მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200901.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– შიგნით რაღაა? – ჰკითხა უილბურმა, – კვერცხები?
"What's inside it?" asked Wilbur. "Eggs?"
200902.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– ხუთას თოთხმეტი ცალი, – უპასუხა შარლოტმა.
"Five hundred and fourteen of them," she replied.
200903.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– ხუთას თოთხმეტი? – გაოცდა უილბური, – ხუმრობ?! – არ ვხუმრობ. მე თვითონ დავთვალე.
"Five hundred and fourteen?" said Wilbur. You're kidding. No, I'm not. I counted them.
200904.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
დავიწყე თვლა და, ყურადღება რამეზე რომ გადამეტანა, ბოლომდე გავედი.
I got started counting, so I kept on-just to keep my mind occupied.
200905.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– რა მშვენიერი პარკუჭია! – ისე გაუხარდა უილბურს, თითქოს თვითონ მოექსოვოს.
"It's a perfectly beautiful egg sac," said Wilbur, feeling as happy as though he had constructed it himself.
200906.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– ჰო, ლამაზია, – მიუგო შარლოტმა და პარკუჭს ორი წინა ფეხი მოუთათუნა, – ყოველ შემთხვევაში, თავს დავდებ, რომ მტკიცეა.
"Yes, it is pretty," replied Charlotte, patting the sac with her two front legs. Anyway, I can guarantee that it is strong.
200907.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ყველაზე გამძლე ძაფით მოვქსოვე.
It's made out of the toughest material I have.
200908.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
თანაც, წყალგაუმტარია.
It is also waterproof.
200909.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
შიგ კვერცხები ალაგია. მუდამ სითბოსა და სიმშრალეში იქნებიან.
The eggs are inside and will be warm and dry.
200910.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– შარლოტ, – მეოცნებე იერით თქვა უილბურმა, – მართლა ხუთას თოთხმეტი შვილი გეყოლება?
Charlotte, said Wilbur dreamily, are you really going to have five hundred and founeen children?
200911.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– თუ მშვიდობა იქნება, ჰო, – მიუგო ობობამ, – თუმცა, რა თქმა უნდა, გაზაფხულამდე არ დაიბადებიან.
"If nothing happens, yes," she said. "Of course, they won't show up till next spring."
200912.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
უილბურმა შარლოტს ხმაში სევდა შეატყო.
Wilbur noticed that Charlotte's voice sounded sad.
200913.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– ასე რამ დაგაღონა?
What makes you sound so down-hearted?
200914.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
მე თუ მკითხავ, სიხარულით მეცხრე ცაზე უნდა დაფრინავდე.
I should think you'd be terribly happy about this.
200915.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– ყურადღებას ნუ მომაქცევ, – უპასუხა შარლოტმა, – უბრალოდ, ღონე აღარ მაქვს, მოწყენილი კი იმიტომ ვარ, რომ ჩემს შვილებს ვერ მოვესწრები.
"Oh, don't pay any attention to me," said Charlotte. "I just don't have much pep any more. I guess I feel sad because I won't ever see my children."
200916.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– რას ამბობ, როგორ თუ ვერ მოესწრები!
What do you mean you won't see your children!
200917.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ყველანიც მოვესწრებით.
We'll all see them.
200918.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
რა მხიარულება იქნება გაზაფხულზე ჩვენს ბოსელში, როცა აქეთ-იქით ხუთას თოთხმეტი პატარა ობობა ირბენს!
It's going to be simply wonderful next spring in the barn cellar with five hundred and fourteen baby spiders running around all over the place.
200919.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– შეიძლება, – ჩუმად თქვა შარლოტმა, – მაგრამ გული მეუბნება, წუხანდელი შრომის შედეგის ნახვა არ მიწერია.
"Maybe," said Charlotte quietly. However, I have a feeling I'm not going to see the results of last night's efforts.
200920.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
შეუძლოდ ვგრძნობ თავს.
I don't feel good at all.