მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200881.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ჩემს შედევრს გაჩვენებ.
I will show you my masterpiece.
200882.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
სანამ წინადადებას დაასრულებდა, უილბურს ჩაეძინა.
Before she finished the sentence, Wilbur was asleep.
200883.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ისე სუნთქავდა, შარლოტი მიხვდა, რომ ჩალაში ჩაფლულს უშფოთველად ეძინა.
She could tell by the sound of his breathing that he was sleeping peacefully, deep in the straw.
200884.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
მრავალი კილომეტრის იქით, არაბლების სახლში, კაცები სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ, კომპოტიდან ამოღებულ ატამს შეექცეოდნენ და დღის ამბებზე მასლაათობდნენ.
Miles away, at the Arables' house, the men sat around the kitchen table eating a dish of canned peaches and talking over the events of the day.
200885.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
მეორე სართულზე ეივერის უკვე ეძინა, ფერნს კი მისის არაბლი საბნის კიდეებს უკეცავდა.
Upstairs, Avery was already in bed and asleep. Mrs. Arable was tucking Fern into bed.
200886.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– კარგი დრო გაატარე ბაზრობაზე? – ჰკითხა ქალიშვილს და აკოცა.
"Did you have a good time at the Fair?" she asked as she kissed her daughter.
200887.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
ფერნმა თავი დაუქნია: – რაც თავი მახსოვს, ასეთი კარგი დრო არასოდეს არსად გამიტარებია.
Fern nodded. "I had the best time I have ever had anywhere or any time in all of my whole life."
200888.
შარლოტის ქსელი | თავი XVIII, საღამოს სიგრილე
– ძალიან კარგი! – გაუღიმა მის არაბლმა, – მაგას რა სჯობს.
"Well!" said Mrs. Arable. "Isn't that nice! "
200889.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
მეორე დილით, როცა ცას ნათელი შეეპარა და ბეღურები აჟივჟივდნენ, როცა ძროხებმა ჯაჭვები ააჩხარუნეს, მამალმა იყივლა და ვარსკვლავები გამქრქალდნენ, როცა გზატკეცილზე პირველი მანქანები აჩურჩულდნენ, უილბურს გაეღვიძა და შარლოტს დაუწყო ძებნა.
Next morning when the first light came into the sky and the sparrows stirred in the trees, when the cows rattled their chains and the rooster crowed and the early automobiles went whispering along the road, Wilbur awoke and looked for Charlotte.
200890.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
საღორის ბოლოს, ზედა კუთხეში მიაგნო.
He saw her up overhead in a comer near the back of his pen.
200891.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
თითქოსდა ღამის განმავლობაში დაპატარავებულიყო.
She seemed to have shrunk during the night.
200892.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
მის გვერდით უილბურმა ჭერზე მიმაგრებული უცნაური რამ დაინახა, ჩანთას თუ ჭიის პარკს ჰგავდა.
Next to her, attached to the ceiling, Wilbur saw a curious object. It was a sort of sac, or cocoon.
200893.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ატმისფერი იყო, ბამბის ნაყინი გეგონებოდათ.
It was peach-colored and looked as though it were made of cotton candy.
200894.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– გღვიძავს, შარლოტ? – ხმადაბლა იკითხა გოჭმა.
"Are you awake, Charlotte?" he said softly.
200895.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– ეს პატარა, კოხტა რაღაც რა არის?
"What is that nifty little thing?
200896.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
შენ გააკეთე?
Did you make it?
200897.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– ჰო, მე, – მისუსტებული ხმით მიუგო შარლოტმა.
"I did indeed," replied Charlotte in a weak voice.
200898.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ჩემი კვერცხსადებია, ჩემი მაგნუმ ოპუსი.
It is my egg sac, my magnum opus.
200899.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– ლათინური სიტყვაა და „ყველაზე ღირსშესანიშნავ ნაშრომს“ ნიშნავს.
"That's Latin," explained Charlotte. "It means 'great work."
200900.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ეს კვერცხსადები ჩემი ყველაზე ღირსშესანიშნავი ნაშრომია. ამაზე კარგი არაფერი გამიკეთებია.
This egg sac is my great work-the finest thing I have ever made.