მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200841.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ვირთხამ კბილები დაკრიჭა: – ამაღამ განცხრომის ღამე მექნება.
The rat grinned. I'm going to make a night of it, he said.
200842.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
მართალს ამბობდა ბებერი ცხვარი: ბაზრობა, დიახაც, რომ ვირთხების სამოთხე ყოფილა.
The old sheep was right-this Fair is a rat's paradise.
200843.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
რა საჭმელი! რა სასმელი!
What eating! And what drinking!
200844.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
რა დასამალი და სანადირო ადგილები!
And everywhere good hiding and good hunting.
200845.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ნახვამდის, ჩემო თავმდაბალო უილბურ!
Bye, bye, my humble Wilbur!
200846.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
მშვიდობით ბრძანდებოდე, შარლოტ, შე ბებერო ინტრიგანო.
Fare thee well, Charlotte, you old schemer!
200847.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ამაღამდელი ღამე მთელი ჩემი ვირთხული ცხოვრება მემახსოვრება!
This will be a night to remember in a rat's life.
200848.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
და ტემპლტონი ჩრდილებში გაუჩინარდა.
He vanished into the shadows.
200849.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
შარლოტი საქმეს დაუბრუნდა.
Charlotte went back to her work.
200850.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
კარგად ჩამობნელებულიყო.
It was quite dark now.
200851.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
მოშორებით შუშხუნები აუშვეს: რაკეტები ცაში ცეცხლოვან ბურთებს ფანტავდნენ.
In the distance, fireworks began going off-rockets, scattering fiery balls in the sky.
200852.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
სანამ არაბლები, ზაკერმენები და ლერვი მაყურებელთა ტრიბუნიდან დაბრუნდებოდნენ, შარლოტს აბლაბუდა დამთავრებული ჰქონდა.
By the time the Arables and the Zuckennans and Lurvy returned from the grandstand, Charlotte had finished her web.
200853.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
შუაგულში კოხტად ჩაექსოვა სიტყვა „თავმდაბალი“, თუმცა სიბნელეში არავის შეუნიშნავს.
The word HUMBLE was woven neatly in the center. Nobody noticed it in the darkness.
200854.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ყველანი დაქანცულები და კმაყოფილები იყვნენ.
Everyone was tired and happy.
200855.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ლერვიმ უილბურს ფიწლით ახალი ჩალა შეუყარა, მისტერ არაბლმა კი ხელი მოუთათუნა: – ჩვენი წასვლის დროა, – უთხრა, – ხვალამდე.
Lurvy gave Wilbur a forkful of fresh straw. Mr. Arable patted him. "Time for us to go home," he said to the pig. "See you tomorrow."
200856.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
უფროსები დინჯად ავიდნენ მანქანაში და უილბურს ჯერ ძრავის ხმა მოესმა, მერე კი გაიგონა, რა ნელა წავიდა მანქანა.
The grownups climbed slowly into the truck and Wilbur heard the engine start and then heard the truck moving away in low speed.
200857.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
შარლოტი რომ არა, თავს ძალიან ეულად იგრძნობდა და სახლი მოენატრებოდა.
He would have felt lonely and homesick, had Charlotte not been with him.
200858.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
როცა შარლოტი გვერდით ჰყავდა, მარტოობა არ აწუხებდა.
He never felt lonely when she was near.
200859.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
შორიდან ისევ ისმოდა კარუსელის მუსიკის ხმა.
In the distance he could still hear the music of the merry-go-round.
200860.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ძილი რომ მოერია, შარლოტს გამოელაპარაკა: – კიდევ მიმღერე ნაკელისა და სიბნელის სიმღერა, კარგი? – შეეხვეწა.
As he was dropping off to sleep he spoke to Charlotte. "Sing me that song again, about the dung and the dark," he begged.