მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200941.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
თითებს ჩაიკვნეტდით, მეგობრებო, თითებს!
Oh, it was rich, my friends, rich!
200942.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– გრცხვენოდეს, – ზიზღით უთხრა შარლოტმა, – ღირსი იქნები, მუცლის გვრემა აგიტყდეს.
"You ought to be ashamed of yourself," said Charlotte in disgust. "It would serve you right if you had an acute attack of indigestion."
200943.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– შენ ჩემი მუცელი ნუ გადარდებს, – არ შეეპუა ტემპლტონი, – ყველაფერს კარგად ინელებს.
"Don't worry about my stomach," snarled Templeton. It can handle anything.
200944.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ისე, ცუდი ამბავი მოგიტანეთ.
And by the way, I've got some bad news.
200945.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
იმ ბურვაკს ჩამოვუარე, თავის თავს ძიას რომ ეძახის, და დავინახე, საღორეზე ლურჯი საჭდე ჰქონდა მიკრული: გამოდის, რომ პირველი პრიზი აუღია, შენ კი წაგებული ხარ, უილბურ.
As I came past that pig next door-the one that calls himself Uncle-1 noticed a blue tag on the front of his pen. That means he has won first prize. I guess you're licked, Wilbur.
200946.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ჰოდა, დაწყნარდი: მედალს არავინ ჩამოგკიდებს.
You might as well relax -nobody is going to hang any medal on you.
200947.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
არც ის გამიკვირდება, ზაკერმენი თუ სხვა თვალით დაგიწყებს ყურებას: ერთხელაც ახლად მოხარშული ხორცი, შებოლილი ბარკალი და კრაწუნა ბეკონი მოუნდება, აიღებს დანას და მოგადგება.
Further more, I wouldn't be surprised if Zuckerman changes his mind about you. Wait till he gets hankering for some fresh pork and smoked ham and crisp bacon! He'll take the knife to you, my boy.
200948.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– გაჩუმდი, ტემპლტონ! – დაუტატანა შარლოტმა, – ისეთი გამძღარ-გაბერილი ხარ, ვერ ხვდები, რას ლაყბობ!
"Be still, Templeton!" said Charlotte. You're too stuffed and bloated to know what you're saying.
200949.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ყურადღებას ნუ მიაქცევ, უილბურ.
Don't pay any attention to him, Wilbur!
200950.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– ტემპლტონ, – უთხრა ვირთხას, – ასეთი მოთენთილი რომ არ იყო, შეამჩნევდი, რომ შარლოტმა კვერცხსადები მოქსოვა.
"Templeton," said Wilbur, if you weren't so dopey, you would have noticed that Charlotte has made an egg sac.
200951.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
მინდა გითხრა, რომ ამ ატმისფერ პარკუჭში ხუთას თოთხმეტი კვერცხი ალაგია.
For your information, there are five hundred and fourteen eggs in that peachy little sac.
200952.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– მართლა? – იკითხა ვირთხამ და კვერცხსადებისკენ საეჭვოდ გააპარა თვალი.
"Is this true?" asked the rat, eyeing the sac suspiciously.
200953.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– ჰო, მართლა, – ამოიხვნეშა შარლოტმა.
"Yes, it's true," sighed Charlotte.
200954.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– გილოცავ! – ჩაიბუტბუტა ტემპლტონმა, – არა, მართლა რა ღამე იყო!
"Congratulations! " murmured Templeton. "This has been a night!"
200955.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– თვალები დახუჭა, ზემოდან ჩალა გადაიყარა და ღრმა ძილს მიეცა.
He closed his eyes, pulled some straw over himself, and dropped off into a deep sleep.
200956.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
უილბურსა და შარლოტს გაუხარდათ, ცოტა ხნით თავი დაგვანებაო.
Wilbur and Charlotte were glad to be rid of him for a while.
200957.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
დილის ცხრაზე მისტერ არაბლის სატვირთო მანქანა ბაზრობაზე შექროლდა და უილბურის საღორესთან გაჩერდა.
At nine o'clock, Mr. Arable's truck rolled into the Fair Grounds and came to a stop at Wilbur's pen.
200958.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ყველანი გადმოვიდნენ.
Everybody climbed out.
200959.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ბავშვებმა და უფროსებმა ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და ნაწერს ააცქერდნენ.
The grownups and the children joined hands and stood there, studying the new sign.
200960.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– „თავმდაბალი“, – წაიკითხა მისტერ ზაკერმენმა, – ეს სიტყვა მართლაც რომ უილბურისთვისაა ზედგამოჭრილი!
" 'Humble,' " said Mr. Zuckerman. "Now isn't that just the word for Wilbur!"