მოიძებნა 669199 ჩანაწერი
200961.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
მართლაც, ძალზე თავმდაბლური და მადლიერი იერი ჰქონდა.
He looked very humble and very grateful.
200962.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ფერნმა შარლოტს თვალი ჩაუკრა, ლერვი კი საქმეს შეუდგა: გეჯაში თბილი სალაფავი ჩაასხა და სანამ უილბური საუზმობდა, ნაზად ფხანდა გვერდებს გლუვი ჯოხით.
Fern winked at Charlotte. Lurvy soon got busy. He poured a bucket of warm slops into the trough, and while Wilbur ate his breakfast Lurvy scratched him gently with a smooth stick.
200963.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– ერთ წუთს მოიცადეთ! – იყვირა ეივერიმ, – ამას შეხედეთ!
"Wait a minute!" cried Avery. "Look at this! "
200964.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ზაკერმენები და არაბლები საჭდეს დააცქერდნენ.
The Zuckermans and the Arables stared at the tag.
200965.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
მისის ზაკერმენს ცრემლები წასკდა.
Mrs. Zuckerman began to cry.
200966.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
სიტყვა არავის დაუძრავს.
Nobody said a word.
200967.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
საჭდეს მიაშტერდნენ, მერე – ძიას, მერე – ისევ საჭდეს.
They just stared at the tag. Then they stared at Uncle. Then they stared at the tag again.
200968.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ლერვიმ უშველებელი ცხვირსახოცი ამოიღო და ცხვირი ხმაურიანად მოიხოცა – ისე ხმაურიანად, რომ საჯინიბოში მეჯინიბე ბიჭებმაც გაიგონეს.
Lurvy took out an enormous handkerchief and blew his nose very loudso loud, in fact, that the noise was heard by stableboys over at the horse barn.
200969.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– ცოტა ფულს ვერ მომცემთ? – იკითხა ფერნმა, – ატრაქციონებზე მინდა წავიდე.
"Can I have some money?" asked Fern. "I want to go out on the midway."
200970.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– სადაც ხარ, იქ დაეტიე! – უთხრა დედამ.
"You stay right where you are!" said her mother.
200971.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– რა გლოვა-ტირილი გამართეთ? – იკითხა მისტერ ზაკერმენმა.
"What's everybody crying about?" asked Mr. Zuckerman.
200972.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– ბანაობის დროა! – მხნედ გამოაცხადა ზაკერმენმა.
"Bath time!" said Zuckerman, cheerfully.
200973.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ის, მისის ზაკერმენი და ეივერი უილბურის საღორეში გადაძვრნენ.
He and Mrs. Zuckerman and Avery climbed into Wilbur's pen.
200974.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ეივერიმ ნელა დაასხა უილბურს დო თავზე და ზურგზე, და სანამ დო ფერდებსა და ლოყებზე ჩამოსწანწკარებდა, მისტერ და მისის ზაკერმენმა ჯაგარსა და კანში შეაზილეს.
Avery slowly poured buttermilk on Wilbur's head and back, and as it trickled down his sides and cheeks, Mr. and Mrs. Zuckerman rubbed it into his hair and skin.
200975.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
გამვლელები ჩერდებოდნენ და უყურებდნენ.
Passersby stopped to watch.
200976.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ცოტა ხანში კარგა ბლომად ხალხი შეიყარა.
Pretty soon quite a crowd had gathered.
200977.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
უილბური საამურად გათეთრდა და გადაიტკიცა, დილის მზის სხივები ვარდისფერ ყურებს უმჭვირვალებდა.
Wilbur grew beautifully white and smooth. The morning sun shone through his pink ears.
200978.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– ზომით მეზობელ ბურვაკთან ვერ მოვა, – შენიშნა ერთმა გამვლელმა, – სამაგიეროდ, უფრო სუფთაა.
"He isn't as big as that pig next door," remarked one bystander, but he's cleaner.
200979.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
ძალიან მომწონს.
That's what I like.
200980.
შარლოტის ქსელი | თავი XIX, კვერცხსადები
– თანაც, რა თავმდაბალია! – წამოიძახა ვიღაც ქალმა მას მერე, რაც აბლაბუდაზე წარწერა წაიკითხა.
"He's humble, too," said a woman, reading the sign on the web.