მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200861.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– დღეს ვერა, – ხმადაბლა მიუგო შარლოტმა, – ძალიან დაღლილი ვარ.
"Not tonight," she said in a low voice. "I'm too tired."
200862.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
მისი ხმა თითქოს აბლაბუდიდან კი არა, სხვა ადგილიდან მოდიოდა.
Her voice didn't seem to come from her web.
200863.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– სად ხარ? – ჰკითხა უილბურმა, – ვერ გხედავ.
"Where are you? " asked Wilbur. I can't see you.
200864.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
აბლაბუდაზე არ ხარ?
Are you on your web?
200865.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– აბლაბუდაზე რატომ არ ზიხარ? – დაინტერესდა უილბური, – იქაურობას თითქმის არ შორდები.
"Why aren't you on your web? " asked Wilbur. "You almost never leave your web."
200866.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
უილბურმა თვალები დახუჭა.
Wilbur closed his eyes.
200867.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– შარლოტ, – უთხრა ცოტა ხანში, – შენი აზრით, ზაკერმენი მართლა ცოცხალს დამტოვებს და, როცა აცივდება, არ დამკლავს?
"Charlotte," he said, after a while, do you really think Zuckerman will let me live and not kill me when the cold weather comes?
200868.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
მართლა ეგრე გგონია?
Do you really think so?
200869.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– რა თქმა უნდა, – უპასუხა შარლოტმა, – შენ ხომ განთქმული და კარგი გოჭი ხარ.
"Of course," said Charlotte. You are a famous pig and you are a good pig.
200870.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ხვალ, სავარაუდოდ, ჯილდოს მიიღებ და შენს ამბავს მთელი მსოფლიო გაიგებს.
Tomorrow you will probably win a prize. The whole world will hear about you.
200871.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ზაკერმენი შენით იამაყებს.
Zuckerman will be proud and happy to own such a pig.
200872.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
არაფრის შეგეშინდეს, უილბურ, და არაფერზე იდარდო.
You have nothing to fear, Wilbur-nothing to worry about.
200873.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
იქნებ სულ იცოცხლო და იცოცხლო – ვინ იცის?
Maybe you'll live forever-who knows?
200874.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ახლა კი დაიძინე.
And now, go to sleep.
200875.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
წუთით სიჩუმე ჩამოწვა, შემდეგ ისევ უილბურის ხმა გაისმა: – მანდ რას აკეთებ, შარლოტ?
For a while there was no sound. Then Wilbur's voice: "What are you doing up there, Charlotte?"
200876.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– რაღაცას, – უპასუხა მან, – როგორც ყოველთვის, რაღაცას ვაკეთებ.
"Oh, making something," she said. "Making something, as usual".
200877.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– მე მიკეთებ? – ჰკითხა უილბურმა.
"Is it something for me? " asked Wilbur.
200878.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– არა, – უპასუხა შარლოტმა, – ამჯერად ჩემს თავს.
"No," said Charlotte. "It's something for me, for a change."
200879.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– გეხვეწები, მითხარი რა არის, – სთხოვა უილბურმა.
"Please tell me what it is," begged Wilbur.
200880.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– დილით გეტყვი, – უპასუხა შარლოტმა, – როცა ცას ნათელი შეეპარება და ბეღურები აჟივჟივდებიან, როცა ძროხები ჯაჭვებს ააჩხარუნებენ, მამალი იყივლებს და ვარსკვლავები გამქრქალდებიან, როცა გზატკეცილზე პირველი მანქანები აჩურჩულდებიან, ამოიხედე და რაღაცას გაჩვენებ.
"I'll tell you in the morning," she said. When the first light comes into the sky and the sparrows stir and the cows rattle their chains, when the rooster crows and the stars fade, when early cars whisper along the highway, you look up here and I'll show you some thing.