მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200921.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
სიმართლე გითხრა, მიმტკნარებული ვარ.
I think I'm languishing, to tell you the truth.
200922.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
უილბური ვერ მიხვდა, „მიმტკნარებული“ რას ნიშნავდა. არ უნდოდა, შარლოტი შეეწუხებინა და ეთხოვა, ამიხსენიო, მაგრამ ისეთი შეშფოთებული იყო, იფიქრა, მოდი, მაინც ვკითხავო: – „მიმტკნარებული“ რას ნიშნავს?
Wilbur didn't understand the word "languish" and he hated to bother Charlotte by asking her to explain. But he was so worried he felt he had to ask. "What does 'languishing' mean?"
200923.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– იმას, რომ ვუძლურდები, ასაკი თავისას შვრება.
It means I'm slowing up, feeling my age.
200924.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ახალგაზრდა აღარ ვარ, უილბურ.
I'm not young any more, Wilbur.
200925.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ოღონდ, არ მინდა, ჩემზე ინერვიულო.
But I don't want you to worry about me.
200926.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
დღეს დიადი დღე გელის.
This is your big day today.
200927.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
აბლაბუდას შეხედე: დაცვარული ხომ კარგი შესახედავია?!
Look at my web-doesn't it show up well with the dew on it?
200928.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
შარლოტის ქსელი არასდროს ყოფილა ასეთი ლამაზი: ყოველ ძაფს დილის ცვრის ათობით კამკამა წვეთი აჯდა.
Charlotte's web never looked more beautiful than it looked this morning. Each strand held dozens of bright drops of early morning dew.
200929.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
აღმოსავლეთიდან წამოსულ სხივებში მკაფიოდ და გარკვევით ისახებოდა.
The light from the east struck it and made it all plain and clear.
200930.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ეს იყო დაგეგმარებისა და მშენებლობის სრულყოფილი ნიმუში.
It was a perfect piece of designing and building.
200931.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ერთ-ორ საათში გვერდით ხალხის ნაკადი ჩაუვლიდა, აღფრთოვანდებოდა, წაიკითხავდა, მერე უილბურს შეხედავდა და აღტაცებაში მოვიდოდა ამ სასწაულით.
In another hour or two, a steady stream of people would pass by, admiring it, and reading it, and looking at Wilbur, and marveling at the miracle.
200932.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
სანამ უილბური აბლაბუდას აკვირდებოდა, ორი ულვაში და წვეტიანი დრუნჩი გამოჩნდა.
As Wilbur was studying the web, a pair of whiskers and a sharp face appeared.
200933.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ტემპლტონმა ლასლასით გადაიარა საღორე და კუთხეში დაებერტყა.
Slowly Templeton dragged himself across the pen and threw himself down in a corner.
200934.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– აჰა, მოვედი! – თქვა ხრინწიანი ხმით, – რა ღამე იყო!
"I'm back," he said in a husky voice. "What a night!"
200935.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ვირთხა ისე გაბერილიყო, გუშინდელზე ორჯერ დიდი ჩანდა.
The rat was swollen to twice his normal size.
200936.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ღიპი ხილფაფის ქილასავით დამრგვალებოდა.
His stomach was as big around as a jelly jar.
200937.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– რა ღამე იყო! – ისევ ჩაიხრიწინა, – რა ქეიფი და დროსტარება!
"What a night! " he repeated, hoarsely. What feasting and carousing!
200938.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
რა ჭამა-ყლაპვა!
A real gorge!
200939.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ალბათ, ოცდაათი საუზმის ნარჩენი მაინც შევსანსლე.
I must have eaten the remains of thirty lunches.
200940.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ასეთი ნარჩენები ჩემს დღეში არ მინახავს. თან, ხომ ცხელი დღე იყო და საღამოსკენ ყველაფერი ისე კარგად გახლდათ ამჟავებულ-აყროლებული, რომ უკეთესი არ გენახოთ.
Never have I seen such leavings, and everything well-ripened and seasoned with the passage of time and the heat of the day.