვედი, გაზეთების სატარებლად კი არა!
I came to this Fair to enjoy myself, not to deliver papers.
200840.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– დიდად დამეხმარე, – შეაქო შარლოტმა, – გაიქეცი, ბაზრობაზე კიდევ ბევრი გასართობი გელის.
"You've been very helpful," Charlotte said. Run along, if you want to see more of the Fair.''